მოგესალმებით ყველას,
წავაწყდი ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელ კომპანიას რომელიც სპეციალიზირებულია მარკეტინგულ კველვებზე. ასევე გააჩნია ცხელი ხაზის მომსახურება, პირადი ასისტენტის მომსახურება, IVR მომსახურება და სხვა მრავალი ისეთი პროდუქტი, რომელიც აუცილებელია საშვალო და დიდი ბიზნესისათვის.
რატომღაც არ გამიგია აქამდე ამ კონპანიის შესახებ საქართველოში. უცხოეთში ვიცოდი, რომ ძალიან კარგადაა ათვისებული ბაზრის ეს წილი, როგორც სატელეფონო მარკეტინგი და როგორც Call Center Survey. როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის უდიდეს ნაწილში და რუსეთშიც კი კომპანიების მარჯვენა ხელად ითვლება ამ სახის მომსახურება, რადგან არის ძალიან მოქნილი, სწრაფი და ზუსტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბევრად იაფი ჯდება ვიდრე ტრადიციული ხერხით მარკეტინგული კვლევევბი.
თავად კომპანიას რაც შეეხება "ქოლ-ცენტრი (Global Call Center) დაარსდა 2007 წელს, როგორც “ეისითი კვლევის” ერთ-ერთი ქვედანაყოფი. მისი პირველადი დანიშნულება იყო სატელეფონო კვლევების წარმოება, თუმცა ორი წლის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ ტელე-ოპერატორის მართვასა და მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციაში, კომპანიას ახალი მიმართულებით განვითარების საშუალება მისცა.
შედეგად, 2009 წელს სატელეფონო ცენტრის ტექნიკური ბაზის სრულყოფის შემდეგ, “გლობალ ქოლ-ცენტრის” სახით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ერთეული - კომპანია, რომელიც მუშაობს შემომავალი და გამავალი ზარების ოპერირებაზე, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანური რესურსითა და მრავალი ტიპის მომსახურებით."
ანუ GCC გახლავთ ცნობილი კვლევითი კომპანიის - ACT Research -ის შვილობილი კომპანია.

-
http://www.facebook.com/Global.Call.Center
This post has been edited by Code_49 on 14 Feb 2012, 16:47
Береги голову! вдруг там мозги...