Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(100)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
♌ ლომი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#24285619
· 3 Mar 2011, 20:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ თემაში შეგიძიათ დაწეროთ ნიშნის მახასიათებელი ზოგადად, კონკრეტულად, ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია რომელიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა, დასვათ კითხვები ნიშანთან დაკავშირებით და გამართოთ დისკუსია ნიშნის თვისებების ირგვლივ.
* * *
ლომის სამი ფსიქოტიპი
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მოქმედების ხანგრძლივობა უტოლდება სამ დეკადს. ე.ი. 30- დღეს. სამივე დეკადში დაბადებული ადამიანების ხასიათი ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან.
ლომის ნიშნის ტიპიური წარმომადგენლები მე-2 დეკადში დაბადებული ადამიანები არიან(1 აგვისტო-11აგვისტო) კრეატიული და თავმოყვარე ლომები.
შესაბამისად ადამიანი რომელიც დაიბადა ლომის პირველი დეკადის მოქმედებისას, (23 ივლისი-31 ივლისი) თავის თავში ატარებს წინამორბედი ზოდიაქოს -კირჩხიბის ზოგიერთ ნიშან თვისებას. (ინტუიციური და ემოციური ლომები)
მე-3 დეკადში დებადებულებს (12 აგვისტო-23 აგვისტო) შემდეგი ზოდიაქოს-ქალწულის ნიშან თვისებებიც ახასიათებთ.(ორგანიზებული და შრომისუნარიანი ლომები)
პირველ დეკადში(23-31 ივლისი)მარსის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი უმამაცესი და გაბედული ადამიანები არიან. იმდენად კეთილშობილები არიან, რომ მათი მოტყუება ძალიან ადვილია. გარეგნულად ასეთი ლომები თვალს უსწორებენ ნებისმიერ მუქარას და საშიშროებას, შეუპოვრად, ბრმად მიემართებიან გაურკვევლობისაკენ და საკუთარ თავს აბსოლუტურად არ უბრთხილდებიან. ისინი მზად არიან გაწირონ სიცოცხლე უმაღლესი იდეალებისთვის. ურთულესი სიტუაციების დაძლევაში მათ საოცრად განვითარებული ინტუიცია ეხმარებათ, მაგრამ ასეთი ნატურის მოჩვენებითი ერთიანობა, არაფერია, თუ არა სიცრუე. მთლიანობაში მათ რღმად წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვთ. ისინი ერთდროულად გმირები და თავქარიანები, მგრძნობიარეები და უხეშები, რომანტიულები და ანგარიშიანები არიან.
ხასიათის გაორების და არამდგრადობის გამო ხშირად რჩებიან მარტო ან იმ ადამიანის გვერდით ვის გვერდითაც თავს მაინც მარტოდ გრძნობენ.
-------
მე-2 დეკადში მზის ნიშნის ქვეშ დაბადებულები-მამაცები, ზედმეტად თავმოყვარენი და დიდსულოვნები არიან. ეს ლომები თავის თავში შემოქმედებითი ენერგიის დიდ მუხტს ატარებენ. როგორც კი ეს ენერგია
გათავისუფლდება, შეუძლია ფერფლად აქციოს ყველა და ყველაფერი, თვით ლომიც კი.
ეს ადამიანები ხშირად ცნობილი მუსიკოსები და მწერლები ხდებიან. მათი იმპულსურობა მრისხანებას ემსგავსება, განსაკუთრებით მაშინ თუ წინ გადაეღობებით.ამ პერიოდის ლომები ახალი იდეების მატარებლები არიან და შეუძლიათ, მასების აყოლიება. კარგი ორგანიზატორული ნიჭი და თვითგამოვლენიც უნარი აქვთ. თუ ასეთ ადამიანს მოქმედების უნარს მოუსპობთ, ეს იმას ნიშნავს რომ ამით მას ყველაფერს ართმევთ.
----
მე-3 დეკადში-ვენერას ნიშნის ქვეშ დაბადებულებს-მიდრეკილება აქვთ მუსიკითა და ნატიფი ხელოვნებით გატაცებისკენ. ძალიან უეშმაკოები, მიამიტები და სიცოცხლის მოყვარულები არიან. მათში განუყოფელია შეგნებული და შეუგნებელი აღტკინება. ერთნაირად შეუძლიათ როგორც დიდი სიკეთის, ასევე გამოუსწორებელი სიბოროტის ჩადენა. ნუ გაუბრაზდებით მათ! ისინი ადვილად ეძლევიან გატაცებას, შემდეგ კი მომხდარში გარკვევას ცდილობენ.
ამ ადამიანებს ყოველთვის იტაცებს სიხლე და ამოუცნობი ამბები. მათ უყვართ სისუფთავე, აფასებენ პეწს, წესრიგიანები არიან. სხვა ლომებთან შედარებითმე-3 დეკადში დაბადებული ლომებიუფრო ორგანიზებულები და შრომისუნარიანები არიან.
მზე ლომში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლომი (23 ივლისი-22 აგვისტო)
სიმბოლო: ლომი
მმართველი პლანეტა: მზე
სტიქია: 1
ჰავა: თბილი, ტროპიკული
ტემპერამენტი: ქოლერიკი
ფერები: ოქროსფერი და ჩალისფერი
ლითონი: ოქრო
ბედნიერი რიცხვი: 1
ზოდიაქოს მეხუთე სახლი: განაგებს შთამომავლობას, შვილებს. პიროვნების დამოკიდებულებას ბავშვებთან, მომავალ თაობასთან. ასევე განსაზღვრავს ადამიანის, როგორც ფიზიკურ ისე სულიერ გარდასახვა-განსხეულებას შთამომავლობაში. დამოკიდებულებას სახელოვნებო სფეროებთან, ემოციებს, ძლიერ განცდებსა და შეგრძნებებს, ადამიანის დამოკიდებულებას რისკთან, სხვადასხვა სახის დანაკარგებთან. თავისუფალი, ახლებური გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ნიჭისა და ტალანტის წარმოჩენა-განვითარების შესაძლებლობებს შემოქმედებითი და სპორტული კუთხით, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი მარტოოდენ კარიერისტულ მისწრაფებებს ან ფულად დაინტერესებას არ ემსახურება. განაგებს სიამოვნებას, სიყვარულს, შვილების დაბადებას.
ხასიათის შტრიხები გულუხვია, მამცი და ძლიერი სულის პატრონი, უყვარს კომპლიმენტები და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეპატაჟური ფიგურაა, ახასიათებს ხმაურიანი წვეულებებისადმი სიყვარული, შემოქმედებითად ძალზე აქტიური, ქარიზმატული და მომხიბვლელია, თუმცა ამასთან ერთად შეუძლია იყოს აუტანლად მომთხოვნი, ეგოისტი და სასტიკიც კი. არის ძალიან კარგი მეგობარი და გამორჩეულად საშიში მოწინააღმდეგე.
შეგხვედრიათ ოდესმე ისეთი ადამიანი, რომელიც გაწეულ სამსახურს, როგორც კუთვნილს, მეფური შემწყნარებლური გამომეტყველებით იღებს? თუ ასეთ პიროვნებას იცნობთ, უთუოდ ლომი იქნება.
ვინაიდან და რადგანაც, თავი ყველაზე ჭკვიანებად მიაჩნიათ, ლომებს ძალიან უყვართ ყველასთვის, ყველაფრის სწავლება. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისგან კარგი მასწავლებლები, ფსიქიატრები და პოლიტიკოსები გამოდიან.
ლომები დარწმუნებული არიან რომ, შესანიშნავად ერკვევიან სხვისი ცხოვრების სირთულეებსა და პერიპეტიებში. ამ დროს კი, რიგიანად საკუთარშიც ვერ გარკვეულან.
მაგრამ აბა სცადეთ და უთხარით ეს, თავს უსაშველოდ შეურაცხოფილდ იგრძნობს. სამაგიეროდ თუ წაეპირფერებით, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. საერთოდ ლომები, ძალზე დიდ მნიშვნელობას აქცევენ თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის საქციელში, იშვიათი მოქნილობა და მეფური სიზარმაცე საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ლომს სძულს სიბნელე და მარტოობა, ვერ იტანს მოწყენილობას და რუტინას, გასართობად მიპატიჟებას კი ყოველთვის სიამოვნებით ღებულობს.
მისი კეთილგანწყობის მოპოვება თუ გინდათ, შეუქეთ სიბრძნე, გამჭრიახობა ან სულაც მოდური სვიტერი. ლომები ყოველგვარი სახის კომპლიმენტებს აღმერთებენ და საერთოდაც, განდიდება მათი აქილევსის ქუსლია.
ლომი შესანიშნავი ხელმძვანელი და ორგანიზატორია, ამასთან შემთხვევას არასოდეს გაუშვებს ხელიდან, რომ ხელქვეითი დამსახურებისამებრ არ შეაქოს ან გამოლანძღოს.
ორივე სქესის ლომებისათვის სიცოცხლის უმთავერესი აზრი სიყვარულიში მდგომარეობს. ნებისმიერი ლომის ცხოვრება მთლიანად სიყვარულის გარშემო ბრუნავს. იგი ან ეს-ეს არის დაქორწინდა, ან შემდეგ კვირაში აპირებს ამას, ან თავდავიწყებითაა შეყვარებული, ან ახლახანს დაშორდა თავის გულისწორს....
იმისდა მიხედვით, თუ როგორ მიდის მისი სასიყვარულო საქმეები, ლომი ხან სიცოცხლით სავსეა, ხანაც მწუხარებისგან მომაკვდავს ემსგავსება.
როცა სატრფოს შორდება, ცხოველთა მეფის თავმოყვარეობა იმდენად შელახულია, გეგონებათ აღსასრულის ჟამი დაუდგაო. მაგრამ საბედნიეროდ იგი ან მალევე ურიგდება გულისწორს, ან ახალ გატაცებას პოულობს და უწინდებურად სიცოცხლით სავსე და ბედნიერია.
ამგვარი შემთხვევები ლომის ცხოვრებაში უთვალავია, აქედან გამომდინარე ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა შორის შინაბერებს ან ბერბიჭებს თითქმის ვერასოდეს შეხვდებით.
ლომს როგორც ძლიერ ნატურას, არ უყვრს როცა ვინმეზე დამოკიდებული ხდება. პირიქით, სიამოვნებს ის ფაქტი უფრო ანიჭებს, როცა გრძნობს ვინმეს ბედი მის ხელთაა. მართალია ხანდახან ბუზღუნიც უყვარს, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, სხვები კი მხოლოდ სხედან და ხელებში შესცქერიან. მაგრამ სინამდვილეში მას ასეთი მდგომარეობა ძალიანაც აწყობს.
მაგრამ აბა სცადეთ და დახმარება შესთავაზეთ, მყისვე ზიზღით უარყოფს. თუმცა თუ თანადგომას იქით სთხოვთ, სიამოვნებით გამოგიწვდით დახმარების ხელს. ქველმოქმედება მას სისხლში აქვს გამჯდარი.
ფულს ლომი ძალიან თავისუფლად ხარჯავს, ხშირად ზედმეტადაც კი. ამიტომ სიღატაკის ზღვარზე დგომაც არაერთხელ უწევს. თუმცა საკუთარი ფინანსური საქმეების გამოსწორების გზას, მუდამ ოსტატურად პოულობს.
ეთაყვანება რა, ყველაფერ მდიდრულსა და დახვეწილს, ლომს საკუთარი სიამოვნებისთვის შეუძლია მთელი ქონება გაანიავოს და არც სესხის მიცემაზე უთხრას უარი ვინმეს.
ლომები როგორც წესი, ძალზე ჯანმაგარი ხალხია. მათ იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება. თუმცა მოტეხილობებისგან, უბედური შემთხვევებისგან და მწვავე ინფექციური დაავადებებისგან დაზღვეულნი არ არიან.
ამასთან ერთად, მათ ზომიერების გრძნობაც ხშირად ღალატობთ. თუ მუშაობენ, მუშაობაში ვერავინ აჯობებთ. დროსტარება თუ გადაწყვიტეს, მთელს ქალაქს თუ არა, კვარტალს მაინც უნდა გააგებინონ. მაგრამ ერთი თუ სიზარმაცემ დარიათ ხელი, მიწისძვრაც რომ მოხდეს, თითსაც ვერ გაატოკებინებთ.
ამასთან ლომებს გასაოცარი ნიჭი გააჩნიათ, მოსაწყენ-მომაბეზრებელი საქმეები სხვებს ოსტატურად გადააბარონ. თავად კი მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდებენ ხელს, რომელიც აუცილებლად სახელსა და დიდებას მოუტანთ.
ლომი იშვიათი საიმედო მეგობარი და ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა. ნამდვილი განსაცდელისას ეს ადამიანი უკან არასოდეს დაიხევს. გმირობა და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად თავგანწირვა, მისი ხასიათის ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე მომხიბვლელი თვისებაა.
ყველაზე უფრო შესაფერისი პარტნიორები
კაცი-ლომი
ქალი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვერძი – წარმატებული კავშირია. მათ საკმაოდ კარგად ესმით ერთმანეთის. მათი ქორწინება შესაძლებელია მოწიფულ ასაკშიც კი. მათ გამძაფრებულ ემოციებს ხშირად მოჰყვება ჩხუბი, მაგრამ ადვილად შერიგდებიან.
კურო – ეს კავშირი ძალიან რთულია ორივესათვის. მაგრამ ქორწინების შემთხვევაში ორივე ცდილობს ერთმანეთის გატანას. მიუხედავად მათ შორის მუდმივი ჩხუბისა, ისინი ოჯახს ინარჩუნებენ
ტყუპები – ერთ-ერთი წარმატებული კავშირია. აქ გაერთიანებულია გული (ლომი) და გონება (ტყუპები). ქორწინებაში ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მათ შორის კარგი ურთიერთგაგებაა. სექსუალურ ურთიერთობებში კარგად ეთვისებიან. მათი კავშირი ყოველთვის ნათელი და ელვარეა.
კირჩხიბი – ეს კავშირი რთულია ლომისათვის. ნამდვილი ლომი იშვიათად ინტერესდება კირჩხიბით, მაგრამ თუ ეს მოხდა, იგი ადვილად გაებმება მახეში და მისი საქმე წასულია. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი ცუდად ეთვისებიან.
ლომი – ასეთი ურთიერთობები საკმაოდ ხშირია. ეს არის ორი მოსიყვარულე პარტნიორის ურთიერთობა, რომლებსაც გააჩნია საერთო ინტერესები და ძლიერი გრძნობები, რასაც დიდხანს ინარჩუნებენ.
ქალწული – დასაწყისში მათი ურთიერთობა ბრწყინვალეა. ისინი კარგი პარტნიორები არიან, თუმცა ქალწული ცდილობს ითამაშოს თავისი წესებით. რადგან მას სხვანაირად ურთიერთობა არ შეუძლია. ეს კავშირი მალევე ინგრევა ხშირი ჩხუბისა და გარჩევების შედეგად. თუმცა სექსში ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.
სასწორი – მათი ქორწინების შემთხვევაში სტატისტიკის მიხედვით განქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მათ შორის ურთიერთინტერესი პირველივე შეხვედრისთანავე ვლინდება. ალბათ ამიტომაც არის რომ ერთობლივი ცხოვრება, როგორც ქორწინებამდე, ასევე მის შემდეგადაც სავსეა სიხარულითა და ბედნიერებით, სულიერი სიმშვიდითა და ურთიერთგაგებით. პარტნიორები საკმაოდ ადვილად ეთვისებიან ერთმანეთს და ერთად მიდიან მწვერვალისაკენ. თუ ლომი სასწორს ფინანსურად უზრუნველყოფს, მაშინ მათ სახლში დაისადგურებს სიხარული და სიყვარული. ამ ქორწინების შემთხვევაში სასწორებმა მუდამ უნდა იზრუნონ მათ შინაგან სილამაზეზე და მიმზიდველობაზე, და ამასთანავე არ დაკარგონ სადღესასწაულო იერი. მათ ყოველთვის უნდა გამოხატონ ლომისადმი აღფრთოვანება და სურვილი, და გამოიყენონ ყველა საშუალება მათ დასაპყრობად.
მორიელი – სექსუალურ ურთიერთობებში შესაფერისი წყვილია. ლომს მოსწონს მორიელის გაღიზიანება, რაზედაც მორიელი "იკბინება". მათი კავშირი საკმაოდ რთულია, თითოეული იცხოვრებს თავისი ცხოვრებით, წყენის მოგონებებით.
მშვილდოსანი – ეს კავშირი ერთდროულად აქტიურია და საქმიანი. ცხოვრების პირველ ეტაპზე იდეალური წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მშვილდოსანისათვის დამახასიათებელი შტრიხი ჩაერიოს სხვის საქმეებში, გააღიზიანებს ლომს. სექსუალურ ურთერთობებში კი კარგად შეეფერებიან.
თხის რქა – როგორხ წესი, ეს კავშირი ნაღვლიანია და რთული. თხის რქა დიდხანს იტანს ლომს, სანამ მოსწონს, მაგრამ როდესაც შეამჩნევს ლომის გულცივობას, ის იწყებს თავისი წყენის ამოფრქვევას. სექსში ისინი გულცივები არიან. ისინი ინტელექტუალურ ურთიერთობებში კარგად უგებენ ერთმანეთს, ემოციები დიდ როლს არ თამაშობენ.
მერწყული – ეს საინტერესო კავშირია და ხშირად გვხვდება. მერწყული და ლომი ერთად კარგად გრძნობენ თავს. მერწყულს არ მოსწონს, რომ ლომი მხოლოდ თავის თავისთვის ცხოვრობს, ხოლო ლომს კი მისი დამოუკიდებლობა. მიუხედავად მათი მწვავე ჩხუბისა, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო კავშირი დიდხანს გრძელდება, გაყრა მათთვის იშვიათია.
თევზები – ლომს ძალიან მოსწონს თევზების სისუსტე, რითაც ხშირად ბოროტად სარგებლობს. ლომისგან მოტყუებული თევზები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში რჩებიან. ლომი მთლიანად ენდობა თევზებს. თუმცა გულნატკენ თევზებს ხშირად აღიზიანებთ ლომის უხეშობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს კავშირი წარმატებულია და დიდხანს გრძელედება.
ქალი-ლომი
კაცი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვერძი – თითქოს და ბრწყინვალეა მათი თანხვედრა. მათ შორის უნდა იყოს ჰარმონია, ურთიერთგაგება და ელვარება, მაგრამ ეს უკანასკნელი მოჩვენებითია. ვერძი ყოველთვის ცდილობს იყოს ლმობიერი, მაგრამ ისინი ხშირად კამათობენ, ლომი მაინც მასთან რჩება. ეს კავშირი მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სტაბილურია. ვერძი დამთმობია.
კურო – ეს კავშირი რთულია და ეგოისტური. ლომი ცდილობს კუროს გაღიაზიანებას. ისინი ეცდებიან იცხოვრონ სტაბილურად, მაგრამ ეს უშედეგოა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი სექსში შესაფერისი წყვილია.
ტყუპები – ეს კავშირი წარმატებულია ტყუპებისათვის. ლომს ის ეყოლება სიშორეზე და ამასთანავე უთვალთვალებს მას, რომ შორს არ გაექცეს. ასეთი კავშირის დროს დამახასიათებელია სექსუალურად ურთიერთმიზიდვა, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათან მტკიცდება.
კირჩხიბი – ასეთი კავშირები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ლომი – საკმაოდ ძლიერი ქალია და კირჩხიბიც მიისწრაფვის მისკენ. ამიტომაც ლომს არ უჭირს მისი მოხიბვლა, რაც საკმაოდ ადვილად გამოსდის. მათი ქორწინება ხანგრძლივია, რესპექტაბელური და იღბლიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, კირჩხიბი ძალიან აფორიაქებულია გულში და პირველივე შემთხვევაში შეიკეტება თავისივე სოროში. ორივე ზოდიაქოს ნიშანი შეპყრობილია საკმაოდ ბოროტი ზრახვებითა და თავმოყვარეობით.
ლომი – ასეთი ურთიერთობები საკმაოდ ხშირია. ეს არის ორი მოსიყვარულე პარტნიორის ურთიერთობა, რომლებსაც გააჩნია საერთო ინტერესები და ძლიერი გრძნობები, რასაც დიდხანს ინარჩუნებენ.
ქალწული – ეს კავშირი შესაძლებელია ლომის ხანდაზმულობის ასაკში. ახალგაზრდა ლომი ისეთი ამაყი და ამპარტავანია, რომ არც კი შეხედავს ქალწულს, რადგან ეს მისი იდეალი არ არის. მათ ქორწინებაში უამრავი კომფლიქტი და უთანხმოებაა. სექსში ურთერთთანხვედრა არა აქვთ.
სასწორი – კავშირი უფრო წარუმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც კაცი - ლომია, ხოლო ქალი კი - სასწორი. სასწორები მიილტვიან ბრწყინვალებისაკენ, რაშიც ლომი თან ჰყვება. სექსუალურ ურთიერთბებშიც ურთიერთშეთავსებადია. მაშინაც კი, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდება და სასიყვარულო კავშირი მათთვის საინტერესო აღარ იქნება, ურთიერთმეგობრობა წლების მანძილზე გაგრძელდება.
მორიელი – პარტნიორებს შორის სექსუალური ურთიერთობები თითქმის იდეალური, ხანგრძლივი და მყარია. ლომს ახასიათებს ფეთქებადობა, მაგრამ მალე ნელდება და გარდაიქმენა "კატად", რითაც მორიელი ხშირად სარგებლობს. მაგრამ ლომს როგორც კი საშუალება მიეცემა სხვასთან წასვლისა (მაგ., მშვილდოსანთან), ის ამ შანს აუცილებლად გამოიყენებს.
მშვილდოსანი – პარტნიორების ფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადი კავშირია. მაგრამ ხშირად ისინი ბედნიერნი სასიყვარულო ურთიერთობებისას არიან, ვიდრე ქორწინებაში. მშვილდოსანი და ლომი ემოციურად ძალიან გვანან ერთმანეთს და მათთვის ადვილია ერთად ყოფნა. ქორწინებაში პატივს სცემენ ერთმანეთს.
თხის რქა – ასეთ ურთიერთობებში თითოეული მათგანი <<საბანს თავისკენ ექაჩება>>. ორივე საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა. თხის რქისთვის არასასიამოვნოა და გაუგებარია ლომის პომპეზურობა და მისი ელვარების (ბრწყინვალების) სამუდამო სურვილი, თუმცა მოსწონს მისი სამართლიანობა, რადგანაც თვითონაც ასეთია. თუ კი ასეთი ქორწინება შედგება, მაშინ ის დიდხანს გაგრძელდება და სტაბილური იქნება.
მერწყული – კავშირი სავსეა კოფლიქტებით. თანაცხოვრების დასაწყისში მათი ურთიერთობები ბრწყინვალეა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან იძაბება. ლომი მერწყულისაგან იწყებს მოთხოვნას, რომ სამსახურში დაწინაურდეს, მაგრამ ეს მერწყულს საერთოდ არ ადარდებს. მათ ურთიერთობებს ბავშვები შეავსებს და განამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ქორწინებაში ძალიან დაძაბულია ვითარება, ოჯახს მაინც არ ანგრევენ და თუ კი ეს მაინც მოხდება, მალე უბრუნდებიან ერთმანეთს.
თევზები – თავისებურად ეს ადამიანები ძალიან განსხვავებულნი არიან. ლომს არ სჭირდება მშვიდი თევზები, ამიტომაც ხშირად ეს ფიქტიური ქორწინებაა. იგი ჩვეულებრივ დიდხანს გრძელდება, რომელიც ლომის დამსახურებაა. სექსში ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს, ამიტომ ამ ქორწინებას მათთვის არ მოაქვს ოჯახური სიმშვიდე და სიხარული.
ლომის დადებითი და უარყოფითი
ლომი ბავშვი
მამაკაცი ლომი
ლომი მამაკაცი / ლომი ქალი
როგორ მოვხიბლოთ ლომი კაცი/ქალი
ლომი- ვერძი
პარტნიორი ასაკის მიხედვით
This post has been edited by
folkman
on 10 Sep 2011, 03:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს
ჯგუფი: Members
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს
ჯგუფი: Members
წერილები: 6336
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11
#24286585
· 3 Mar 2011, 21:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დამახასიათებელი თვისება - ამბიციურობა.
ცნობილი ადამიანები, რომლებიც არიან ლომები: შარლი სტერონი, დიუმა, დასტინ ჰოფმანი, ვიტნი ჰიუსტონი, მადონა ...
--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."
მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".
ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#24286661
· 3 Mar 2011, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლომი
დადებითი: ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, არტისტული, ვნებიანი, მეთაური, კეთილგანწყობილი, უხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სერიოზული
უარყოფითი: თავმომწონე, ამპარტავანი, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჟინიანი, ეგოცენტრული, ფულის ფლანგველი, ზედაპირული
ასცენდენტი ლომში
გარეგნობა: სწორი აგებულებისაა, ახასიათებს ამაყად გამართული სიარული. აქვს ნათელი სახე, დიდი მრგვალი თავი, ღია თმები (ხშირად ოქროსფერი), ამპარტავნული მზერა. ხასიათი: ამაყი, ენერგიული, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოსწონს როდესაც ამჩნევენ და პატივს სცემენ. გაბრაზებისას აგრესიული ხდება. მტრობისას ბოლომდე იბრძვის და ძალუძს მოწინააღმდეგის განადგურება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს
ჯგუფი: Members
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს
ჯგუფი: Members
წერილები: 6336
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11
#24286705
· 3 Mar 2011, 21:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://www.assetsoflife.com/Zodiac_Sign_Co...zodiac_sign.htm
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HAG
Shut up I'm a Princess ♛
ჯგუფი: Members
HAG
Shut up I'm a Princess ♛
ჯგუფი: Members
წერილები: 10073
წევრი No.: 15144
რეგისტრ.: 5-December 05
#24287424
· 3 Mar 2011, 22:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Mr-Banks
პოსტისთვის ლინკის დართვა შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში თუმცა
როცა მხოლოდ ლინკს დებთ
საჭირო და საინტერესო ლინკები
ამ თემაში დადეთ ლინკები
--------------------
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Utopian
ჯგუფი: Members
Utopian
ჯგუფი: Members
წერილები: 10167
წევრი No.: 58734
რეგისტრ.: 17-April 08
#24292444
· 4 Mar 2011, 09:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლომი-ბავშვი
იგი ერთი შეხედვით მხიარული და მოსიყვარულეა, თუმცა მას ისევე როგორც ვერძსა და მშვილდოსანს, თუ გზაზე გადაუდექით, ისეთ ტირილსა და ღრიალს მორთავს, რომ უკან დაგახევინებთ. იგი თანატოლებში ყოველთვის მეთაურის და მოთავეს როლში გამოდის. მას უყვარს, როდესაც სხვებს საკუთარ ჭკუაზე ატარებს, ამიტომ, მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ მომავალში ეს დიქტატორობის ან ამპარტავნების სურვილში არ გადაიზარდოს. ამას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ის დაბადებიდანვე ამაყია. მას მშობლებმა უნდა ასწავლონ, რომ სხვა ბავშვებს თანაგრძნობითა და მზრუნველობით მოეპყროს. პატარა ლომი საკმაოდ ზარმაცია და მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ეს ნეგატიური თვისება აღმოფხვრან. საერთოდ, თუ გინდათ, მას საქმე გააკეთებინოთ, მიეცით ამას საზეიმო ელფერი და აქციეთ დღესასწაულად, მას ხომ ძალიან ხიბლავს ჭყეტელა ფერები. სწავლის დროს თუ ვერძ-ბავშვს ბრძოლაში გამოწვევა შველის, ლომ-ბავშვზე ყველაზე კარგად თავმოყვარეობის შელახვა მოქმედებს. თუ ის სწავლაში მოიკოჭლებს, ის საჯაროდ გაკიცხეთ (ოღონდ ნუ გადააჭარბებთ) და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ. პატარა ლომს აუცილებლად ასწავლეთ ფულის ყადრი, თორემ ის საოცარი ფლანგველი გახდება, უბრალოდ მას ხიბლავს, როდესაც ფულს ხარჯავს და სხვებს მასპინძლობს. ის აუცილებლად ატარეთ თეატრში, კინოში, გამოფენებზე (ეს მის შემოქმედებითობას ერთი-ორად გაზრდის). მოუყევით მათ ცნობილი ადამიანების ისტორიები, ეს მათში დიდ ინტერესს და მიმბაძველობას გამოიწვევს. ნუ შეუწყობთ ხელს იმბრძანებლოს ირგვლივ მყოფებზე. ასწავლეთ დისციპლინა და ხშირად შეაქეთ მისი წარმატებების გამო.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? შეურაცხყოფის მიყენება, განსაკუთრებით საჯაროდ და გათამამება.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? შრომისმოყვარეობის, ეკონომიურობის, თანაგრძნობის განვითარება, ასევე შექება.
© geoastrolog (რამაზ გიგაური)
--------------------
my sweet prince ♥
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9605
წევრი No.: 94018
რეგისტრ.: 19-June 09
#24310191
· 5 Mar 2011, 14:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლი'ომი მამაკაცი
"My life is like a jigsaw puzzle. . . and you're a real important part - you know, like a corner piece."
– Sam Malone to Rebecca on Cheers
ლომი მამაკაცი გულით ნამდვილი რომანტიკოსია და გამოხატავს ამას ყველაზე დიდებული ჟესტით საყვარელი ადამიანის მიმართ. ის კეთილშობილია, დამცველი, მხარში ამომდგომი და ნაზად მოთამაშე. მას სჭირდება ესმოდეს როგორ უყვართ და აფასებენ. ამიტომ ქალს, რომელის დაიპყრობს ლომის გულს, უნდა ახსოვდეს რომ ხშირად ახსენოს როგორი მადლობელია მისი კეთილშობილების გამო.
ლომ კაცს სჭირდება დიდი ოდენობით სიყვარული და ყურადღება, ამიტომ თუ გინდათ რომ გვიანობამდე სამუშაოდ დაგტოვოთ, ან გაგიშვათ სამოგზაუროდ - მანამდე დაარწმუნეთ რომ ის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სამუშაო, ან ნებისმიერი სხვა რამ.
ლომ მამაკცს უყვარს ყველაფერი საუკეთესო და თვლის რომ იმსახურებს კიდეც ამას. ამიტომ ის იყიდის ფართო ეკრანიან ტელევიზორს, როდესაც პატარა უფრო პრაქტიკული იქნებოდა.
გულით ის ჯერ კიდევ ბავშვია და უყვარს როდესაც ეთამაშებიან. ამიტომ მასთან ურთიერთობა იქნება ყოველთვის ცოცხალი და მხირული. და არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ ცხოველთა მეფესთან ცხოვრობთ.
--------------------
Don't worry baby, it's just the end of the world... :)
ზოდიაქოთი დარიშხანი ხარ © demna_
ინ მოკლე კაბაზ ვი თრასთ :ბოლი:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#24357446
· 8 Mar 2011, 15:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორ მოვხიბლოთ საყვარელი ქალი
ლომი
თუ მასთან რომანის გაბმა,(მითუმეტეს ოჯახის შექმნა) გსურთ და ფინანსურად არც თუ ისე კარგად გაქვთ საქმე, სჯობს ამ განზრახვაზე ხელი აიღოთ. ლომი თუნდაც ძუ იყოს, მაინც ლომია და ე.ი. მეფეა (უფრო სწორად დედოფალი). ასე რომ მას ისე უნდა მოეპყრათ, როგორც დედოფალს ეკადრება. სკამზე დაჯდომისას ნუ დაჯდებით პირველი, ჯერ მას შესთავაზეთ. მანქანიდან გადმოსვლის დროს კარი გაუღეთ და ხელი გაუწოდეთ. დაპატიჟეთ რაიმე შოუზე ან კონცერტზე, ოღონდ სერიოზული რამ უნდა იყოს.
კიდევ ერთი რჩევა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ, მას თქვენს გარდა ყველა თაყვანისმცემელი ჩამოაცილოთ. ყოველთვის დიდებული და განსხვავებული იყავით, "რა კარგად გამოიყურები" კომპლიმენტად არ გამოგადგებათ, უფრო ვნებიანი და რაღაც ეგზოტიკური მოიფიქრეთ. მასთან შეხვედრისას შავი და რუხი სამოსით ნუ შემოიფარგლებით, აირჩიეთ ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი რადგან ეს მეფური ფერებია.
მამაკაცი
ლომი
ნუ ეცდებით მის დამორჩილებას, პირიქით იტყვის მარჯვნივ, წადით. იტყვის მარცხნივ-დაე მარცხნივ იყოს. ის ხომ მეფე და მეფეებს სიტყვას არ უბრუნებენ. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა ამაშიც არის სიმართლის მარცვალი. მიეცით საშუალება თქვენს წინ თავის მოიწონოს, ხომ გახსოვთ ნამდვილი ხვადი ლომი როგორც გორაობს საკუთარი ძუს წინაშე და თავს იწონებს. საერთოდ ლომი მამაკაცის გულის მონადირება საოცრად ადვილია და თუ მასთან რომანის გაბმას მოიწადინებთ, ამას ნახევარ საათში მოახერხებთ. ის იმწამითვე რომანისთვის არის განწყობილი და მერწმუნეთ გულგრილი სულაც არ დარჩება სანთლების შუქზე სასიყვარულო ჩურჩულის მიმართ. ასე რომ ძალზე ადვილია ცხოველთა მრისხანე მეფე კატის კნუტად გადააქციოთ-მისით აღტაცება, თაყვანისცემა, პირფერობა და ის ბადეშია გაბმული. თუ ყველაფერს მათ დაეკითხებით მაგ. რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ, ვისთან იმეგობროთ და ა.შ. მთლად კარგი.
თუ მერწყული ან მშვილდოსანი ხართ, ეს ცოტა გაგიჭირდებათ.
This post has been edited by
folkman
on 9 Sep 2011, 23:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9605
წევრი No.: 94018
რეგისტრ.: 19-June 09
#24357760
· 8 Mar 2011, 15:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მამაკაცი ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მამაკაცმა, შესანიშნავად იცის საკუთარი მომხობვლელობის ფასი და ფუჭად არასოდეს იხარჯება. სიამოვენებით მოიწონებს თავს თქვენს წინაშე, მეგობრების კომპანიაში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და რაც უფრო მეტი იქნება ხალხი, ლომის აზრით ეს მით უკეთესია. ამ შემთხვევაში, ხომ მისით არა ერთი ან ათი, არამედ ერთბაშად რამოდენიმე ასეული ადამიანი დარჩება აღტაცებული და მოხიბლული.
ლომი არც ქალწულია და არც მერწყული, რომ თაყვანისმცემელთა თავგადაკლული მცდელობის მიუხედავად გულგრილი დარჩეს. იგი იმთავითვე რომანისთვისაა განწყობილი, ამიტომ მისი ბადეში მოქცევა ძალზე ადვილია.
აღტაცების, კომპლიმენტებისა და პირფერობის სოლიდური პორცია საკმარისი იქნება, რომ ცხოველთა მეფე შინაურ კატის კნუტად იქცეს. იგი უსაზღვროდ გაგაღმერთებთ, ძვირფასი საჩუქრებითა და ყვავილებით აგავსებთ, მოგწერთ მხურვალე სასიყვარულო ბარათებს და თუკი სმენა გააჩნია, ფანჯრებთან სერენადებსაც აუცილებლად გიმღერებთ.
იმედის მომცემი დასაწყისია? ხომ არ გავიწყდებათ, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს.
ლომი უჩვეულოდ ეჭვიანია, თუ მისი ხართ სულით ხორცამდე მისი უნდა იყოთ. იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ, ვისთან იმეგობროთ, რა წაიკითხოთ და საერთოდ, როგორ გაატაროთ დღე.
დაჟინებით გამოგკითხავთ, სად დაიკარგეთ მთელი ორი საათით, როცა წასვლისას თქვით, რომ საათსა და ორმოცდახუთ წუთში დაბრუნდებოდით, დაინტერესდება ვინ დაგირეკათ და რა თემაზე ელაპარაკეთ, ან დილით ყავის მომზადებისას რატომ შეჩერდით სარკმელთან ჩვეულებრივზე დიდი ხნით.
მოკლედ ლომ ქმართან თქვენი ერთობლივი ცხოვრება, მხოლოდ ვარდებით მოფენილი როდი იქნება. თან ნუ დაგავიწყდებათ, ვარდს ეკლებიც აქვს. უმჯობესია თუ ცხოველთა მეფესთან ურთიერთობაში, მაქსიმალურად რბილი, ალერსიანი და ნაზი იქნებით. ამ გზით მას თვით ყველაზე შმაგ ემოციებსაც კი დაუცხრობთ.
ლომ-ქმართან საკუთარ, პროფესიულ კარიერას ვერ გაიკეთებთ. იგი ამის უფლებას არასოდეს მოგცემთ. თუ მაინც დაიჟინებთ, შესაძლოა ეკლესიაში, უკვე საქორწინო კაბაში გამოწყობილმა აღმოაჩინოთ, რომ ნეფე სადღაც გაქრა.
ლომი-ქმარი კეთილი და დიდსულოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სამყაროს ცენტრად აღიარებთ. ხოლო თუ ისეთი პატივისცემით მოეპყრობით, როგორსაც მისი აზრით იმსახურებს და ეკუთვნის, გულუხვობის განსახიერება იქნება და უმცირეს სურვილზეც კი არ გეტყვით უარს.
თუკი თქვენს სიყვარულსა და ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება, სავარაუდოა რომ თქვენი ლომი ქმარი არასოდეს გიღალატებთ. ლომი მამაკაცი ბუნებით ძალზე ზარმაცია და ახალ-ახალ ფისუნიებზე ნადირობას ნაკლებად დაიწყებს, მაშინ როცა სახლში თავისი ძუ ლომი ეგულება.
თუ ცხოვრების თანამგზავრად ლომი აირჩიეთ, მასთან ძალზე აქტიური სოციალური ცხოვრება გექნებათ. მაგრამ როდესაც იგი დროის სატარებლად წავა, ან უბრალოდ დოღზე ან კაზინოში ბევრ ფულს წააგებს, უნდა გაჩუმდეთ და მოითმინოთ.
სამაგიეროდ მამაკაც ლომებს ერთი იშვიათი, განსაკუთრებული თვისება გაააჩნიათ, მათ ოქროს ხელები აქვთ. თუ სახლში სინათლე გადაგეწვათ, სამზარეულოში ონკანს გასდის ან ტექნიკა ცუდად მუშაობს, უთხარით თქვენს ლომს და უმალ გაგიკეთებთ. ამას იგი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, სიამოვნებითაც კი მოახერხებს. ახლა ხვდებით როგორი განძია თქვენი ქმარი?
ლომი მამაკაცები ბუნებით უაღრესად მგრძნობიარეები და ესთეტები არიან, ამიტომ ლამაზმანების მიმართ გულგრილნი, არც ქორწინების შემდეგ ხდებიან. მაგრამ თუ ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავთ და თავს ამაო საყვედურებით არ მოაბეზრებთ, შურის საძიებლად სხვასთან ფლირტს არასოდეს წამოიწყებს. ძველებურად სიყვარულით და სინაზით მოეპყარით და სხვაზე არასოდეს გაგცვლით. მართალია ლომი ეგოისტია და შესაძლოა რომელიმე მომენტში ტაქტიც არ ეყოს, მაგრამ თუ მიხვდა ვიღაცას ძალიან ვაწყენინეო, გვერდს ისე არ აუვლის მიყენებული ტკივილი როგორმე რომ არ დაუამოს.
ლომ მამაკაცებს აქვთ რაღაც ილუზია, რომელსაც ვერაფრით სძლევენ. კერძოდ ის, რომ ისინი ხშირად ქორწინდებიან დაბალი სოციალური წარმოშობის ან რაიმეთი ნაკლებ ქალზე.
ლომი იმედოვნებს რომ ამ ქორწინებით, ”საბრალო მარგარიტა” მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება. მაგარმ არცთუ იშვიათად სწორედ ეს ”უსუსური არსება” ართმევს ოსტატურად, ბედოვლათ ცხოველთა მეფეს ხელიდან ძალაუფლების სადავეებს და თავად ხდება სიტუაციის ბატონ-პატრონი.
თუმცა სამწუხაროდ, ეს ნაღვლიანი ისტორია ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებზე, გავლენას ვერ ახდენს და ისინი კვლავინდებურად ეგებიან ”მორცხვი ყვავილების” დაგებულ მახეში.
ლომებს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მცირერიცხოვანი ოჯახები აქვთ. შვილები ან არ ჰყავთ ან თუ ჰყავთ, მხოლოდ ერთი. ლომი მამაკაცები მხურვალე, მაგრამ არათანმიმდევრული მამები არიან. სამაგიეროდ იმათ რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც ბავშვები როგორც წესი მთელი ცხოვრება აღმერთებენ.
ქალი ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, დინამიური, შემოქმედებითი, ეპატაჟური, მხიარული, გულუხვი მაგრამ ამასთანავე რამდენადმე ეგოისტი და უზომოდ ამაყი ნატურაა.
გამომდინარე იქედან, რომ იგი ბუნებით აქტიური და ენერგიული ადამიანია, თავისუფლების წართმევით, თუნდაც ოქროს გალიაში დაამწყვდიოთ, მას სიცოცხლის ნაწილს წაართმევთ.
სამაგიეროდ ცოლი ლომი ნამდვილი განძია. თქვენ მას ვერასოდეს იხილავთ მოუწესრიგებელს ხალათით, სახეზე კრემწასმულს ან თავზე ბიგუდებით. ხომ არ გგონიათ, რომ იგი კოსმეტიკას არ ხმარობს? ხმარობს და მერე როგორ! ყოველივე ძვირფასის მოყვარულ ძუ ლომს, შეუძლია მთელი თავისი ქონება კოსმეტიკასა და სილამაზის სალონებში გაანიავოს.
იგივე შეიძლება ითქვას მის გარდერობზეც. ქურქები, შლაპები, ხელთათმანები, ძვირფასეულობა... ყველაფერი უაღრესად ნატიფი გემოვნებითაა შერჩეული და ამასთანავე საოცრად ექსტრავაგანტურია. ვშიშობ, მხოლოდ ერთ რამეში ვერ მოახერხებთ მის დაარწმუნებას: ღირს თუ არა ამგვარ სისულელეებში, ამდენი ფულის ხარჯვა.
ლომი ქალის თაყვანისმცემელმა, სატრფო პირველ რიგში საჩუქრებით უნდა აავსოს. ამასთან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლომი ქალბატონისთვის მთავარი, საჩუქრის ფასი და ხარისხია.
არ დაგავიწყდეთ, თავად თქვენაც ძღვენის გადაცემის მომენტში, ვიზუალურად ბალზე წასასვლელად გამზადებულ პრინცზე არანაკლებად უნდა გამოიყურებოდეთ. ისწავლეთ კომპლიმენტების თქმაც, ლომ-ქალთან მხოლოდ სტანდარტული ”რა ლამაზი ხარ ძირფასო” არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. მისი გულის მოსაგებად, რაიმე გაცილებით ორიგინალურის მოფიქრება მოგიხდებათ.
სამაგიეროდ თუკი თქვენი საქციელით ძუ ლომის ყურადღება დაიმსახურეთ, იგი თაყვანისმცემელთა ურიცხვი არმიიდან, უმალ გმოგარჩევთ და სავარაუდოდ ალბათ მიახლოების უფლებასაც მოგცემთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ისეთი მოწიწებით უნდა მოიქცეთ, თითქოს დედოფალთან მოღებაზე მისული, საპატიო სტუმარი იყოთ.
მართალია ლომი ქალების უმრავლესობა, მაგარი აგებულებისაა და სპორტული თამაშები უყვარს, მაგრამ აჯობებს თუ მას თეატრში დაპატიჟებთ და არა რომელიმე სპორტულ შეჯიბრებაზე.
თეატრის ატმოსფერო, მორთული ინტერიერი, საზეიმოდ გამოწყობილი ხალხი და პიესის ემოციური მუხტი (უმჯობესია თუ სასიყვარულო თემაზე იქნება) მას დადებითად განაწყობს.
სპექტაკლის შემდეგ გირჩევთ თქვენი ქალბატონი ვახშამზე მიიპატიჟოთ. მაგრამ არავითარი კაფე ან სასაუზმე. ვახშამი აუცილებლად კარგი რეპუტაციის მქონე, ძვირფას რესტორანში უნდა მიირთვათ. სადაც მხოლოდ სოლიდური საზოგადოება დადის.
ლომი ქალი შესანიშნავი დიასახლისია, მას შეუძლია სტუმრებს არამარტო გემრიელად გაუმასპინძლდეს, არამედ გაართოს და მოხიბლოს კიდეც ისინი. შინაურებში ალერსიან და მოსიყვარულე ძუ ლომს, უცხოებთან თავი შორს უჭირავს და მათთან უმცირეს ფამილარობასაც კი არ დაუშვებს.
ლომ-ქალს თავდავიწყებით უყვარს შვილები, მაგრამ მათ აღზრდა-განათლებაში სიმტკიცესაც ამჟღავნებს. ამასთან იგი თავისი ნაშიერის გამო, არც მნიშვნელოვან არისტოკრატულ შეკრებებს დააკლდება და არც თეატრში წასვლაზე იტყვის უარს.
ბევრი ლომი-დედა, ვერც საკუთარ პროფესიულ კარიერას ელევა და ოჯახურ ვალდებულებებს, სამსახურთან წარმატებით ათავსებს.
რაც შეეხება ერთგულებას, ძუ ლომი თავის რჩეულს მანამ უერთგულებს, სანამ ამ უკანასკნელის ღალატში არ დარწმუნდება. მაგრამ საკმარისია, სულ მცირედზეც კი იეჭვიანოს, რომ ორგულს მყისვე ღალატით გადაუხდის.
ლომი-ქალის ფარული ოცნებაა, ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ. ამიტომ ხანდახან თავს უფლებას აძლევს, თქვენს მეგობარს წაერშიყოს. მაგრამ ამას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.
სამაგიეროდ მისი თანდასწრებით თქვენ არათუ არშიყს, უცხო ქალისთვის თავაზიან გაღიმებასაც ვერ გაბედავთ. თქმა არ უნდა ამგვარი დამოკიდებულება უსამართლობაა, მაგრამ თქვენ ხომ თავიდანვე უნდა გცოდნოდათ, რომ ლომ-ქალთან ურთიერთობისას იგი დედოფალია, თქვენ კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეშევრდომად მოგიაზრებთ.
მაგრამ თუ თავი გონიერ პიროვნებად მიგაჩნიათ და ძუ ლომს, ჯეროვანი პატივიცემით მოეპყრობით, მერწმუნეთ ამ ჭირვეული ქალბატონის მორჯულებას სულ ადვილად მოახერხებთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#24358063
· 8 Mar 2011, 15:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მასობრივი თავშეყრის ადგილებში და რაც უფრო მეტი იქნება ხალხი, ლომის აზრით ეს მით უკეთესია.
არა. რაც უფრო ცოტა ხალხია, მით უფრო ადვილია მათი გაცნობა და კონტაქტში შესვლა. მერკური კიბო.
QUOTE
აღტაცების, კომპლიმენტებისა და პირფერობის სოლიდური პორცია საკმარისი იქნება, რომ ცხოველთა მეფე შინაურ კატის კნუტად იქცეს.
ისევ მერკური კიბი+მთვარე მერწყული. ცოტა გულგრილობა უფრო მომწონს. უფრო გულგრილობის თამაში.
QUOTE
ლომი უჩვეულოდ ეჭვიანია, თუ მისი ხართ სულით ხორცამდე მისი უნდა იყოთ.
ჰო მარა არ ვიმჩნევ, მითუმეტეს ასეთ წვრილმანებში-
QUOTE
იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ,
QUOTE
თუ მიხვდა ვიღაცას ძალიან ვაწყენინეო, გვერდს ისე არ აუვლის მიყენებული ტკივილი როგორმე რომ არ დაუამოს.
ძალიან ზუსტია. ამ დროს შერცხვენილად ვგრძნობ თავს.
QUOTE
თუ მაქსიმალურად რბილი, ალერსიანი და ნაზი იქნებით. ამ გზით მას თვით ყველაზე შმაგ ემოციებსაც კი დაუცხრობთ.
+100 და მე თვითონ მოვთხოვ ჩემს თავს ყველას მაგიერ.
რაც შეეხება საბრალო მარგარიტებს, ამაზე მე-2 რადიკალურად განსხვავებული აზრიც მაქვს წაკითხული და უფრო შუალედური ვარიანტი მომწონს ამ 2ის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9605
წევრი No.: 94018
რეგისტრ.: 19-June 09
#24358341
· 8 Mar 2011, 16:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ამ დროს შერცხვენილად ვგრძნობ თავს
და ერთი სული აქვს ლომს - გაიგოს გამოასწორა თუ არა თავისი საქციელი
QUOTE
დაჟინებით გამოგკითხავთ, სად დაიკარგეთ მთელი ორი საათით, როცა წასვლისას თქვით, რომ საათსა და ორმოცდახუთ წუთში დაბრუნდებოდით, დაინტერესდება ვინ დაგირეკათ და რა თემაზე ელაპარაკეთ, ან დილით ყავის მომზადებისას რატომ შეჩერდით სარკმელთან ჩვეულებრივზე დიდი ხნით.
ეს ძალიან ახლოსაა კიდევ სიმართლესთან - წვრილმანებზე ეჭვიანობებს თუ გავაგრძელებთ
QUOTE
აღტაცების, კომპლიმენტებისა და პირფერობის სოლიდური პორცია საკმარისი იქნება, რომ ცხოველთა მეფე შინაურ კატის კნუტად იქცეს.
ამას არ ვეთანხმები
ლომი ყოველთვის გრძნობს როდის აქებ გულწრფელად და როდის ეპირფერები
პირველის დროს - ბრწყინდება
მეორეზე - ღიზიანდება
ისე ზოგადად, კეთილი ხასიათის გამო - საკმაოდ გულუბრყვილოა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#24358649
· 8 Mar 2011, 16:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Selfish_kid
QUOTE
მეორეზე - ღიზიანდება
არ ვღიზიანდები მაგრამ მეუხერხულება და ინტერესს ვკარგავ.
ხო რა ვღიზიანდები.
QUOTE
და ერთი სული აქვს ლომს - გაიგოს გამოასწორა თუ არა თავისი საქციელი
მოთმენაც შემიძლია, მაგრამ მერე ძაან დიდ სიამოვცნებას მანიჭებს მისი კმაყოფილი სახე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9605
წევრი No.: 94018
რეგისტრ.: 19-June 09
#24358831
· 8 Mar 2011, 16:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
folkman
QUOTE
მოთმენაც შემიძლია, მაგრამ მერე ძაან დიდ სიამოვცნებას მანიჭებს მისი კმაყოფილი სახე
მოთმენას არ ვგულისხმობ
საკმაოდ დიდი მოთმინება გაქვთ - ყველაფერში
ან არ გამოხატავთ მოუთმენლობას, არ ვიცი ზუსტად
მაგრამ თუ დააშავა ლომმა, არ ცქმუტავს და ცანცარებს - მაგრამ ყველა ქცევას და სიტყვას ინტერესით უყურებს - რომ გაიგოს გამოასწორა თუ არა
და თუ გაუღიმებ - ის იქიდან უფრო მეტად იცინის
ამით ვგრძობ, როგორ ელოდებოდა
QUOTE
მეუხერხულება
მერკური?
მაგრამ მგონი მზეცაა
ბევრჯერ მინახავს, არაფერი უთქვამთ - მაგრამ თუნდაც ჟესტით, ზურგს აქცევენ ასეთ ადამიანს და თემას ცვლიან (მგონი ზუსტად მაგ უხერხულობის დასაფარად)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kato-kato777
ბაბაკუნას დედიკუნა :)
ჯგუფი: Members
kato-kato777
ბაბაკუნას დედიკუნა :)
ჯგუფი: Members
წერილები: 2230
წევრი No.: 105434
რეგისტრ.: 20-November 09
#24407224
· 11 Mar 2011, 15:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორ ხართ?
სად დაიკარგებით ხოლმე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_DelgadA_
პეჩენია
ჯგუფი: Registered
_DelgadA_
პეჩენია
ჯგუფი: Registered
წერილები: 1543
წევრი No.: 84605
რეგისტრ.: 14-February 09
#24447954
· 13 Mar 2011, 22:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლომები ყველაზე ''დასტოინი'' და დახვეწილი ხალხია
--------------------
------------------------------------------------------------
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(100)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1744 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.