http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=7028&Itemid=1კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით პრეზიდენტს გამოკითხულთა 42% ენდობა. დაახლოებით 40% არც ენდობა და არც არ ენდობა, ხოლო 13% სრულ უნდობლობას უცხადებს.
CRRC კვლევის შედეგებს რამდენიმე ქალაქის მიხედვითაც აქვეყნებს. ზოგადი ტენდენციის თანახმად, ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეთა 39% ენდობა პრეზიდენტს, ხოლო სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მხოლოდ 52%.
რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, შედგები ასეთია - თბილისი 27%, ბათუმი 44% და ქუთაისი 51%.
CRRC სხვადასხვა ინსტიტუტების ნდობის რეიტინგებსაც აქვეყნებს. მაგალითად, კვლევის მიხედვით, საპატრულო პოლიციას გამოკითხულთა 54% სრულად ენდობა, თუმცა პოლიციაში მხოლოდ 7%–ს დაურეკავს. ზოგადად, პოლიციის ნდობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია და იგი 43%-ს შეადგენს.
პროკურატურას ენდობა გამოკითხულთა 17%, ხოლო იგივე რაოდენობა არ ენდობა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც სასამართლოსთან ჰქონიათ შეხება, მათი 13% პროკურატურას არ ენდობა.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მასწავლებლებს გამოკითხულთა 50% ენდობა, ხოლო ექიმებს 33%.
გამოკითხულთა უმრავლესობა უმთავრეს პრობლემად უმუშევრობასა და სიღარიბეს ასახელებს. კვლევის თანახმად, პრობლემები შემდეგი თანმიმდევრობით არის დალაგებული - უმუშევრობა 78%, სიღარიბე 47%, ფასების ზრდა 38%, ტერიტორიული მთლიანობა 28%, დაბალი პენსიები 18%, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა 14%, დაბალი ხელფასი 11%, ურთიერთობა რუსეთთან 11% და ა.შ.