დოდო აბაშიძე

01.05.1924 - 26.01.1990
დაიბადა თბილისში 1924 წლის 1 მაისს.1942 წელს დაამთავრა თბილისის მე–16 საშ სკოლა (ვაჟთა მე–6). გაწვეულ იქნა დიდ სამამულო ომში. 1945–1949 წლებში სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე რომლის დამთავრების შემდეგ 1949 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1967). სხვადასხვა საკავშირო კინოფესტივლებზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიიღო პრემიები: ფილმში "დიდი მწვანე ველი" (1968), მინსკში (1970) ფილმში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", ფრუნზეში (1976) ფილმში "პირველი მერცხალი", საერთაშორისო კინოფესტივალზე თეირანში (1975), საუკეთესო რეჟისურისათვის ესპანეთში (1986) და 1989 წელს პრემია "ნიკა". გარდაიცვალა 1990 წლის 26 იანვარს.
ფილმოგრაფია
მსახიობი
1. ჭრიჭინა (ბიჭიკო) - (1954)
2. მაგდანას ლურჯა - (1955)
3. ბაში-აჩუკი (აბდუშაჰილი) - (1956)
4. მე ვიტყვი სიმართლეს (უშანგი) - (1957)
5. ორი ოჯახი (გოგი) - (1958)
6. ჭიაკოკონა (ბოჩი) - (1961)
7. უდიპლომო სასიძო (დოდო) - (1961)
8. ბურთი და მოედანი (გედეონი) - (1961)
9. ცეროდენა რაინდები (ასლანი) - (1963)
10. თეთრი ქარავანი (მძღოლი) - (1963)
11. ზღვის შვილები (გოჩა) - (1964)
12. ხევსურული ბალადა (ალუდა) - (1965)
13. პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციის უფროსი) - (1965)
14. მაცი ხვიტია (მარღანია) - (1966)
15. გიორგობისთვე (რეზო) - (1966)
16. დიდი მწვანე ველი (სოსანა) - (1967)
17. მალე გაზაფხული მოვა - (1967)
18. არაჩვეულებრივი გამოფენა (შავლეგი) - (1968)
19. ტარიელ გოლუა (ბაჩუა) - (1968)
20. არ დაიდარდო! (კნიაზი ვახვარი) - (1968)
21. ფიროსმანი - (1969)
22. სინათლე ჩვენს ფანჯრებში (ალექსანდრე) - (1969)
23. დიდოსტატის მარჯვენა (მამამზე ერისთავი) - (1970)
24. მეზობლები - (1971)
25. როცა აყვავდა ნუში (ნიკო) - (1972)
26. მხიარული რომანი (კოლ-ბის თავმჯდომარე) - (1972)
27. ზღვის მგელი (ვახტანგი–რეჟისორი) - (1972)
28. ვერის უბნის მელოდიები (პრისტავი-პოლიციის უფროსი) - (1973)
29. ციმბირელი პაპა (ნესტორ კალანდარიშვილი) - (1973)
30. პირველი მერცხალი (იასონი) - (1975)
31. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (მიხო და მეთონე) - (1975)
32. საქმე გადაეცემა სასამართლოს - (1975)
33. მწვერვალი (გარრიელი) - (1976)
34. ქალაქი ანარა (მოსე) - (1976)
35. გასეირნება თბილისში - (1976)
36. დილის ნისლივით - (1976)
37. რაჭა ჩემი სიყვარული (ვარლამი) - (1977)
38. ფედია (შალიკო) - (1977)
39. ყვარყვარე (ყვარყვარე) - (1978)
40. დათა თუთაშხია (არქიფო სეთური) - (1978)
41. ქორწინება იმერულად - (1979)
42. მაცივარში ვიღაც იჯდა - (1983)
43. წიგნი ფიცისა (ვაჩნაძე) - (1983)
44. ამბავი სურამის ციხისა (ოსმან აღა) - (1984)
45. ფესვები (გიორგი ხანდაზმულობაში ) - (1987)
This post has been edited by MEDS on 3 Oct 2018, 22:22