http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...gamarthavs.htmlსაქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ხვალ მრგვალ მაგიდას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ინსტიტუტიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვილებებზე ინსტიტუტში შემუშავებული სამართლებრივი ანალიზი. ანალიზის ავტორები არიან პროფესორები ლევან იზორია, პაატა ტურავა და ირაკლი კობახიძე. თანამომხსენებელია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.
ღონისძიებაზე მიწვეულები არიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
===================================
რომელ საათზეა ხომ არ იცით?