სოზარ სუბარის ინფორმაციით, როკ-კლუბის ხელმძღვანელს უშიშროების განყოფილებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ
13:57 27.01.2012
[ინტერპრესნიუსი]
"ქართული ოცნების" მხარდამჭერ ეკატერინე ლემონჯავას, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარე როკ-კლუბს ხელმძღვანელობს , შსს-ს უშიშროების განყოფილება თანამშრომლობას აიძულებს, - ამის შესახებ განცხადება დღეს ეკატერინე ლემონჯავამ და სოზარ სუბარმა "ქართული ოცნების" ოფისში გააკეთეს.
სოზარ სუბარის ინფორმაციით, ეკატერინე ლემონჯავა იძულებით წაიყვანეს იქვე. როკ-კლუბის გვერდით მდებარე შენობაში, რომელიც არის შსს-ს უშიშროების განყოფილება და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"მას ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, რომ უშიშროების სამსახურთან ეთანამშრომლა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარის განცხადებით, ის და "ქართული ოცნება" დაიცავენ ეკატერინე ლემონჯავას. ასევე, მან ურჩია საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ შეეშინდეთ ხელისუფლების მუქარების.
"ჩვენ ყველას დავიცავთ, ყველას უფლებები იქნება დაცული. ასევე მინდა ვუთხრა ეკატერინე ლემონჯავას, რომ მას ვერც როკ-კლუბს დაუხურავენ, როგორც ემუქრებოდნენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ჩემგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების გამო გარკვეულ ადამიანებზე ინფორმაცია მიმეწოდებინა უშიშროების სამსახურისთვის. მე სახელიც კი შემირჩიეს "როკერა", მაგრამ მაპატიოს ჩემმა სამშობლომ, თუ ამ შემთხვევაში ჩემი ღირსება უფრო მაღლა დავაყენე", - განაცხადა ეკატერინე ლემონჯავამ.
ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და შესაბამის ორგანოებს სთხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
მომხდარის თაობაზე ლემონჯავამ წერილობით უკვე აცნობა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას.
დღეს "ქართული ოცნების" ოფისში აჩვენეს ასევე, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც, ლემონჯავას განმარტებით, ჩანს პირი, რომელიც ცდილობდა მის გადაბირებას.
http://www.presage.tv/?m=news&NID=24817ლადო ბურდული შსს-მ დააკავა
14:39 27.01.2012
[ჯეონიუსი]
როკ -მუსიკოსი ლადო ბურდული სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს საგანგებო განცხადებას, რომელსაც „ჯეონიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, რუსთაველის 28 ნომერში მდებარე როკ კლუბიდან, რომელსაც ვხელმძღვანელობ 2010 წლიდან, ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალის გამოყენებითა და ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი ახსნა–განმარტებისა და საბუთის წარდგენის გარეშე, გადამიყვანა იქვე, რუსთაველის 28 ნომერში მდებარე შენობაში. (შემდგომში ამ პირებისგანვე გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ეს იყო შსს უშიშროების განყოფილება). აღნიშნულ ფაქტს შეესწრენ როკ კლუბში მყოფი ადამიანებიც.
ამიყვანეს, სავარაუდოდ, მე-4 სართულზე, შემამოწმეს მეტალოდედექტორზე და შემიყვანეს ოთახში, სადაც მათ შემოუერთდათ მესამე პირი. ისინი შეურაცხმყოფელი ფორმითა და ლექსიკით „განმიმარტავდნენ“, რომ ჩემი იქ აყვანის მიზეზი იყო როკ კლუბიდან სისტემატიურად გამომავალი ხმაური, რომელიც თითქოსდა მეზობლებსა და მათ აწუხებდათ. 40 წუთის განმავლობაში სამივე მათგანი შეურაცხმყოფდა უშვერი სიტყვებით, გენიტრალიების მოხსენიებით, ფიზიკური ზეწოლის მუქარით („ჩამოგიღებ კბილებს“, „თავზე დაგამხობ როკ კლუბს“ და ა.შ.). ჩათვალეს რა, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდი, შემდეგ გადავიდნენ „გეგმის“ მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობდა შსს–ს უშიშროების სამსახურთან ნებაყოფლობით კონსპირაციულ თანამშრომლობაზე თანხმობას.
ამის საპასუხოდ ვუთხარი, რომ თუკი მათი გაღიზიანების მიზეზი როკ კლუბიდან გამომავალი ხმაური იყო, როკ კლუბს დავხურავდი. ჩემი შეთავაზების პასუხად როგორც გაირკა, მათი მიზანი არ იყო როკ კლუბის ფუნციონირების შეწყვეტა. მათივე განცხადებით, როკ კლუბში დადიან მათთვის საინტერესო პერსონები და ჩემი თანამშრომლობა გაუადვილებდათ საქმეს. ჩემი მხრიდან უარის განცხადების შემდეგ, ისინი დამემუქრნენ, რომ აღნიშნულ შენობაში შემოყვანილი არც ერთი ადამიანი არ გასულა ამ „ხელშეკრულების“ გაუფორმებლად და, რომ ისინი ამას ახლა თუ არა, რამოდენიმე დღით ჩემი შენობაში გამომწყვდევის შემდეგ მაინც მიიღებნენ. ბუნებრივია, ეს საუბარი სამივე თანამშრომლის მხრიდან მიდიოდა ძალზე დიდი ფსიქოლოგიური პრესინგის ქვეშ.
ამასობაში, როგორც გაირკვა, ჩემს მოსაძებნად მოსულ ნაცნობებს დაცვამ დაუმალა ჩემი აღნიშნულ შენობაში ყოფნის თაობაზე.
გამათავისუფლეს დაახლოებით 40 წუთის შემდეგ და გამაფრთხილეს რომ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების განვითარებაზე პასუხს არ აგებდნენ.
„მოგმართავთ, შესაბამისმა სამსახურმა დაიწყოს ზემოხსენებულ ქმედებებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რადგან ჩემს მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩამდენები მაღალი ალბათობით იყვნენ შსს–ს თანამშრომლები. ბუნებრივია, მე არ ვიცი მათი ვინაობა, მაგრამ შემიძლია მათი ამოცნობა.
გთხოვთ, დროულად იქნენ გამოვლენილი და დასჯილები დამნაშავე პირები და აღარ მიეცეთ მათ ჩემი დევნისა და დისკრიმინაციის საშუალება“,-აცხადებს მუსიკოსი ლადო ბურდული საგანგებო განცხადებაში.
http://www.presage.tv/?m=news&NID=24821და რამდენი დაავერბოვკეს უკვე და ხმას ვერ იღებენ ?
გამჭვირვალე პოლიციის რეფორმას გაუმარჯოს...
People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people. (c) V for Vendetta
მაღალი მატერიები დაივიწყეთ ხელისუფლებაში დასარჩენათ კონსტიტუციაც გაიჟიმება ბიძინაც და ბესელიაც (c) FRIDRIX