
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ახალი წლის ღამის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი გორის მუნიციპალიტეტის ხარჯები გამოაქვეყნა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი წლის ღამის მოსაწყობად 106 000 ლარი დახარჯა. აქედან, 61 544 ლარი მომღერლების ჩამომყვან შპს ,,ბიზნეს პროტოკოლ პლიუსს”; 40 000 ლარი ნაძვის ხის მომრთავ და გამმანათებელ კომპანიას – ,,გორმშენს”, ხოლო დარჩენილი 4 500 ლარი ფოიერვერკების მიმწოდებელ კომპანიას შპს ,,კულას” ერგო.
,,ბიზნეს პროტოკოლ პლიუსის” ხარჯი
1. თიკა ჯამბურია-წარმოდგენაში მონაწილეობის ანაზღაურება 1,500 ლარი
2. მარიკა თხელიძე-წარმოდგენაში მონაწილეობის ანაზღაურება 1,500 ლარი
3. მამუკა ონაშვილი – წარმოდგენაში მონაწილეობის ანაზღაურება 3,000 ლარი
4. გიორგი სუხიტაშვილი – წარმოდგენაში მონაწილეობის ანაზღაურება 3,000
ლარი
5. გოგა მესხი წარმოდგენაში მონაწილეობის ანაზღაურება 1,500 ლარი
6. სოლისტების ტრანსპორტით მომსახურება თბილისი-გორი-თბილისი 1,770
საშემოსავლო 20% 3,067
7. “მთავარი კლუბი” – სცენის მოწყობა 6.5მX8.5მ გახმოვანება-განათებით 27,000
8. ბიზნეს პროტოკოლი პლიუსის თანამშრომლების ტრანსპორტის თბილისი-გორი-თბილისი ხარჯები 708,0
9. ბიზნეს პროტოკოლი პლიუსის თანამშრომლების ხელფასების ხარჯები საშემოსავლო 20%ის ჩათვლით 8,595
დანარჩენი ხარჯი
შ.პ.ს. “გორმშენმა” შეასრულა ქ. გორში საახალწლო მორთვა მოწყობის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა. აქედან, მხოლოდ, საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟს და დემონტაჟს 6 043 ლარი დასჭირდა, ხოლო ქუჩების საახალწლო მორთულობის მონტაჟს და დემონტაჟს – 23 509 ლარი.
რაც შეეხება ფოიერვერკებს, შ.პ.ს. “კულა”-ს დირექტორს ივანე გოგლიძეს (რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შეძენილი ფოიერვერკების საერთო ღირებულებამ 4 500 ლარი შეადგინა.
http://qartli.ge/web/2976ლიცემერი: მიშას თითოეული ნაბიჯი არა რეალური საქმე, არამედ Panem et Circense (პური და სანახაობა) ქვეტექსტში არის კონდენსირებული.
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.