#29984194 · 1 Mar 2012, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდერ ძალიან გთხოვ ცოტახანი აცოცხლე რა.... მსგავს სიტოაციაში პირველად აღმოვჩნდი და იქნება ვინმემ გამარკვიოს
დღეს გავყიდე ბინა და ბეს სახით თანხა დამიტოვა და ესეთი ხელწერილი შევადგინეთ.
მე (ვინც თანხა გადმომცა. თავისი პირადობის ნომერიც დაწერა) გადავეცი 500$ ბეს სახით, მე (ბინის მესაკუთრეს ანუ მე) ნასყიდობის ღირებულებად განისაზღვრა 39 000$ აქედან ნასყიდობის გაფორმებისას მას გადაეცემა ბანკის მეშვეობით 35 000$ ხოლო ხელზე მიეცემა 500$ დარჩენილი 3000$ მას გადაეცემა 2012 წლის 1 ივნისამდე. მხარეები თანხმდებიან რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იქნას 2012 წლის 10 მარტამდე. დაიწერა 2012 წლის 1 მარტს. ნასყიდობის საგანი არის: და ბინის მისამართი ჩაწერა. კარგადაა დაწერილი? თან იმ მხარეს იურისტი ახლდა. თითონ მიკარნახა რაღაცეები მაგრამ მერე მე შევცვალე... ნოტარიუსთან ჩავიდეთ და დავაფიქსიროთქო და არაა საჭირო ამასაც უბრალო ფორმალობისთვის ვაკეთებო
ორივემ ხელი მოვაწერეთ. ჩემი დაწერელი ეს ტექსტი თავისი ხელმოწერით მყიდველს გადავეცი და იმისი დაწერილი კიდე მე მაქ.
თანხა სრულად არ აქვს. 36-ს მაძლევს და 3 უნდა დავაცადო.
თანაც ბინა გადაფორმების დღესვე უნდა დატვირთოს იპოთეკით. რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი ბანკი არ მიცემს კრედიტს? მაგრამ 99.99% აძლევს. ბინა აქვს მარტო საანხავიღა ბანკს. 30 000$ ხელზე აქ და მაძლევს. დანარჩენი კიდე ბანკი ჩაგირიცხავს თითონვეო.... იმ დღესვე თუ არ ჩამერიცხა მე თანხა რისი უფლება მაქ?
და კიდევ იმ 3000$-ზე როგორი ხელშეკრულება შევუდგინო? ხელშეკრულების შედგნენისას რა ჩავუწერო თუ იმ ვადაში ვერ მოახერხა გადახდა?
პირველად ვაკეთებ ესეთ რაღაცას და ძაან არ მომწონს ეს ბანკები და ესეთი ახლართულ დახლართული სიტოაცია მაგრამ 10-დან 9 მასე მოდის. სრულად ვერ მაძლევს და ბანკი უნდა დაიხმაროს.
იმის საშიშროება არი რო ბინაც და ფულიც დავკარგო? ან ფული არ გადამიხადოს ბოლომდე....
This post has been edited by tarantuli1990 on 1 Mar 2012, 17:41
--------------------
ადამიანს მხოლოდ მაშინ აქ უფლება სხვა ადამიანს ზემოდან დაჰყურებდეს, როცა წამოდგომაში ეხმარება!!!!
|