#29386448 · 26 Jan 2012, 03:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტრაგიკული კოლიზია არის ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოება, ასეთ დროს სახეზე გვაქ ორი თანაბარმნიშვნელოვანი ინტერესეთა კოლიზია, ამ ორი თანაბარმნიშვნელოვანი სიკეთიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს არჩევანი მეორეს ინტერესის ხელყოფის ხარჯზე, ტრაგიკული კოლიზიის სახეებია საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობა, იძულებით უკიდურესი აუცილებლობა. დეფენზიური უკიდურესი აუცილებლოა კი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა, დეფენზიური უკიურესი აუცილებლობის დროს პირი ზიანს აყენებს თვით საფრთხის წყაროს, შესაბამისად სამოქალაქო წესით პასუხსაც არ აგებს.
|