მოგესალმებით. ვხსნით მე-12 ნაწილს. გარდამავალ პერიოდში გვიწევს ამ ნაწილის გახსნა. სულ უფრო მძლავრად შემოდის 4K ტელევიზორები. და მაინც ივნისის მერე დიდად არაფერი შეცვლილა არც კონტენტის და არც სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ. არც კონტენტია და ახალი 4K ტელევიზორები ჯერჯერობით ვერც ახალ სტანდარტს (REC 2020) ვერ აკმაყოფილებენ. და მინც როგორც ჩანს მომავალი 4K-სია და კიდევ OLED ტექნოლოგიის. ამ ეტაპზე პლაზმა და ლსდ აღარ იწარმოება და შესაბამისად მათზე ჩვენ აღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება LED ტექნოლოგიას ის ეხლა ერთადერთია ბაზარზე სანამ გავრცელებას პოვებს OLED-ტექნოლოგია. თითოეულზე ორი სიტყვით.
LED- ტელევიზორები თხევადკრისტალური დისპლეით, რომელშიც გამოიყენება LED შუქდიოდური განათება.
დადებითი ფაქტორები- გაცილებით თხელია, სუპერ თხელიც შეიძლება ითქვას. თუმცა არსებობს ჰიბრიდული ვარიანტები, რომლებიც ძველებურად ბულკებივითააsmile.gif მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ენერგიას ვიდრე პლაზმა, გაცილებით კარგი გამოსახულება იგივე ლსდ-სთან შედარებით, უკეთესია კომპიუტერული ფუნქციების შესასრულებლად ვიდრე პლაზმა, აქვს გამოსახულების გაუმჯობესების ფუნქცია და მოკლედ ლიდერია გაყიდვებში. ამიტომაც აღარც პლაზმაა და აღარც ლსდ.
უარყოფითი ფაქტორები- ცუდად აჩვენებს არაციფრულ სატელევიზიო არხებს, აქვს გამონათებები ბნელ კადრებზე და ეს ბევრს აღიზიანებს. ტოპ მოდელების საკმაოდ მაღალი ფასი.
OLED - ტელევიზორები. ჯერჯერობით სრულიად ახალი ტექნოლოგიააა. გამოიყენება ორგანული დიოდების განათება. უსასრულო კონტრასტულობა. ასევე ფერთა ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებს 4 დიოდი LED-ის სამისაგან განსხვავებით. (წითელი, ლურჯი, მწვანე) აქ ემატება თეთრი. არავითარი გამონათებები. გამოიყენება თეთრი ორგანული შუქდიოდები, რომლებიც ქმნიან მრავალშრიან ეკრანის მატრიცას წითელი, ლურჯი და მწვანე OLED ფენებისაგან, მოქცეულს წითელი, ლურჯი, მწვანე და გამჭვირვალე ფილტრების ქვეშ. საოცარი ჩვენება. მინუსი მუშაობის ხანგძლივობა. თუმცა ამაზე მუშაობენ და უკვე 2015-დან სრულიად განახლებული იქნება და გათვალისწინებული ყველა ხარვეზი. ბაზარზე ჯერჯერობით მხოლოდ LG-ია სერიული წარმოებით. შესაბამისად ძალიან ძვირია, მაგრამ საგრძნობლად იკლებს ყოველ მომდევნო წელს. მომავალი ამ ტექნოლოგისაა.
კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია წამყვანი ფირმების უკვე აპრობირებული LED FULL HD ტელევიზორების შეძენა და აქ არჩევანი დიდია... წინ წავიდა გიგანტომანია და სულ უფრო იზრდება ტელევიზორების დიაგონალი. თუ ფართი ხელს გვიწყობს უკვე 46 და ზევით ინჩიანების შეძენას გირჩვედით. 2015 წლიდან ტელევიზია გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე და გამოსახულება გაცილებით უკეთესი იქნება და ეფექტი მერე უკვე სპორტის, ფილმების და ა. შ რათქმაუნდა დიდ ეკრანზე უფრო შთამბეჭდავია. აღარ დავკონკრენტდებ რომ თანამედროვე ტელევიზორს უნდა ქონდეს ყველა აუცილებელი პორტი და რაც მეტი HDMI მით უკეთესი.
დიდი სიახლეებია მოსალოდნელი იანვრის ლას-ვეგასის გამოფენაზე . სასიამოვნო სიახლეა ლას ვეგასის გამოფენამდე ერთი თვით ადრე. როგორც კომპანია LG-მ ოფიციალურად განაცხადა გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უდიდესი მოლოდინის და ინტერესის ტელევიზორი OLED 4K. ეს იქნება LG 65EG960V მოდელი. და რაც მთავარია ჩვეულებრივი ეკრანით და არა მოღუნულით. მოღუნულმა ეკრანმა მაინცდამაინც ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. აი ამ მიმართულებით იქნება ტელევიზორების განვითარება მომავალში. LG ამაზე შორსაც წავიდა და დაანონსა პირველი 8K ტელევიზორის წარმოდგენაც, მაგრამ ჯერჯერობით დეტალები ბუნდოვანია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ ტელევიზორზე გამოყენებული იქნება ახალი OLED პანელები, რომელთა წარმოებაც LG-მ ახალ ქარხანაში ამ თვეში დაიწყო. ის კიდევ უფრო ნათელი და მვეთრია ვიდრე ეხლანდელები და მიღწეულია 500 კადრი / კვ. მ-ზე მონაცემი. ამ 55 დიუმიან OLED 8K ტელევიზორს გააჩნია არანაკლებ 33 მილიონი პიკსელი 7680x4320 რეზოლუციაზე. მოგეხსენებათ 8K-ში არაფერია საერთოდ ამიტომ LG აქტიურად თანამშრომლობს Nvidia -სთან რათა მოხდეს კომპიუტერის შექმნა, რომელიც იქნება ასეთი ნაკადის წყარო. LG-ს მზად აქვს ეს ტელევიზორი მაგრამ ელოდება ლას ვეგასს და იქ მოახდენს მსოფლიოსთვის მის წარდგენას. იმდენად საინტერესო და გარდამტეხი იქნება ლას-ვეგასი, რომ მის შედეგებზე შემდეგი 10 წლის სტრატეგიაა აგებული. აქვე LG -მ განაცხადა, რომ 4-ჯერ გაზარდა OLED პანელების წარმოება რაც ამ ტიპის ტელევიზორების ფასის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს. თუკი კონკურენტებიც გამოჩნდებიან მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ OLED-ის ხანა არც ისე შორსაა. სამსუნგი მხოლოდ 2015 წლის შემოდგომაზე დაასრულებს ახალ ქარხანას OLED პანელების წარმოებისათვის და შესაბამისად ჩამორჩება LG-ს, თუმცა ის უპირატესობა აქვს, რომ ამ პერიოდში გაითვალისწინოს OLED-ის უარყოფითი მხარეები და წარმოებამდე აღმოფხვრას ისინი. ვნახოთ, ლას ვეგასი ბევრ სიახლეს გვპირდება. სურათზე წლევანდელი LG OLED -ი.
* * *
რაც შეეხება საკუთრივ სამსუნგს, ლას ვეგასში OLED-ს არ წარმოადგენს. ასე აქვს განცხადებული. სიახლე იქნება ახალი სმარტ ტელევიზორები Tizen-ის ოპერაციულ სისტემაზე. სამსუნგის წარმომადგენლის განცხადებით 2015 იქნება ესეთიტელევიზორებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სმარტ ტელევიზორი ამ ოპერაციული სისტემით იქნება აღჭურვილი. ეს ცალკე ხაზია და რამოდენიმე მოდელით იქნება წარმოდგენილი. Tizen -ი წარმოადგენს კროსს-პლატფორმულ ოპერაციულ სისტემას არა მარტო ტელევიზორებისათვის არამედ პლანსეტებისათვის, სმარტფონებისათვის და სხვა ინტელექტუალური მოწყობილობებისათვის. მაგრამ Tizen-ი არ იქნება ძირითადი სიახლე სამსუნგისა ლას-ვეგასში. სამსუნგის წარმომადგენლის თქმით იქნება რაღაც უფრო საინტერესო. აქვე სამსუნგისაგან ელოდებიან ახალ ტელევიზორებს, რომლებიც აგებულია კვანტური წერტილების ტექნოლოგიის საფუძველზე. ასეთი ამბებია. იქ რო მივდიოდე ინფორმაციები და სურათები მერე გენახათ მარა სპონსორი არაა არავინ დაა ისევ სხვების იმედად უნდა ვიყოთ sad.gif
ასევე მოვასწარით ტესტირება და სამი ფირმის ტესტირება მოხერხდა . აი შედეგებიც.
ამბობენ სამყაროში მუდმივი არაფერიაო.. მაგრამ საქართელო ან სამყაროს ნაწილი არაა, ან ჩვენი პატარა ქვეყანა როგორც ყოველთვის ამსხვრევს აქსიომებს..
ალბათ ზოგიერთი იფიქრებთ რა მსხვრევა-მუდმივობა აუტყდაო, თუმცა რომ დაუფიქრდეთ მიხვდებით, მუდმივობაში ტელევიზორებზე მუდმივად მაღალ ფასს ვგულისხმობ.
არ არსებობს გლობალური თუ ლოკალური მოვლენა, რომ საქართველოში დადებითად ემოქმედა ამ საკითხზე. გლობალულში განვლილ უახლეს ევრო და მსოფლიო ჩემპიონატებს ვგულისხმობ ფეხბურთში, ასევე ყბადაღებულ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოახლოებას (სატესტო მაუწყებლობის გაშვებამდე სულ რაღაც ორიოდე თვეღა დარჩა) ..ხოლო ლოკალურ მოვლენებს ბოლო წლებში ასე მომრავლებულ მაღაზიათა ქსელებსა, თუ ონლაინ მაღაზიებს მივაწერ...თუმცა შეაყარე კედელს ცერცვი, ფასები ისევ ისეთია..
ახლა კი ,,ვოიაჟის“ მთავარი თემის შესახებ. ამჯერად ,,ასპარეზად“ ALTA-ს მაღაზიათა ქსელი შეირჩა. მეტ დეტალს აღარ გავახმაურებ, საავტორო უფლებების დარღვევიდან, რეკლამით დამთავრებულში რომ არ ჩამეთვალოს
მოკლეთ ტესტირების საშუალებები:
1. 4K 3 Mbps-6 Mbps ვიდეო რგოლები (წყაროYouTube)
2. იდენტური ვიდეო რგოლები მხოლოდ 1080P გაფართოებით (თუ რატომ იდენტური ქვემოთ ვნახავთ)
3. სტატიკური picture, დაწყებული RGB და Gray-ს გრადაციიდან, დამთავრებული SONY-ს გაპიარებული ,,6“ და ,,9“-ით.
4. benchmark TV test
5. დიდი მოცულობის Blu-ray 1080P 24 Mbps ფილმები
6. 720P გაჩევადობის კონტენტი upscaling-თვის
7. სპორტული კონტენტი მატრიცის კადრების განახლების ლიმიტის და პიქსელების სისწრაფის გასარკვევად
ტესტირების ობიექტები:
1. Samsung UE50HU6900
2. Samsung UE65HU7500
3. Samsung UE55HU8500
4. Samsung UE65H8000
5. Samsung UE65F8000
6. Samsung UE65H6400
7. Sony KDL-47W828B
8. Sony KDL-47W706B და...
9. TCL 48S4690F
ტესტირების სუბიექტები:
1. Iosebovich
2. Levanking
3. და თქვენი მონამორჩილი Barcamania5
დავიწყოთ იქიდან რომ კალიბრაციის შედეგებს ინდივიდუალურად ყველა მოდელს ვერ დავუყენებდით, მარტო მაგას დასჭირდებოდა 24 სთ.. ამიტომ მარტივი გამოსავალი გამოინახა-ყველა მოდელს გაეთიშა ყველანაირი ,,ულუჩშაიზერი“ პროგრამული სახით რაც თანსდევს ტელევიზორს . ამით მივაღწიეთ იმას , რომ დაიტესტა მხოლოდ ე.წ. Hardware, როგორც მიღებულია წამყვან ორგანიზაციებში.
მოკლეთ დავიწყოთ ყბადაღებული 4K მოდელებით:
Samsung UE50HU6900 VS Samsung UE65HU7500 VS Samsung UE55HU8500
- Backlight - 50HU6900 და 55HU8500 კარგი, 65HU7500-ს ხარვეზები ემჩნეოდა.. EDGE განათების ნათურების გასწვრივ 10-15 სმ მონაკვეთები აშკარად გადანათებული იყო. ეს ტექნოლოგიის სისუსტეა 65“ დიაგონალზე და ცნობილი ფაქტია .
- RGB და Gray-ს გრადაცია - HU6900 0-8 ბიტი ვერ აღიქვა; HU7500 და HU8500 სრულად გაართვეს თავი
- 4K 3 Mbps-6 Mbps ვიდეო რგოლები HU6900-მა ცოტა უკეთესად გადმოსცა ვიდრე HU7500-მა, უკანასკნელს შეემჩნა დიდი ეკრანზე ოდნავ გადანათების პრობლემა და კონტრასტულობაშიც მოიკოჭლა, ბოლო-ბოლო სად 50“ განაწილებული 3840 x 2160 პიქსელი და სად 65“ -ზე. რაც შეეხება HU8500 იგი ერთი თავით მაღლა დგას გამოსახულების დეტალიზაციაში და კონტრასტში. ასეთი განსხვავებას გამოსახულებებში ამ ეტაპზე ვერ ავხსნი, თუმცა დამატებით ინფოს დავდებ უახლეს ხანში, სავარაუდოდ პანელების სხვადასხვა მოდიფიკაციის ,,ბრალია“.
- Upscaling – ის ფაქტი რომ თითქოსდა დაბალი ხარისხის კონტენტის გაშვებისას 4K TV ყველაფერს რეზოლუციას უმატებს და 4K-ში გადმოსცემს, სრული სიცრუეა..
ტესტისას ერთ ხერხს მივმართეთ და დასკვნა ასეთი გამოვიტანე.. ერთი ზომის დიაგონალის 4K და 1080P ტელევიზორებზე გავუშით შესაბამისად 4K და 1080P იდენტური ვიდეორგოლები და გამოსახულების ხარისხში განსხვავება თითქმის ნულის ტოლი იყო.. ანუ დიაგონალი და მაყურებლის დაშორება ეკრანიდან პირდაპირპროპორციულია .. მაგალითად იმისთვის რომ შეამჩნიოთ განსხვავება 4K და 1080P შორის 55“ ეკრანისგან უნდა იყოთ დაშორებული არაუმეტეს 2,0 ! მეტრი. დიაგონალის შემცირების შემთხვევაში განსხვავება ნულს უახლოვდება. აღნიშნულ საკითხებზე უფრო დეტალურად შემდეგში..
- Benchmark TV ტესტი - კონტრასტი უკეთესდებოდა სერიის მატების მიხედვით 6»7»8
,,იაპონკა“ არ მომეწონა 6 და 7 სერიაზე.. უკეთეს ველოდი, შთაბეჭდილება დამრჩა შარშანდელი 1080p ანალოგური სერიები ოდნავ უკეთესად ართმევენ თავს.. 8 სერია კარგი იყო.
HU6900-მა ვერც benchmark-ზე ,,გაქაჩა“ შუქჩრდილებში დეტალიზაცია . მაგალითად ბოლო დომინო ვერ გაარჩია, წითელი ფერში დეტალები შეჭამა.. უკეთესი იყო 7 სერია, თუმცა პატარ პრეტენზიები მასთანაც დაგვრჩა. HU8500-თან დაუძაბავად ვმოქმედებდით..
- რაც შეეხება ინტერფეისს, შარშანდელთან შედარებით ოდნავ სახეცვლილია, ცოტა მოუხერხებელი მეჩვენა მედია პლეიერი შარშანდელთან შედარებით. აღსანიშნავია რომ დიდი მოცულობის გარე ვინჩესტერი მომენტალურად აღიქვა 6 სერიამაც კი, ფილმებიც 3 წამში დაუკრა.
შემდეგი რიგში იყვნენ Samsung UE65H8000 VS Samsung UE65F8000 VS Samsung UE65H6400
თავიდანვე ავღნიშნავ, რომ H8000 და F8000 განსხვავება გამოსახულებაში 0-ის ტოლია აპარატულ დონეზე, სახეცვლილება განიცადა ინტერფეისმა, სოფტმა.. ყოველივე აქედან გამომდინარე რასაც ვისაუბრებ H8000-ზე , ვიგულისხმებ F8000-საც. განსხვავება კლასში იმხელა არის რომ პირდაპირი დაპირისპირება 8 და 6 სერიების არ შეიძლება, ამიტომ ცალკ-ცალკე დავახასიათებ:
- Backlight - ორივეზე თანაბარი იყო
- RGB გრადაცია - H6400-მა R და B გრადაცია 0-8 ბიტი ვერ გაარჩია. H8000-მა დაძლია სრულად, თუმცა აქ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი, მოგეხსენებათ H8000 Curved-ი მოდელია და ამავდროულად ძალიან ,,ეგოისტური“. საკმარისია ცენტრიდან მოშორებით სხვა კუთხით შეხედო გამოსახულებას, რომ ,,ეკრანის ახლო კუთხის“ ფერები ზედმეტად გარდატყდება.. რაც დამიჯერეთ დისკომფორტის მომგვრელია.
- სპორტულ ვიდეო რგოლებზე 6 სერია ცოტა მოიკოჭლებს, რაც დიდი დიაგონალზე განსაკუთრებით შესამჩნევია. ამის მიზეზი პირველ რიგში H6400-ზე გამოყენებული მატრიცის პიქსელების რეაგირების დროა ე.წ. response time.. ასევე ნაწილობრივ მატრიცის გამოსახულების განახლების ე.წ. Refresh Rate-ს მონაცემიც განაპირობებს..
რაც შეეხება H8000-ს.. იგი მოწოდების სიმაღლეზეა. ის ასევე ეფექტური იყო Upscaling-ში. კონტრასტულობა არ დაეწუნება არც მეექვსე სერიას.
- ინტერფეისი - ზემოთაც ავღნიშნე, რომ გადავდოთ გვერდზე ყველაფერი.. სწრაფქმედება ოდნავ მაგრამ F8000-ზე უკეთესი იყო ვიდრე წლევანდელ მოდელებზე.
რეზიუმეს მაგივრად: ალბათ მიხვდით რომ დღევანდელი ,,ვოიაჟი“ აქცენტირებული იყო 4K მოდელების გაცნობაზე, მათ შედარებაზე 1080P წარმომადგენლებთან.. რაც ნაწილობრივ გამოგვივიდა (შეზღუდული რესურსების ფონზე) .. ასევე მთავარი კითხვა - ღირს თუ არა 4K კონტენტის არ არსებობის პირობებში მსგავსი გაფართოების ტვ-ს ყიდვა ? პასუხი - ერთმნიშვნელოვნად არა !!! მიზეზები ?
1. კონტეტნტი არ არსებობს
2. 55“ დიაგონალამდე აზრი არ აქვს , განსხვავებას ვერ შეამჩნევთ სტანდარტულ ოთახში.
3. Upscaling-ი წმინდა მარკენტიგული ხრიკია.
4. UHD გაფართოებაზე არ არსებობს ერთიანი სტანდარტი , რომ მხარდამჭერი მიმართულებები შემუშავდეს.
5. და ეს ყველაფერი რომც გამოსწორდეს, ცოდნა და გათვლა სჭირდება შეძენამდე რომ დიაგონალი/ხედვის მანძილის ფორმულა არ დაირღვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში...
თუმცა დავუბრუნდეთ ტესტს - რადგან რიგში SONY-ს სტენდი არის..
Sony KDL-47W828B VS Sony KDL-47W706B
მივუახლოვდით სონის სტენდს (სამწუხაროდ W9 არ ჰქონდათ), დავიწყეთ შემზადება (მომენტალურად ,,ჩამირტყა“ Iosebovich-მა, გახსოვს რა სონისტი იყავიო ) .. ხო რას ვამბობდი, მოკლეთ ამ ხალისში ვართ და ველოდებით.. თან ველოდებით.. რას ელოდებითო იტყვით, რას და თუ როდის ინებებს მისი მაღალაღმატებულება და წაიკითხავს მეხსიერების ბარათებს.. რამდენიმე წუთის შემდეგ ავტომატურად გადაიტვირთა ტელევიზორი.. კიდევ სცადეთო ხომ გაგიგიათ და ვცადეთ კიდევ.. მოკლეთ ფლეშკის რამდენიმეჯერ შეცვლის, გამოთვა ჩართვის მერე გვეშველა ოღონდ რატომღაც ბარათის შიგთავსი ფოლდერებად კი არ დაალაგა როგორც ეწერა, არამედ ყველა ,,ერთ ქვაბში მოხარშა“ და იყო ერთი დომხალი და უბედურება :-D სონია რა ..ეპატიება
- Backlight - ორივეზე თანაბარი იყო, პრინციპში 47“ ინჩიან პანელზე ეგ პრობლემატური იშვიათადაა.
- RGB გრადაცია, Blue - 240-256 ბიტი ვერ გაარჩია , ორივეს ეხება. Red და Green 224-256 ! ბიტი.
Gray- ორივემ სრულად დაძლია.
- Upscaling-ში იგივე შედეგი რაც სამსუნგის 7,8 სერიებზე, მისაღები და ნორმალური.
- Benchmark-ი დარჩენილი ნაწილიც დაძლია სრულად, სამსუნგის სერიების შესაბამის დონეზე. სამწუხაროდ სონი და სამსუნგი უშუალოდ გვერდი-გვერდ შედარებითი ტესტი ვერ მოვახერხეთ, თუმცა.. მაგის ორგანიზებაც შეიძლება..
- ინტერფეისი ცოტა გამოასწორა სონიმ, პლეიერი გამართულად მუშაობდა, რომ არა თავიდან ,,ჯიუტობა“ ..
ორიოდე სიტყვა Triluminos display-ზეც.. გემოვნების საკითხია ფერების აღქმა, თუმცა ფაქტია რომ ტექნოლოგიურად უფრო დიდი გამა აქვს მას.. ჯერჯერობით მხოლოდ სონი იყენებს კვანტურ წერტილებს, მაგრამ სამსუნგმა და ლჯ-მაც დაანონსეს რომ 2015 წლიდან მაგ კუთხით სიაახლეებს მოგვაწვდიან.. რომ იტყვიან, ალილო და ხვალეო..
სიახლეა, რომ წლევანდელ სამსუნგებს სმარტ პულტი გიროსკოპული სენსორით მოყვება (იგივე ტექნოლოგიაა რაც ლჯ-ს magic remote) და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლებში. ვეცდები უახლოეს ხანში პირადად შევამოწმო..
პ.ს. კინაღამ დამავიწყდა სულ, დაანონსებული სუპერბიუჯეტური TCL 48S4690F .. მოკლედ ვიტყვი, გამოსახულება ძალიან ,,ცხელი“ .. ვცადე ოქროს შუალედი მეპოვა, მაგრამ მწირი ინფორმაციის გამო გამიჭირდა.. არ აქვს საშუალება გამოსახულების დეტალური კორექტირების.. სტანდარტული რეჟიმები, მტრისას.. თუმცა საერთო ჯამში მისაღები შთაბეჭდილება დატოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვინც კინესკოპური ტვ-დან აპირებს გადასვლას თხევადკრისტალურზე და თან მაღაზიაში მისვლისას მხოლოდ აღნიშნულ ბრენდს ანახებენ პირდაპირ.. თუმცა 48 დიაგონალზე სხვა წამყვანი ბრენდების ფასი ისეთია რომ გაჭირვებული კაცს მაინც ლიბრი აეკვრება თვალებზე და მხოლოდ TCL-ის დანახვისას გაარჩევს ციფრებს :-D გისურვებთ ყველას ისეთ საშუალება გვქონდეს, ხუთ ციფრიან ფასების დანახვაზეც არ აგკვროდეს ლიბრი..
აი სულ ესაა. ამით დაიხურება ალბათ 2014 წელი. რო დავეფინანსებინეთ ვინმეს ჩავიდოდით ლას-ვეგასში და მერე გენახათ რევიუები და სტატიები. 2015 და შემდეგი წლები იქნება გადატრიალება ტელეინდუსტრიაში და ჩვენი მიზანიც ისაა რომ მომზადებულები სევხვდეთ ნებისმიერ სიახლეს და პირი არ დავაღოთ ამა თუ იმ ტერმინის გაგონებისას

დანარჩენი იგივე რეჟიმში. თქვენ გვეკითხებით ჩVენ გპასუხობთ და პლუს ინფორმაციები ყველა მოსალოდნელ სიახლეზე. თემა გახსნილია.
სურათზე LG-ის OLED-ი
ტელევიზორი რომელი ჯობია პლაზმური თუ თხევადკრისტალზეტელევიზორების FAQLCD,PLASMA,LED,OLED,LAZER,CRT TVsყველაფერი ტელევიზორების შესახებ TVყველაფერი ტელევიზორების შესახებ TVყველაფერი ტელევიზორების შესახებ TVყველაფერი ტელევიზორების შესახებ TV, ნაწილი 7ყველაფერი ტელევიზორების შესახებ TVყველაფერი ტელევიზორების შესახებყველაფერი ტელევიზორების შესახებ ნაწილი 10ყველაფერი ტელევიზორების შესახებ, ნაწილი 11 This post has been edited by iosebovich on 19 Dec 2014, 13:17
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)