ანუ ისევდ ა ისევ წრე.. რომელიც უდა გაარღვიო.. თავდაჯერებულობა რომელიც გერთმევა, ხარ დათრგუნული იწვევს სწორედ დაბნეულობას.. ამ დროს კი კიდევ მეტად შეიგრძნობ ამ მომენტებს , ანუ ზედ ემატება შენ როგორც თქვი..
არსებობს მომენტალური დაბნევაც , სრულიად უწყიარი -ერთი შეხედვით..
უცებ დაიბნე და ვერ უპასუხო.. იგივე მომენტია ამ დროსაც, ვთქვათ ლექციაზე კითხვას გისვამს ლექტორი და იბნევი.. იმიტომ რომ იმ დროს ვერ იფიქრებ პასუხს და რადგან ხარ გამოუვალ მდგომარეობაში , ხარ დაბნეულიც .. ამ დროს ნერვებს არ უნდა აყვე, ყველაზე კარგი გამოსავალია, იფიქრო არა დაბნეულობაზე ( რომ ცუდ მდგომარეობაში ხარ) , არამედ კონკრეტულად კონცენტრაცია გააკეთო თავას საკითხზე რის გამოც უცაბედად დაიბენი..
დაბნეულობა არის საპასუხო რეაქციის არ ქონა..
გადაღლილმა გონებამაც იცის.. ამ დროს ხომ ტვინს უჭირს ხალასი აზროვნება
მედგეოზე ინფორმაცია ამის შესახებ
"დაბნეულობა (ფსიქოლოგია) – ყურადღების მიპყრობის, მიზანმიმართული მოქმედების უნარის ფუნქციონალური ან ორგანული დარღვევა. ზოგჯერ დაბნეულობა წარმოიქმნება დაძაბული გონებრივი მუშაობისას, როგორც შედეგი ერთმხრივი ყურადღების მიპყრობისა. როგორც დეფექტი წარმოებითი ყურადღებისა, დაბნეულობა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით: გადაღლიდან და შესაბამისი მოტივაციის არ არსებობიდან სხვადასხვა კლინიკურ დარღვევებამდე, ხშირად აზროვნების დარღვევებამდე."
ხოდა, ევას საიტზე წავაწყდი ამ სტადიას
http://www.eva.ge/?page=46&lang=GEO&content=18206( მაგრამ აქ უფრო კონცენტრაციისკენ იხრება თემა, იყოს ესეც )
"
ყოფილიყო, ამდენი უსიამოვნება რომ არ მოჰქონდეს. თვითმფრინავის ბილეთი თუ სადმე დაგრჩა, შესაძლოა, მივლინებაში ვერ წახვიდე, სახლის დაკარგული გასაღები კი მთელ ოჯახს პრობლემას შეუქმნის.
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ არაორგანიზებულობასთან გვაქვს. ნათესავები, მეგობრები და კოლეგები ასეთ ადამიანს ცხოვრების რეალური მოთხოვნილებების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს და მნიშვნელოვან საქმეებს არ ანდობენ. მაგრამ თუ დავუკვირდებით, დაბნეულობის მიღმა შესაძლოა, ფსიქოლოგიური მიზეზი იმალებოდეს.
ვივიწყებთ იმას, რაც ზედმეტია
თუ ადამიანი ხანდახან კარგავს საკუთარ ნივთებს, არც არის გასაკვირი, დავიწყება ხომ ბუნებრივი ფსიქოლოგიური პროცესია. "ჩვენს ცნობიერებაზე განუწყვეტლივ ზემოქმედებს ინფორმაციის ძლიერი ნაკადი, გადატვირთვისგან თავის დასაცავად ადამიანის ცნობიერება ბევრ ფაქტს ყურადღების მიღმა ტოვებს, - განმარტავს ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ჟერარ პომე, - ამიტომ ჩვეული ქმედებების უმრავლესობას ჩვენ მექანიკურად ვასრულებთ - ვინახავთ გასაღებს ჯიბეში, მობილურს - ჩანთაში, და იშვიათად ვაქცევთ ამას ყურადღებას". და მაინც, ზოგიერთი ჩვენგანი უფრო ხშირად კარგავს ნივთებს, ვიდრე დანარჩენები.
არაცნობიერი გზავნილები
“მე და ჩემი ქმარი დიდხანს ვდაობდით, თუ სად გაგვეტარებინა შვებულება. მე ზღვაზე მინდოდა, მას კი _ მთაში. ბოლოს დავთმე, მაგრამ გამგზავრება კინაღამ ჩაიშალა: წინა დღეს თვითმფრინავის ბილეთები დავკარგე,” - გვიყვება 32 წლის ანა.
“ხშირად დაკარგული საგანი შესაძლოა თქვენს პრობლემაზე, შინაგან კონფლიქტზე მიუთითებდეს, - განმარტავს ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი ტატიანა დრაბკინა, _ ამგვარი ნივთი, უმეტეს შემთხვევაში, დაკავშირებულია ცხოვრების იმ სფეროსთან (სამსახური, სახლი, ადამიანებთან ურთიერთობა), სადაც თავს მყარად არ ვგრძნობთ, რაღაც გვაშფოთებს ან არ გვაკმაყოფილებს. მაგალითად, ბილეთების დაკარგვის შემთხვევაში, ანამ გაუცნობიერებლად სცადა, აეხსნა ქმრისთვის, რომ ეს მოგზაურობა არ აწყობდა, რადგან მისი ინტერესები არ იყო გათვალისწინებული.”
ჩვენ ხშირად გვავიწყდება ან ვკარგავთ ნივთებს სტრესული სიტუაციების დროს. როგორც კი ვერკვევით იმაში, თუ რა გვაწუხებს კონკრეტულად, დაბნეულობა მაშინვე იხსნება.
“სამსახურში ყოველთვის რაღაცას ვკარგავდი: ხან კაბინეტის ან სეიფის გასაღები მრჩებოდა სახლში, ხან უბის წიგნაკი, ხანაც საფულე. თავიდან ირონიით აღვიქვამდი ამას და დაბნეულობას ჩემი ხასიათის საყვარელ თავისებურებად მივიჩნევდი, სიცილით ვუყვებოდი ამის შესახებ მეგობრებსა და კოლეგებს. მაგრამ რაღაც მომენტში შევნიშნე, რომ არასერიოზულად აღმიქვამენ: სამსახურში საინტერესო პროექტი სხვას მისცეს, ერთხელ, როგორღაც, დაქალმა მითხრა, რომ საკუთარ ბავშვს ერთი საათითაც არ მანდობდა. მაშინ მივხვდი: ჩემი დაბნეულობა, ნივთების დავიწყება თუ დაკარგვა, სინამდვილეში იმის დამადასტურებელი იყო, რომ მე საკუთარი ცხოვრების მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენა არ მსურდა და ნებისმიერი მოვალეობა მაშინებდა, - გაგვენდო 29 წლის ნია, - როგორც კი ეს გავიაზრე, უფრო პედანტური ადამიანი გავხდი, ახლა აღარაფერი მრჩება. კოლეგებისა და მეგობრების ჩემდამი დამოკიდებულებაც სასიკეთოდ შეიცვალა.”
რა მოვიმოქმედოთ?
• დავუმეგობრდეთ ნივთებს: ნივთების მიმართ ყურადღების გამახვილების ყველაზე მარტივი გზა მათში საკუთარი ემოციების ჩადებაა. შეიძინეთ გასაღებების თავშესაქცევი საკიდი, ე. წ. ბრელოკი, ლამაზი საფულე. იმ ნივთებს, რომლებიც მოგვწონს, როგორც წესი, ყურადღებით ვექცევით.
• ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა: ჩვენ ნივთებზე გადაგვაქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, როცა ვფიქრობთ, რომ შემთხვევით ვკარგავთ მათ. ამ დროს სიტუაციას ვერაფრით ვშველით. უნდა ვიცოდეთ, რომ დაბნეულობის მიზეზი ჩვენშია, ხოლო დაკარგული ნივთი შეიძლება რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე სიმბოლურად მიუთითებდეს.
• დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს: კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ჰკითხავთ: “თუ დანაკარგი რაღაცას ნიშნავს, კონკრეტულად _ რას?” გულისყურით მოეკიდეთ საკუთარ ემოციებს. სწორედ ამგვარად შეიძლება სწორი პასუხის მიგნება, რადგან ფიქრის შედეგად სიმსუბუქეს იგრძნობთ და ნელ-ნელა მიხვდებით, თუ რა ტვირთისგან გსურდათ გათავისუფლება, რა განერვიულებდათ. შესაძლოა, თქვენ შინაგანად უარყოფდეთ ცხოვრების გარკვეულ სფეროს, ან პირიქით, იმდენად ფასეული იყოს თქვენთვის, რომ შეშფოთებას იწვევდეს.
რჩევები ახლობელი ადამიანებისთვის
ნუ გაკიცხავთ ახლობელ ადამიანს დაბნეულობისთვის, მაგრამ ძალიან რბილადაც ნუ მოექცევით. იცოდეთ, რომ რაც უფრო ხშირად მიიღებთ მონაწილეობას დაკარგული ნივთების ძებნაში, მით უფრო ხშირად მოგმართავენ ამ თხოვნით. მეორეს მხრივ, ახლობელი ადამიანი, შესაძლოა, ამით განიშნებდეთ, რომ დაბნეულია და თავს მარტოდ გრძნობს. თუ თქვენ განზე გადგებით, ეს ნიშნავს, რომ არანაირად არ რეაგირებთ ადამიანის მიერ თუნდაც, არაცნობიერად მოწოდებულ საგანგაშო სიგნალზე. გამოიჩინეთ გულისხმიერება და შეეცადეთ, გაარკვიოთ, რა ხდება მის თავს, რას ვერ გეუბნებათ პირდაპირ. ამის შემდეგ გამოხატეთ რეაგირება არა სიმპტომის, არამედ გამომწვევი მიზეზის მიმართ. "
* * *
ხოდა ის სტადია სემიჩკასავითაა რა, წასაკიტხო.. მარა შენ რაც გაინტერესებდა, აქ არის ფორმულირებული კარგად