ა, გასაგებია. ანუ იგულისხმება როცა უკვე ერთხელ მოგცეს თავშესაფარი და მოგვიანებით გამოგიცვალეს.
ხო, ეს მართალი იქნება კი.
აჰა. მაგ ჩამონათვალში ვერსად წინააღმდეგობა ვერ დავინახე.
სიტუაცია იყო ასეთი:
ახალგორის რაიონის ერთერთ სოფელში დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე.
1994 წლიდან ვარ თსუ -ს სტუდენტი, ფიზიკოსი.
რადგან სწავლა მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომ მიხდებოდა მუდმივად თბილისში ყოფნა, რომ მესწავლა.
თბილისში ვცხოვრობდი დასთან.
ახალგორში სახლი ეკუთვნოდა ჩემს მშობლებს. მამის გარდაცვალების მერე (1997წ) ბინა გადმოვიდა ჩემზე და დედაჩემზე.
დედის გარდაცვალების შემდეგ(2005 წ), სახლი მეკუთვნის მე.
აღნიშნულ საკრებულოში ვიყავი რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობასაც იქ ვიღებდი.
დავოჯახდი 2005 წელს. სიტუაციის აწონ დაწოვნის შემდეგ პირადობის მოწმობა (იმჟამინდელი საცხოვრებლის მისამართის) რეგისტრაცია გავაკეთე მეუღლის მისამართზე, თბილისში.
2008 წლის ომმა წამართვა კავშირი და ფესვები ჩემს კუთხესთან...
ჩემმა მთავრობამ კი, გადახედა რა რეგისტრაციის ბოლო ჩანაწერს, არ აღიარა ჩემი ლტოლვილობა.
ჩათვალა, რომ მე ბინა მაქვს თბილისში და არანაირი კავშირი არ მაქვს ახალგორთან

ვიყავი თურმე ე.წ. სეზონური მაცხოვრებელი, და რომ ახალგორში "დასასვენებლად" ჩავდიოდი.
ანუ, უნდა ამეშენებინა ფიზიკის ლაბორატორია იქ და იქ მემუშავა. ან თსუ უნდა გადამეტანა იქ.
ან იქედან უნდა მევლო სასწავლებლად/სამუშაოდ ყოველ დღე..
მე ლოგიკას ვერ ვხვდები დღემდე.
ამით მან (ჩემმა საყვარელმა საკრებულომ) საბოლოოდ გადამიჭრა კავშირი სამშობლოსთან და კიდევ ერთხელ მომიკვეთა მკერდიდან

თბილისის ზემოთ ხსენებული მისამართი, ბინაც და ყველაფერიც ეკუთვნის ჩემს სიმამრს (მის მეუღლეს და შვილებს). მე არც იმ ბინაზე მაქვს რამე უფლება
და არც ითვლლება ის ჩემს საცხოვრებლად. ის იყო უბრალოდ იმ მომენტში ღამის გასათევი ადგილი. იგივეა რომ იცხოვრო ქირით. მე ვერ ვხედავ განსხვავებას.
უბრალოდ უფასო მდგმური ვიყავი.
ეხლა, იბადება კითხვა:
- სად ვცხოვრობ მე? ან ვინ ვარ, რომელი ქვეყბის მოქალაქე ვარ? და საერთოდ რატომ ვბედავ და ისედაც ძალიან დაკავებულ მთავრობას ვახვევ ჩემს უმნიშვნელო პრობლემას?

აი ასე... როგორც ჩანს, ჩემთვის ადგილი არ არის დედამიწაზე. მარსზე მაინც წავალ...
This post has been edited by asphurcela on 27 Jan 2012, 18:58