ტვინიკოსიშენი ორგანიზმი წესით ახლა ზრდის პროცესშია, სადღაც 24 წლისთვის ჩამოყალიბდები საბოლოოდ მამაკაცად და ზრდაც შეწყდება. ამ ასაკში ჰორმონებს ორგანიზმში ერთი ამბავი აქვთ ანუ ერთგვარი ჰორმონალური რევოლუცია ხდება შენში

თუმცა უნდა ვთქვა როგორც წესი( გამონაკლისები ყოველთვის არსებობს) ბიჭები ხდებიან(ანუ წონაში იკლებენ) ზრდის პროცესში და ეზრდებათ მხრები და მკერდი ანუ მამაკაცური ტიპის აღნაგობა უხდებათ. სხეულის ქვედა ნაწილის ზომაში მომატება სხეულის ქალურ ტიპს ახასიათებს.
შენ თუ ფიქრობ, რომ შენს მშობლებს( განსაკუთრებით მამას) სხვანაირი აღნაგობა აქვთ და შენ სხვაგვარად იზრდები, მიმართე ექიმს. ისიც უნდა ვთქვა, რომ 90 კგ შენი სიმაღლისთვის და შენი ასაკისთვის ნამდვილად ბევრია და ცუდია. დიდი წონა ბევრ დაავადებებს იწვევს.
ამიტომ მივაქციე ყურადღება ჰორმონებს. სანახავია ფარისებრ.ჯირკვლის ჰორმონი( რომ გამოირიცხოს მისი ჰიპოფუნქცია), სანახავია თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი( რომ გამოირიხოს მათი ჰიპერფუნქცია) , შესამოწმებელია მამაკაცური ჰორმონის რაოდენობა და სხვა.
ენდოკრინოლოგები მანდ, ნამდვილად არ ვიცი ვინ არიან ეხლა.
შეგიძლია ჟორდანიაში მიხვიდე( დიღომში გადავიდნენ, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოში) იქ ეყოლებათ ენდოკრინოლოგიც.
კარგია ასეთი ყურადღებით რომ ექცევი საკუთარ ჯანმრთელობას, წარმატებები