ქართველი მღვდელმონაზონი იონა, სავარაუდოდ, სოხუმში ჰყავთ დაკავებული ქართველი მღვდელმონაზონი იონა, სავარაუდოდ, ე.წ. აფხაზ სამართალდამცველებს სოხუმში ჰყავთ დაკავებული , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, სერაფიმე ჯოჯუამ განუცხადა.
მისივე თქმით, ქართველი მღვდელმონაზონი იონა ოთხი დღეა, რაც აფხაზეთში გადავიდა და აღარ გამოჩენილა. მღვდელმონაზონი სამების საკათედრო ტაძარში მეორე წელია, მსახურობს.
"სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის დროს დააკავეს. ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება", - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.
http://www.onlinenews.ge/index.php?id=19016&lang=geo