ეს ვიდეო -
http://www.youtube.com/watch?v=vS1sGhdt-Xk&noredirect=1და ესაც ტექსტი
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=7056&Itemid=1შევარდნაძე არ გადადგა, ხოლო საქართველოში მიმდინარე მოვლენებში უკვე რუსეთი ჩაერთო. ფილმის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას მართავდა, როცა შევარდნაძემ დარეკა და დახმარება ითხოვა.
„პუტინმა თქვა, რომ შევარდნაძე რეკავდა. მისი თქმით, შევარდნაძე ამბობდა, რომ თბილისში კრიტიკული სიტუაცია იყო და აინტერესებდა, შემეძლო თუ არა თბილისში ჩასვლა“, -ამბობს რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი.
ივანოვი თბილისში ჩამოვიდა. იგი მივიდა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ხოლო შემდეგ ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. „ძირითადად მისი გზავნილი იყო ასეთი - „არაფერი გააკეთოთ, ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ და ნება მომეცით, რომ ორივე მხარეს დაველაპარაკო“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი იგორ ივანოვთან შეხვედრის შესახებ.
ივანოვი შეხვდა შევარდნაძესაც და იგი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობაში დაარწმუნა. „შევარდნაძეს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ის კარგავდა მახრდაჭერას. სახელმწიფოს ძირითადი უწყებები კონტროლიდან იყო გამოსული, პოლიცია, ჯარი, საკონსტიტუციო სასამართლო... და რაღაც იყო გასაკეთებელი ამ პროცესის შესაჩერებლად.“
ივანივმა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ედუარდ შევარდნაძე ერთმანეთს შეახვედრა. შეხვედრაზე წარმოადგინა კომპრომისი, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა, მაგრამ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტზე უნდა დარჩენილიყო. „ვხედავ, რომ ის, რაც ხდება, უსისხლოდ არ ჩაივლის. ჩემი ხალხისათვის არასდროს მიღალატია და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია, პრეზიდენტი გადადგეს“, - განაცხადა შევარდნაძემ გადადგომის შემდეგ.
„მე იქ სხვა რამისთვის ჩავედი, შედეგი კი სულ სხვა აღმოჩნდა. ამას ჩვენ არ ველოდით“, - ასე აფასებს ივანოვი ხელისუფლების ცვლილებას საქართველოში.