6 მეტრიდან ტელევიზორს საერთოდ როგორ უნდა უყურო?

ჩემი სუბიექტური შეხედულებით, ტელევიზორს კომფორტულად შეგიძლია უყურო 3-4 მეტრის მანძილიდან, ისე რომ არც თვალი დაგეღალოს და არც ყურადღება გაგეფანტოს

მაგ მანძილიდან საყურებლად კი ყველაზე კარგი ზომა არის 42-46", მაგაზე პატარა უკვე დამღლელია, ან ყურადღებას გიფანტავს
3-4 მეტრის მანძილიდან 42" ტელევიზორში HD-ს და SD-ს ნამდვილად განასხვავებ, სხვა საქმეა HD და FULL HD-ს შორის სხვაობა, მაგას ძალიან ძნელად მიხვდები მაგ მანძილიდან, მაქსიმუმ 2-2.5 მეტრიდან დაინახავს სხვაობას
მე 37"-იანი FULL HD ტელევიზორი მაქვს და 3 მეტრიდან ვუყურებ, კავკასუსის ტელევიზია დავაყენე და თურმე მთელი 3 კვირის განმავლობაში SD ფორმატში ვუყურებდი HD არხებსაც

მაგათ შტერ ინჟინრებს სტანდარტულ პარამეტრებზე დაუყენებიათ STB და 576i ფორმატში მიდიოდა სიგნალი Full HD ტელევიზორში, ანუ ანალოგური SD ხარისხით აჩვენებდა

გუშინ შემთხვევით მივაგენი მაგ პარამეტრის შეცვლის ფუნქციას და 1080P-ზე რომ გადავრთე ყბა ჩამომივარდა, იმხელა სხვაობა იყო 576i-სთან შედარებით (თუმცა რეალურად 720P გამოსახულება მიდის და არა 1080P)
This post has been edited by PAINKILLER on 31 Jan 2012, 17:31