ოკ
ექიმ გავრილოვის ცენტრი - ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ჭარბწონიან და ცხიმმოჭარბებულ ადამიანებს სხეულის მასის ორგანიზებასა და მიღწეული შედეგების შენარჩუნებაში ესმარება.
ცენტრის სპეციალისტები პაციენტებთან მუშაობაში იყენებენ მხოლოდ შემოწმებულ, ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდებს, რაც ეყრდნობა წონის დაკლებისთვის ადამიანთა დახმარების მსოფლიო გამოცდილებასა და საკუთარ სამეცნიერო კვლევებს.
წონაში დაკლების პროგრამა
კლინიკაში გამოიყენება გახდომის სისტემა, რომელიც დაამუშავა ექიმმა-ფსიქოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, მიხაილ ალექსის ძე გავრილოვმა. მისი მეთოდიკები და პროგრამები დაპატენტებულია, დაცულია საავტორო უფლებებით, რაც მათ განსაკუთრებულ სამეცნიერო ღირებულებას ადასტურებს. ნებისმიერი ასაკის ქალთა და მამაკაცთა ეფექტური, სწრაფი გახდომა და მიღწეული შედეგების შენარჩუნება ექიმ გავრილოვის გახდომის სისტემის პრიორიტეტული მიმართულებაა. ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა კრიტერიუმებით გახდომის რამდენიმე განსხვავებულ მეთოდს დროში, ჯგუფურ და ინდივიდუალურ კურსში და ა.შ. აირჩიეთ შესაფერისი ვარიანტი და მიიღეთ გასაოცარი შედეგი!
ჯგუფური კურსი
თუკი გადაწყვეტთ აღნიშნულ კლინიკაში გაიაროთ წონაში დაკლების პროგრამა და გაინტერესებთ ამ კურსის გავლა სხვა ადამიანებთან ერთად, კონტაქტში მათთან, ვინც თქვენსავით დაინტერესებულია ზედმეტი კილოგრამების მოშორებით, ჯგუფში გახდომის პროგრამა თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. აქ შესაძლებლობა მოგეცემათ სხვა ადამიანებთან ერთად გაიაროთ წონაში დაკლების სრული კურსი, მოძებნოთ თანამოაზრეები, ასევე, მიიღოთ სასარგებლო რჩევები ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტებისგან.
ინდივიდუალური კურსი
ზოგ შემთხვევაში, ცენტრი გთავაზობთ სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს გახდომის ინდივიდუალურ პროგრამას, კერძოდ, რაიმე დაავადების არსებობისას ან გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობის დროს. ამ კურსს ატარებენ კვალიფიციური ფსიქოთერაპევტები და კლინიკის ფსიქოლოგები, რომელთაც ინდივიდუალური კონსულტაციების დიდი გამოცდილება აქვთ.
რით დავიწყოთ?
ნაბიჯი 1. თქვენი მოტივაცია
ყველაზე მთავარი, რაც გჭირდებათ წონის დასაკლებად, ეს არის საკუთარი მოტივაციის არსებობა. დიახ, საკუთარი - არა ნათესავ-მეგობრების სურვილი, არა ექიმის დანიშნულება, არამედ პირადი მოთხოვნილება დაიბრუნოთ კარგი აღნაგობა, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.
ნაბიჯი 2. უფასო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია
სანამ წონაში დაკლების პროგრამაში ჩაერთვებით, აუცილებელია დადგინდეს ზედმეტი წონის წარმოქმნის მიზეზები, ცენტრში მისვლის მომენტისთვის შესაძლო უკუჩვენებებით არსებული დაავადებები, ასევე ფსიქოლოგიური მზადყოფნა და მოტივაცია. ამისათვის, ექიმ გავრილოვის ცენტრებში გათვალისწინებულია უფასო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია. კონსულტანტები გაგვაცნობენ, თუ როგორ მიმდინარეობს ფიგურის კორექცია, რით არის განსაკუთრებული სხეულის წონის ფსიქოლოგიური კორექცია და როგორ უნდა შევუდგეთ საკუთარ თავზე და სხეულზე სწორ მუშაობას.
ნაბიჯი 3. კონსულტაციაზე ჩაწერა
თუკი თქვენ უკვე დიდი ხანია აღარ გაწყობთ ატაროთ ჭარბი წონა და მიიღებთ გადაწყვეტილებას არ გადადოთ, ბრძოლა გამოუცხადოთ ზედმეტ კილოგრამებს და დაიწყოთ მოქმედება, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დარეკოთ და ჩაეწეროთ უფასო კონსულტაციაზე.
[/B][B]