იესოს ცნობილი და ხშირად ზერელედ გაგებული სიტყვები:
მარკ. 7:15-16
არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს.
ამ უნიკალური სიტყვების მნიშვნელობას იშვიათად ვუფიქრდებით, მათესთან ეს მარტო საკვებს ეხება (არა ის რაც პირში შედის, არამედ რაც პირიდან გამოდის, რადგან პირიდან გამომავალი გულიდან გამოდის) ხოლო მარკოზი გვიჩვენებს იესოს რომელიც ამბობს "
არაფერს, რაც გარედან შემავალია არ ძალუძს წაბილწვა"..
შევეცდები ცოტა გასაგები ენით ავხსნა ჩემი განმარტება..
მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა დაინახე, არამედ როგორ აღიქვი.. მნიშვნელოვანია არა შემოსული მონაცემების ხარისხი ( "კარგი', "ცუდი' და ა.შ ) არამედ ის თუ რა უქენი ამ მონაცემებს და რა გამოიტანე გარეთ.ჩვენ ყველანი ვემორჩილებით უხილავ თუ ხილულ პროგრამებს - საინფორმაციო გამოშვება, ჭორი, საზოგადოებაში მოქცევის წესები, წარსულის გამოცდილება, ისტორია რომელიც სკოლაში გვასწავლეს, განათლება და ფაქტების გროვა რომლითაც ასე თუ ისე სავსეა ჩვენი ტვინი, მორიგი რეკლამა რომელსაც წეღან ვუყურეთ... მოკლედ ყველა ის პროგრამა რომელიც ჩვენ შემოვუშვით, შემოვიდა და ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებოდით..
ნებისმიერი იდეა რომელიც ჩვენში შემოდის, ზემოქმედებს ცნობიერებაზე ამა თუ იმ სახით, ასევე ცდილობს დაბლოკოს ყველა წინა პროგრამა რომელიც უარყოფს ან ეწინააღმდეგება მას .. თუ იდეა ბოლომდე მივიღეთ, მაშინ იდეის საპირისპირო ყველა პროგრამას გათიშავს და ჩვენ უკვე ახალი პროგრამის ტყვეობაში ვართ.. და ასე გრძელდება ყოველთვის - ჩვენ გვმართავს გარედან შემოსული პროგრამები, რომელთაც პერიოდულად ანაცვლებენ ახლები . . . . . .
იესო ამბობს რომ პროგრამა თავისთავად არ არის საშიში, მთავარია თავისუფალი არჩევანი რომლითაც ვწყვეტთ რა ვუყოთ ამ პროგრამას - გავატაროთ თუ დავემორჩილოთ მას.. სწორედ ეს არის ის, რაც გამოდის..
ღმერთს დაშორებული ადამიანი ქმნის არა მას, რაც მამასთან ნახა, არამედ იმას რაც მასვე ბილწავს.
იესო აქ გვახსენებს რომ ადამიანი თავადაა შემოქმედი.
არსება, რომელიც შექმნილია იმისთვის რომ შექმნას. მაგრამ გამომავალი ჯერ აუცილებლად უნდა შევიდეს..ჩვენ ვერ ვხედავთ მთლიან სურათს, როგორც ღმერთი.. ჩვენ არ შეგვიძლია საერთოდ არაფერი შემოვუშვათ, არც თვალების ამოთხრა იქნება საუკეთესო და გონივრული გამოსავალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალაუფლება - ჩვენ ვართ შემოქმედები ღმერთში. ყველაფერი, რაც შემოდის, ღმერთის დაშვებით შემოდის რათა ადამიანმა ჩააბაროს ტესტი - გარედან შემოსულ პროგრამებს დაემორჩილება თუ მიხვდება რომ თავადაა პროგრამისტი-შემოქმედი..