#29516921 · 2 Feb 2012, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრ ადამიანს ცხოვრებაში სჭირდება ნუგეში, გამხნევება, მოტივაცია, უბრალოდ ლამაზი და თბილი სიტყვები. ალბათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ ცუდ ხასიათზე, ალბათ მაშინ როცა არ გვაქვს იმედი და სასოწარკვეთილებაში ვიმყოფებით.
მოდით დავწეროთ ხოლმე ცუდად ყოფნის მიზეზები და ვიზნუნოთ ან ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ დავაღწიოთ თავი. ვთქვათ ერთი რომელიმე ფორუმელი ნაწყენია, გულაცრუებულია,სჭირდება დახმარება, რჩევა. თუ მიხვდებით ამ თემის აზრს და დანიშნულებას კარგი იქნება. აი თუნდაც მუსიკა ვურჩიოთ, ან წიგნი ან სხვა რაიმე, რაც მდგომარეობიდან გამოიყვანს ნებისმიერ ჩვენგანს. არ გთხოვთ დაწეროთ თქვენი ცხოვრების პიკანტური და ძალიან პირადი დეტალები, ვინც როგორ ჩათვლის საჭიროდ.
არც მაია ასათიანს ვუყურებ და არც ვინმეს ვბაძავ, უბრალოდ მინდა სხვას დავეხმარო, გავამხნევო და ა.შ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სულ რაღაც 18 წლის, რომელსაც ყველას მსგავსად აქვს გარკვეული პრობლემები.
და დაწერეთ გაამართლებს თუ არა ეს თემა და არის თუ არა დასახური. Hyperzet
|