#50129870 · 12 Mar 2017, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ვაპირებ პრაღაში გამგზავრებას წელიწად ნახევრით, თან მსურს წავიყვანო ჩემი კატა და წარმოდგენა არ მაქვს რა არის გასათვალისწინებელი ცხოველის საზღვარზე გადაყვანისას.
კონკრეტულად: 1. ცხოველს აქვს პასპორტი და გაკეთებული აქვს ყველა საჭირო აცრა. რა დამატებითი პროცედურები უწევს ამ შემთხვევაში? ისევე როგორც თბილისის აეროპორტში, ასევე ევროკავშირში შესვლისას. პრაღაში პირდაპირი რეისი არ არის, შესაბამისად პირველად მიწევს გერმანიაში შესვლა.
2. როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც კატა მთელი ამ დროის განმავლობაში იქნება სამგზავრო გალიაში? (მოსაქმება, კვება და ა.შ.)
3. გთხოვთ გამიზიაროთ ვინმეს თუ გაქვთ მზგავსი გამოცდილება, რათა დეტალურად გაგესაუბროთ ამა თუ იმ საკითზე.
მადლობა წინასწარ.
|