'ბანგლადეშის მკვიდრმა, 30 წლის რაფიკულ ისლამმა თავის 21 წლის მეუღლეს მარჯვენა ხელზე თითები მას შემდეგ მოჰკვეთა, რაც გოგონამ კოლეჯში მისი ნებართვის გარეშე სწავლის სურვილი გამოთქვა.
30 წლის ისლამი არაბეთის გაერთიანებული საემიროებში მუშაობს, დანაშაულიც სწორედ შინ დაბრუნების შემდეგ ჩაიდინა. როგორც ადგილობრივმა პოლიციამ შეიტყო, ბოროტმოქმედმა ჯერ დააბა 21 წლის მეუღლე, შემდეგ პირი წებოვანი ლენტით აუკრა, ბოლოს კი ხუთივე თითი მოაჭრა.
"ბანგლადეშში დაბრუნებისთავანე მან ჩემთან ლაპარაკი მოისურვა. უცებ თვალები ამიხვია და ხელები შემიკრა, პირზე "სკოჩი" დამაკრა და მითხრა, რომ რაღაც სიურპრიზი მომიმზადა, შემდეგ თითები მომაჭრა" - უამბო გოგონამ BBC-ს.
მისი თქმით, ისლამს თავად არ ჰქონდა მიღებული განათლება და ცოლის სწავლის სასტიკი წინააღმდეგი იყო. შინ დაბრუნებამდე, სატელეფონო საუბარში, ქმარი გოგონას ემუქრებოდა.
"ექიმებმა მითხრეს, რომ თითების მიკერება 6 საათის განმავლობაში შეიძლებოდა, თუმცა ქმარმა მათ დაბუნებაზე უარი განაცხადა. შემდეგ მისმა ნათესავმა თითები ნაგვის ყუთში გადააგდო. როცა ბოლოს ვიპოვეთ, უკვე გვიანი იყო", - განაცხადა დაზარალებულმა.
მომხდარის შემდეგ გოგონამ ქმარი მიატოვა და მშობლების სახლში დაბრუნდა. იგი მარცხენა ხელით სწავლობს წერას და კვლავ აპირებს კოლეჯში ჩაბარებას.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/msoplio/45560-stsavli...l#ixzz1gsYzLGRh
''whoever saves one life, saves the world entire''.