,,დავაი – დალშე, დალშე” ბატონო ზაქარია !!!
ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის თაღლითობის ბრალდებით დაკავებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის კოლეგებს შორის. ცხადია, ადვოკატებმა თანადგომა გამოუცხადეს კოლეგას და ,,უკანონო” პატიმრად შერაცხეს.
ეს შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ზაქარია ქუცნაშვილისათვის, გადაწყვიტა რა თავისი იურიდიული განათლების კიდევ ერთხელ დემონსტრირება, მურმანიშვილის დაკავებიდან ორიოდ დღეში, საქმის გაცნობის გარეშე, მოიკალათა ტელევიზიების ,,კავკასიისა” და ,,მაესტროს” ეთერში, არც საგაზეთო პუბლიკაციების შეკვეთა დავიწყებია და ქვეყანას ამცნო, რომ მე, ანა ბალამწარაშვილმა, პროკურატურასთან ,,შეკრულმა” საეჭვო რეპუტაციის ,,40 წლის გოგონამ” თაღლითობაში ვამხილე და დავაჭერინე მისი მეგობრაი, ყოვლად ,,პატიოსანი”, ადვოკატი მურმანაშვილი.
ზაქარია დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ მე მყავდა ლობისტი ხელმძღვანელობაში, აცხადებდა, რომ გააჩნდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ ვათეთრებდით მე და ბატონი ემილ რენიერსი ჩემს მიერ საქართველოდან ჩემოდნით გატანილ ფულს ბელგიიდან საქართველოს ბიუჯეტში გადმორიცხვით. ზაქრიას იურიდიული განათლების რა მოგახსენოთ, მისმა ფანტაზიამ კი ფრთები ფართოდ გაშალა და ემილ რენიერსის, ვითომდა მურმანიშვილის მიერ მოძიებული საქმიდან, ქონების ნახევარი მოითხოვა.
რაც შეეხება ,,პატიოსან” ადვოკატ მურმანიშვილს და მის თანამზრახველ აკაკი (კახა) კახაძეს (ამ უკანასკნელმა პირველმა აღიარა დანაშაული დაამხილა თანამზრახველი მურმანიშვილი – ამ პიროვნებისა და ფაქტის შესახებ ზაქარია დუმს) ჩადენილი დანაშაულისათვის მიიღეს შესაფერისი სასჯელი.
ზაქარია ისე გაიტაცა რენიერსის ქონების ნახევრის მითვისების ცდუნებამ, რომ არაფერი უთქვამს, როგორც მოვიდა ჩემთან (და არა მე მასთან, როგორც ხდება) მისი ,,უკანონოდ” დაკავებული კოლეგა, რა სამსახურის გაწევა შემომთავაზა ა.კახაძესთან ერთად, არ უთქვამს როგორ აქვს ყველა ,,გამარჯობაზე” მიღებული ჰონორარი და საერთოდ ერთი მთავარი კითხვა, ქუცნაშვილი ზაქარია ა.კახაძისა და ტ.მურმანიშვილის დაკავების მომენტიდანვე ითხოვდა რენიერსის ქონების ნახევარს, კი მაგრამ საქმის გაუცნობლად საიდან იცოდა ზაქარიამ ამ ქონების შესახებ თუ თვითონაც არ მონაწილეობდა ამ თაღლითურ ,,პროვოკაციაში” ???
ზაქარიამ თავისი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაც გადაწყვიტა და ამისათვის ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატს, რომლის არც სახელი იცოდა და არც სადაურობა, ხან ჩემი ლობისტობა დააბრალა, ხან ფულის ,,გათეთრება”, ხობში რომ ,,წილები” უპოვა – ამან ,,აქუც” კი ჩააგდო საგონებელში - ,,დაქცეულია ხობი და რა წილი უნდა ჰქონდეს”… და ბოლოს ისე გააღიზიანა ბატონ რომანოზ ბჟალავას წინააღმდეგ კომპრომატების ვერ მოძიებამ და თავისი ,,სანდო” წყაროების იმედად დარჩენილი პირველ შეურაწყოფაზე გადავიდა.
მოკლედ, რა არ იკადრა ზაქარიამ, რომ ცნობადი გამხდარიყო, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქონების ,,დასათრევად” და პოლიტიკური ქულების ასაგროვებლად ეს საკმარისი არ იყო ევროპასაც მისწვდა ,,მეეჭვება, საშუალო გნათლების მქონე ადამიანს რომელიც ფარდა-ჟალუზების დამზადებით იყო დაკავებული 2 700 000 ევრო რეალურად ჰქონოდა”. ზაქარიას აზრით ევროპაში ბიზნესი არასწორად კეთდება, ამისათვის საჭიროა დიპლომი ან მაგისტრის ხარისხი, აი როგორც ზაქარიას შემთხვევაში: სადაც ფული იშოვება იქ მოქმედებს მისი დიპლომი – სოციალური პარტიის წევრი – დეპუტატი, ასობით უბინაოდ (,,გადაგდებული”) დარჩენილი ოჯახები, საკუთარი ოჯახის წევრების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული და მითვისებული ფული და შემდეგ ამ ,,პატიოსანი” პატომრების პოლიტპატიმრებად გამოცხადება, როგორც ვხვდები ბატონო ზაქარია თქვენს ცნობიერებაში არსებობს მცნება - ,,გადამგდები-თაღლითი” (მაპატიოს ყველა პატიოსანმა პროფესორ-მასწავლებელმა, მე თვითონ პედაგოგების ოჯახში ვარ გაზრდილი) და ბოლოს ,,პატიოსანი პატიმარი”.
ასეთი დიპლომი გინდოდათ ჰქონოდა ბატონო ზაქარია ემილ რენიერსს? მისწერეთ ბელგიის სამეფოს და როგორც გჩვევიათ ისე დაიცავით ,,დიპლომების” მნიშვნელობა და უფლება, უბრალოდ იქ ,,დავაი-დალშე,დალშე” არ გამოგადგებათ, ცოტა კვალიფიკაციის ამაღლება დაგჭირდებათ (მაინც ევროპაა), ისე აქაც არ გაწყენდათ, სისხლის სამართალში საკვალიფიკაციო გამოცდა რომ არ გაქვთ ჩაბარებული და ისე მონაწილეობთ პროცესებზე, შეიძლება ვინმე დაინტერესდეს და იკითხოს როგორ უწევს ბიძინა ივანიშვილს იურიდიულ კონსულტაციასო (ამაზე მე მეცინება). ჩემთვის და ემილ რენიერსისთვის საქართველოში შექმნილი სიტუაცია იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ბიზნესს ეწყობა ხელი, სწორე დეს გახდა ჩემი და ჩემი მეგობრების საქართველოში ბიზნესის წამოწყების საფუძველი, მხოლოდ ბიზნესში და არანაირი დიპლომები ბატონო ზაქარია.
ბატონი ქუცნაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ფარდა-ჟალუზების დამამზადებელს როგორ შეიძლება პატივი სცე? ე.ი. იგი თვლის, რომ აღნიშნული ბიზნესი არაპრესტიჟულია – მახსენდება, რომ სტატია გაზეთ ,,ასავალ-დასავალში” (14-20 ნოემბერი 2011 წელი) ,,არა მარტო სახარატო საამქროებს ვალაგებდით, ზოგჯერ ეზოსაც კი, სხვათაშორის ქარხნის საზოგადოებრივ ტუალეტსაც ვალაგებდი და ეს არ მეთაკილებოდა” არც მე მეთაკილება ბატონო ბიძინა ჩემი წარსული და აწმყო, მაგრამ აბა ქუცნაშვილს ვკითხოთ, თქვენი წარსული ან განათლება თუ არის საკმარისი, რომ მილიარდები გეშოვათ??? თუ ამ შემთხვევაში მას ერთი რამ ამოძრავებს - ,,ფული ბაბაია, ფული”. ეს თქვენთვის უნდა იყოს საინტერესო.
აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, რადგან თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკა დაიხვეწა ზოგიერთ ხალხის ქომაგად წოდებულ ორგანიზაციაში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ ბატონი რენიესის მოთხოვნას – ქუცნაშვილის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური სახდელი, რაოდენ გასაოცრიც უნდა იყოს, უარი ეთქვა, რატომ??? – ორმაგი სტანდარტების გამო. თურმე ქუცნაშვილს თავის ,,განათლებასთან” ერთად საქართველოს კონსტიტუციაც აძლევს უფლებას – ყველაფერთან ერთად იყოს ბრალმდებელი – უსაფუძვლოდ დასდოს ადამიანს ბრალი ,,თაღლითობაში”, ფულის ,,გათეთრებაში”, იქექოს მათ პირად ცხოვრებაში (აი, ეს არის თავისუფლი აზრის გამოხატვა), ეს წესით უნდა აფიქრებდეს იმ ადვოკატებს რომლთაც სახდელი დაადეს, სადა ხართ ბატონო ზაზა? რატომ არაფერს ამბობთ? როცა სხვას მიუთითებთ მაღალ ხარისხებზე და კვალიფიკაციაძე, პირველ რიგში თავად უნდა იცავდეთ მათ!!!
მოკლედ, ადვოკატებს, რომლებიც დუმილის უფლებით სარგებლობენ სასამართლო პროცესებზე არ შეიძლება პროფესიონალები ეწოდოთ და ამაში ადანაშაულებდე ხელისუფლებას, არის რაღაცეები რაც საკუთარ თავშია მოსაძიებელი.
თქვენ კი, ბატონო ზაქარია, ჯერ კარგად გაერკვიეთ თქვენს პროფესიაში, დამერწმუნეთ არც ის პიროვნება ხართ, რომ ,,40 წლის გოგონას” ყურადღებას იმსახურებდეთ, მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ სიმართლეს ემსახურებით და თქვენგან რაღაცას ელიან (რაც მართლაც სასაცილოა) დრო ცოტაღა დაგრჩათ დაუმტკიცოთ რამე მაინც, მხოლოდ `დუმილის უფლება~ და გამამხნევებელი `დავაი-დალშე, დალშე~ შეძახილებით რომ ამოწურეთ თქვენი კოლეგის გ.მურმანიშვილის დაცვა სასამართლო პროცესზე, კვალიფიკაციის ასეთი დონე წესით მისაღები არ უნდა იყოს მილიარდელის კარზეც კი.
პატივისცემით: ა ბალამწარაშვილი
P.S. ახალბედა ადვოკატისათვის ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებულის დაცვის უახლესი მეთოდი: - გამოიყენეთ პროცესზე ,,დუმილის უფლება”, სიტუაციის თქვენს საწინააღმდეგოდ გამწვავების შემთხვევაში ,,დავაი-დალშე, დალშე” - ფრაზები – პროცესი ,,მოგებულია”.
მიმაგრებული სურათი