გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
პესკოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა. მილოცვა გამარჯვებულმა კანდიდატმა ავღანეთის პრეზიდენტ, ჰამიდ კარზაისგანაც მიიღო.
დღესვე, არჩევნებში გამარჯვება პუტინს მიულოცეს დსთ-ს ქვეყნების, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ბელორუსის, სომხეთის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, ვენესუელის და უკრაინის პრეზიდენტებმა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა მილოცვები მიიღო უკრაინის პრემიერ მინისტრ, ნიკოლაი აზაროვისა და იაპონიის პრემიერ, იოსიხიკო ნოდასგანაც.
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში 63.65%-ით იმარჯვებს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.8%. გენადი ზიუგანოვმა ხმების - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ – 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღეს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...ac-miuloca.htmlამასობაში კი
ეუთო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არასამართლიანს უწოდებენ
ეუთო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს არასამართლიანს უწოდებენ. ამის შესახებ რუსული სააგენტო ”ინტერფაქსი” იუწყება. [SIZE=7]ამასთან, ეუთო-ს დამკვირვებლები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების არარსებობაზე საუბრობენ.[SIZE=7]
როგორც დამკვირვებლების განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო კამპანიას ყველა კანდიდატი წინააღმდეგობების გარეშე აწარმოებდა, თუმცა, მათთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოფილი არ იყო.
"პირობები მუშაობდა მხოლოდ ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ, კერძოდ ეს არის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი",- ნათქვამია დამკვირვებლების განცხადებაში.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა.
ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი კი, ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების დეტალურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
"კანდიდატებმა თანაბარ პირობებში მოქმედება ვერ შეძლეს. ხელისუფლებამ გაწია გარკვეული ძალისხმევა ტრანსფარენტულობის ამაღლების კუთხით, თუმცა მთლიანობაში საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობა შენარჩუნდა. პირველი სწორი ნაბიჯი ამ შემთხვევაში დარღვევების შესახებ გაკეთებული ყველა განცხადების დეტალურად შესწავლა იქნებოდა", - აღნიშნა ტალიავინმა.
ამასთან, "რია ნოვოსტი" ამერიკელი დამკვირვებლის, კლაიდ პრესტონის კომენტარს ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ [SIZE=7]საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა და ხმების დათვლა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებისა და ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. "ეს იყო ღია და თავისუფალი არჩევნები", - აცხადებს კლაიდ პრესტონი[SIZE=7].
რუსეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს უწოდებენ ჩატარებულ არჩევნებს დსთ-ს ქვეყნების დამკვირვებლებიც. მათი შეფასებით, არჩევნები კონკურენტული და გამჭვირვალე იყო.
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში 63.65%-ით იმარჯვებს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.8%. გენადი ზიუგანოვმა ხმების - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ – 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღეს.
This post has been edited by Olasi on 5 Mar 2012, 17:45
სიმართლე სინათლესავითაა. ისე ვერ დამალავ, როგორც სინათლეს ვერ დამალავ სიბნელეში და რაც მთავარია, რაც უფრო მეტია სიბნელე - უფრო კარგად ჩანს.