კი შევ##ი ამ ქართული ფორუმის ძალას, მაგრამ მაინტერესებს რაღაც და აქ პასუხობენ ყველაზე კარგად...
მოკლედ რა მაინტერესებს....
სილქნეტის დაყენება მინდა და რა ჯდება და როგორია ხო არ იცით?
ხელისუფლებისააო და მინიმუმ მიშისტებს მაინც გეცოდინებათ....
ეხლა ჯელინკში ვიხდი 45 ლარს თვეში, სუპერ ტივი-ში 15-ს, პლუს მაგას ტელეფონის სააბონენტო გადასახადი (ბევრი არაა და არ მახსოვს, სადღაც 10 ლარამდე ალბათ)...
ანუ ჯამში 70 ლარამდე სადღაც...
ხო და სილქნეტი რა დაჯდება?
2 კომპიუტერი + 2 ტელევიზორი + 2 ტელეფონი...
ამბობენ უფრო იაფიაო...
აქამდეც მეუბნებოდნენ, მაგრამ მაშინ აიეტის VIP კლიენტი ვიყავი და არ მინდოდა სტატუსი გამუქმებოდა

და ეს სუპერ ტივი რო მოვიდა დამირეკეს წინა თვეში და მომიხსნეს VIP-ის სტატუსი

ხო და მაგათი დედაც .... :

ფულზე არაა, სულ რაღაც 5 ლარით გაიზარდა ტარიფი, მაგრამ პრინციპის ამბავია...
ხო და გადავწყვიტე სილქნეტზე გადავიდე...
ინტერნეტსაც აქებენ...
ხო და მაინტერესებს თქვენი აზრი...
ესეც წინა თემების ბმულები:
ეპიზოდი I -
ქართული ფორუმის ძალა ((-:ეპიზოდი II -
ქართული ფორუმის ძალა
Mens sana in corpore sano...