აგერ თუ არ ვართ სამაგალითო , ჩვენი ძმები მეზობლები მალე ალბათ ჩვენს გზას დაადგებიან
სომხეთში ქართულ რეფორმებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
10.02.12 14:11
დაუჯერებლობის თეორია, საქართველოში გატარებული ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები – საქართველოს შესახებ სომხეთში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. 2003 წლიდან დღემდე მოვლენები შემოქმედებითმა ჯგუფმა 47-წუთიან ფილმში ასახა.
ჟურნალისტები მაყურებლებს ვარდების რევოლუციამდე არსებულ ვითარებას, კორუფციულ გარემოს ახსენებს და განმარტავს, რომ ამ მიზეზით ქუჩებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.
ფილმის მეორე ნაწილი კი რევოლუციის შემდგომ პერიოდს ეხება. ჟურნალისტები ყვებიან – კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებულ ბრძოლაზე, სამართალდამცველებსა და სახელისუფლებო სისტემებში გატარებულ რეფორმებზე.
სახელმწიფო მომსახურების სფეროს გარდაქმნის მაგალითად სომეხ ჟურნალისტებს იუსტიციის სახლები მოჰყავთ. ყველა სახის მომსახურება ამ დაწესებულებეში ხდება სწრაფად და ზედმეტი ფინანსური და ადამიანური რესურსის ხარჯვისა და დისკომფორტის გარეშე.
http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?
id_news=44604&pg=1&im=main&ct=0&wth=