ისეთი ცენტრალიზებული რელიგიები როგორც მართლმადიდებლობაა და კათოლიციზმი თითქმის ყველა შემთხვევაში სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურებოდა რამეთუ პოლიტიკური სისტემები რომელშიც ისენი წარმოიშვნენ (მონათმფლობელობა და მოანარქია) ვერტიკალურ იერარქიულ ურთიერთობაზე იყო აწყობილი და ეკლესიაც იძულებული იყო მისთვის მიებაძა. ამის გამო მთელი რიგი სახარებისეული მოთხოვნები სახე შეცვლილად იქადაგებოდა, მათ შორის თქვენს მიერ მოყვანილი ამონარიდი სახარებიდან.
ჩემი აზრით როდესაც წარმოიშვა ბურჟუაზიულ კაპიტალსტური ურთიერთობები და ვერტიკალური დამოკიდებულებები ჰორიზონტალურით შეიცვალა,შესაძლებელი გახდა ეკლესიებსაც გაჩენოდათ დამოუკიდებელი აზროვნება. სწორედ მე-15-ე მე-16- საუკუნებიდან იწყებს გამოჩენას პროტესტანტული ეკლესიები. რა თქმა უნდა გარკვეულ საკითხებში პროტესტანტულ ეკლესიებში დღესაც არის გადახვევები,მაგრამ მთავარი რაც მოხდა, ჯერ ერთი დამოუკიდებელ პროტესტანტულ ეკლესიებს საშუალება მიეცათ თამამად გამოეთქვათ აზრი ამა თუ იმ საკითხზე და მეორეც მრევლი ჩართულიყო ამ საკითხების განხილვაში.
ჩვენთან კომუნისტების მოსვლით ერთი მონარქიული ვერტიკალური სისტემა შეიცვალა მეორე ასევე ვერტიკალური ღვთისმგმობელური ბოლშევიკურით რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ჰორიზონტალურ ურთიერთობებს და ეხლა აქედან გამოსავალს ვეძებთ.
მნიშვნელოვანი წვლილი ადამიანებს შორის პირდაპირი , ჰორიზონტალური ურთიერთობების გამოღვიძებაში ინტერნეტს შეაქვს და მათ შორის ჩვენ მასპინძელ ფორუმს რისთვისაც მათ დიდი მადლობა.