კვალი და ფაქტები რომლებსაც მივყავართ შორეულ წარსულში, ბაბილონში
ტყუილად არ მიამსგავსეს მავზოლეუმის ფორმა ძველი სახის ნაგებობას რომელსაც ქვია ზიგურათი
ძველი შუმერები, ბაბილონელები და ასირიელები იყენებდნენ და აგებდნენ აგურებისგან მასიურ შენობებს რომლებსაც ვიცნობთ როგორც ზიგურათებს, ისინი არ იყო ყველასთვის არამედ მხოლოდ ქურუმებს ქონდათ უფლება რომ ასულიყვნენ იქ, ის არის საფეხურებიანი პირამიდა, რომლებსაც ქონდა კოშკის მაგვარი დაბოლოვება ან მცირე ბრტყელი ზედაპირი. მათ იცნობდნენ როგორც დამაკავშირებელ სტრუქტურას ცასა და დედამიწას შორის, გამავალი ხიდი მატერიალურსა და არამატერიალურს შორის. გადმოცემის მიხედვით ისეც ხდებოდა რომ ზემოთ აჰყავდათ რჩეული ქალები რათა მათ ღმერთებისგან შვილები ჩაესახათ რომლებიც ხდებოდნენ მმართველები, (მსგავსი მეთოდები ბევრგან გვხვდება, როცა მაგალითად ჩინეთში იმპერატორის და მისი დინასტიის ფესვები მოდიოდა ციდან)


თუმცა რაც შეეხება იმ ცოდნას რაც ეხებოდა მსგავსი ნაგებობების ფუნქციონირებას, იგი მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ ვიცით რომ პირამიდა ან პირამიდისნაირი სტრუქტურა არის ყველაზე სტაბილური მატერიალური სტრიქტირა, და რომ ის ასევე ემსახურება ერთგვარ აკუმულატორს, გარდამქმნელს, ან წარმოადგენს ენერგეტიკულ ლინზას, გამაძლიერებელს. ზიგურათში თავსდებოდა ტალისმანი რომელიც წარმოადგენდა მთავარ ნაწილს და ხელს უწყობდა მსგავსი "დანადგარის" ფუნქციონირებას, კერძოდ ტალისმანის სახით იყენებდნენ ადამიანის მუმიფიცირებულ სხეულს.
რატომ ადამიანისას, და რატომ არის ადამიანის სხეული ყველაზე ოპტიმალური ხელსაწყო. ეზოთერულ ცოდნაში ადამიანი განიხილება როგორც უნივერსალური გამტარი, დამაკავშირებელი, შემაერთებელი მატერიალურის და არამატერიალურის, ასევე გარდამქმნელი, ნატიფი ენერგიების. მიუხედავად იმისა ცოცხალია ის თუ არა, მისი სხეული მსგავსი მიზნებისთვის გამოდგება, ისევე როგორც მექანიკური ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერმა შეიძლება მართოს. ადამიანის მუმია ანუ სხეული კი არის ისეთივე ხელსაწყო, თანაც ბიოლოგიური ოღონდ კუთვნილი პატრონის გარეშე. ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ადამიანთა თავის ქალები თავად ზიგურათში, და მათგან შექმნილი მცირე სამკუთხედი ფორმის პირამიდა თავად ზიგურათში.
არქიტექტორ შუსევის ეს პროექტი მიუხედავად შერჩევისა სინამდვილეში კონკურსის გარეშე მიიღეს. რომელიც ზუსტად იმეორებს ზიგურათის სტრუქტურას და მის დამახასიათებელ შტრიხებს.
საბოლოოდ იდეაში მისი ფუნქცია იყო ადამიანთა ფართო მასებზე ზეგავლენის მოხდენა და მათი ფსიქიკის ასე თუ ისე მართვა, რასაც ადრე თავად ნასწავლი ქურუმები ასრულებდნენ. სასურველი იყო რომ თავად ეს "ტალისმანი" ყოფილიყო იგივე ერის და ნაციის წარმომადგენელი რათა მასში გატარებული ენერგია დამთხვეოდა იმ არის და მასის ენერგიას გენეტიკური თვალსაზრისითაც, რომელზეც გამოიყენებოდა ეს. ასევე ეს ეხებოდა იმ თავის ქალებს და ინდივიდებს რომელთაც ხშირად სწირავდნენ მსხვერპლად.
საინტერესო ის არის რომ ბოლშევიკებს და წითელი იმპერიის მმართველ ელიტას კი მოიხსენიებდნენ ათეისტებათ და თავადაც ლამის ქადაგებდნენ, მაგრამ ეზოთერული ცოდნა საკმაოზე მეტი გააჩნდათ, ასევე ჰყავდათ თავიანთი მიმდევრები და მკვლევარები რომელთა ექსპედიციები დღემდე გასაიდუმლოებულია (ექსპედიცია ასევე ლეგენდარული შამბალას მისაგნებად). აგრეთვე უნდა აღინიშნოს რომ მავზოლეუმის მშენებლობაში გრანიტი და მარმარილო შემოიტანეს მაშინდელი ბაბილონის ტერიტორიიდან და არამარტო. კონსტრუქციაში ჩაყოლებულ იქნა ფრაგმენტები და არტეფაქტები როგორც ძველი ზიგურათებიდან ასევე ძველი ეგვიპტიდან. ასეთ რაღაცეებს კი ტყუილად ან მხოლოდ დიდი ბელადის საპატივცემულოდ არ გააკეთებდნენ.

ერთი მცირე და თითქოს უმნიშვნელო დეტალი კიდევ რასაც ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას და რაც არანაირად არ ჯდება ჰარმონიულად მსგავს არქიტექტურაში ეს იყო და არის, მავზოლეუმის მარცხენა კუთხეზე გაკეთებული შიდა კუთხე. ეს არის მხოლოდ ერთ მხარეს გაკეთებული.


ძალიან საიტერესოა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხშირად გაგვიგია რომ მაგიდასთან კუთხის მხრიდან არ არის მიზანშეწონილი დაჯდომა, ასევე გაგვიგია რომ ცელქ და მოუსვენარ ბავშვს ხშირად აყენებენ ხოლმე კუთხეში.
საქმე იმაშია რომ გარე კუთხე როგორიც აქვს მაგიდას, ახდენს ენერგიის აკუმულირებას და ინტენსიურად მის გამოსხივებას, როცა შიდა კუთხე ოთახში არის წერტილი სადაც ენერგია გაედინება და გაიწოვება. ამიტომ როცა ბავშვს ან ადამიანს აქვს მოჭარბებული ენერგია და მას დასჯის მიზნით დააყენებენ კუთხეში ეს ხელს უწყობს მის დაცლას ზედმეტი ენერგიისგან მაგრამ საზიანოა მისი დიდი ხნით ან ხშირად კუთხეში დაყენება, ისევე როგორც არ არის რეკომენდირებული საწოლის კუთხეში დადგმა, ამ შემთხვევაში ადამიანი ძილის დროს ვერ ახერხებს ენერგიების აღდგენას რადგან მისი დიდ ნაწილი გაიწოვება. ხოლო როცა ადამიანი მაგიდის კუთხეში ზის, ეს გავლენას იმ მხრივ ახდენს რომ ის ზედმეტ ენერგიას და დასხივებას იღებს რაც იწვევს ემოციურ აჟიტირებას ან მოუსვენრობას.
რაც შეეხება მავზოლეუმის კუთხეს, იგი საყურადღებოა იმით რომ შედგება ორი შიდა ანუ შეზნექილი კუთხისგან და ერთი გარე კუთხისგან რომელიც გამოწეულია. ასევე ცნობილია ის ფაქტი რომ ამ კუთხის ზემოთ ყოველთვის იდგა სტალინი, როცა რამე ღონისძიება ტარდებოდა, იქნებოდა ეს სამგლოვიარო თუ სადღესასწაულო, მაგალითად აღლუმები. ეს კუთხე კი ზუსტად მიმართული იყო იქითკენ საიდანაც ხალხის მასა შემოდიოდა მოედანზე, ან ჯარისკაცთა ნაკადი აღლლუმების დროს. უფრო იოლი და ხელსაყრელი რომ გაეხადათ ადამიანთათვის წითელ მოედანზე შემოსვლა ამ კუთხის წინაშე, წითელ მოედანთან სპეციალურად ამისთვის დაანგრიეს ძველი სამრეკლო და ისტორიული დასახლები გარკვეული ნაწილი
ეს შეიძლებოდა გამოყენებულიყო ორ მხრივ. ერთის მხრივ ენერგიის მიღება ფართო მასებისგან და მეორეს მხრივ მათი დასხივება. ამიტომ არის ეს კუთხე ორმაგი, ორი შიდა და ერთი გარე. დააკვირდით თავად ასტროლოგიაში და პირად რუკაში ყველაზე დაძაბულ ასპექტად ითვლება კვადრატი, ანუ კუთხე 90 გრადუსისგან. როცა ადამიანს აქვს კვადრატი ის შინაგანად მოხვედრილია იმ კუთხის მიზანში რომელსაც ქმნის ორი ან მეტი ობიექტი რომელთა კუთხის წვერი მოშვერილია ადამიანზე, ამიტომ ეძახიან კვადრატს დინამიურ ასპექტს, ის არ ცლის არამედ პირიქით ეს ასპექტი არის ის რომ ადამიანი მუდმივად რაღაცის "მაგიდის კუთხეში" ზის და ეს მოსვენებას არ აძლევს ეს ენერგია რასაც კვადრატი იძლევა. ამას დიდი დახვეწა და მართვა ჭირდება. ისევე როგორც მსგავს სტრუქტურებს, ისინი არ არიან ჰარმონიულები არამედ ძლიერი და მცოდნე ხელი უნდა. ასეთ მმართველებად ითვლებოდნენ და ითვლებიან ქურუმები რომლებიც მსგავსი ენერგო ტრანსლიაციით მაღალ სამყაროებში, ჯილდოდ იღებდნენ ცოდნასა და ძალაუფლებასო.
დანამდვილებით არავინ იცის და ვერც ვერავინ დაამტკიცებს რომ მსგავსი ქურუმი იყო სტალინი თუმცა საიდუმლო ნამდვილად არ არის კაი ხანია რომ მას დიდი ინტერესი ქონდა ოკულტიზმის და ეზოთერიკისადმი. ის იცნობდა და ქონდა კონტაქტი მე 20 საუკუნის უდიდეს მისტიკოსთან, ეზოთერიკოსთან, ჭეშმარიტების მაძიებელთან და ასტროლოგთან გიორგი გურჯიევთან (ძალიან საინტერესო პიროვნება იყო სხვათაშორის)
ისტორიიდან.
რაც შეეხება კითხვას სტალინის მავზოლეუმში დასვენებასთან დაკავშირებით, კი იოსებ სტალინი იყო ასევე ბოლო საბჭოთა ბელადი რომელსაც გაუკეთდა ბალზამირება, ის მავზოლეუმში ლენინთან ერთად 8 წელი ესვენა, და გამოასვენეს ხრუშოვის ინიციატივით. სურათში დაფიქსირებული არის მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთი რომელიც ამერიკელმა ტურისტმა ჩუმად შეტანილი კამერით გადაიღო. აი ეს არის ეს სურათი

ეს კი უიშვიათესი კადრია როცა ომის დროს მავზოლეუმს მიადგეს მაკეტი და ის 2 სართულიან საცხოვრებელ შენობად "გაასაღეს" რათა ის გერმანელი ბომბდამშენების სამიზნე არ გამხდარიყო, თავად ცხედარი კი ომის დაწყებისთანავე ქალაქ ტიუმენში გადაასვენეს და იყო იქ 1946 წლამდე, რის შემდეგაც კვლავ წითელ მოედანზე დააბრუნეს.

გაგრძელება იქნება.
This post has been edited by starchild on 26 Dec 2011, 00:55