#29634912 · 9 Feb 2012, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს იყო მთელი ამ კაკაფონიის მთავარი მიზანი.
გადაფარეს ის რისი დავიწყებაც ამ ხელისუფლებას ეგრე რიგად სწყურია და არ გამოუდის!...
გადაფარეს იმიტომ რომ კორტების ამბავი და გირგვლიანის მხეცურად მკველელობის ამბავზე (გახსენებაზე) მეტად , რომელიც საშინელ კოშმარად აწევს გულზე ამ ნაძირლებს და რომელი დანაშაულის გამოც მათ ადრე თუ გვიან პასუხისგება მოუწევთ, ხალხისთვის (საზ-ებისთვის) ის უფრო გამხდარიყო საინტერესო ბოლოს და ბოლოს შეიხოცა თუ არ შეუხოცია ბ.ბ-მ არქიფოს სურათზე ფეხები. (არად არ შეუხოცია, თუმცა კი უნდა შეეხოცა).
ქვეყანა დაემგვანა იმ ჭაობს სადაც პატიოსან კაცს სული უნდა ეხუთებოდეს...
ქვეყანას არ ჰყავს ის მედია რომელიც სიმართლეს მიიტანს ხალხის ყურამდე...
გაუპატიურეს კონსტიტუცია...
აღარ ფუნქციონირებს სამართალი (სასამართლო)...
ქვეყანაში ბუყბუყებს ის ჭაობი სადაც თავს კარგად მხოლოდ მუტანტეტი და შუბლზეძარღვგაწყვეტილი არარაობები გრძნობენ...
ასეთებს კი არანაირად არ სურთ ამ ჭაობის დაშრობა, და ამისათვის (თავის გადარჩენისთვის) იბრძვიან ყველანაირი მეთოდებით...
ოღონდაც, "ყველანაირში" არანაირად არ შედის პატიოსანი ხერხები მოწინააღმდეგეზე გასამარჯვებლად..... მათი(მუტანტების) ბრძოლის მეთოდები არის მხოლოდ წელსქვემოთ დარტყმა, სახეში შეფურთხება, ლაფის სროლა, ჭორების გავრცელება, პროვოკაციების მოწყობა, ნებისმიერი არაკაცური, არაადამიანური მოქმედება... უკანონოს "სამართლის" მოგონება და შექმნა...
და ამისთვის არ ზოგავენ არც თავს და არც სხვებს (ლაქიებს, მონებს, ფანატიკოსებს, ვიგოდნიკებს...)
ქვეყანას მართავს ის საშინელი გონი რომლის ბრძოლის მეთოდების და შემდგომი ნაბიჯების გამოცნობაც ჩვეულებრივ ადამიანს უბრალოდ არ ძალუძს...
უნდა ვუშველოთ ხალხო თავს, და ამ საშინელებისაგან ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ როგორც ეს ქვეყნა, ასევე ხალხი და პირველ რიგში საკუთარი თავები, ჩვენი მომავალი...
სხვანაირად მომავალი უბრალოდ არ გაგავჩნია...
ასე თუ გაგრძელდა შეიძლება საბოლოოდ ისე დაგვემართოს როგორ ეს დაემართა ჯეკ ნიკოლსონის გმირს ცნობილი ფილმიდან "კუკუშკა"...
ძაან ცუდადაა საქმე, მაგრამ მადლობა ღმერთს, არა უიმედოდ....
This post has been edited by forumeli64 on 9 Feb 2012, 22:34
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|