ქობულეთის რაიონი საქართველოს ერთ – ერთი უდიდესი და მჭიდროდ დასახლებული რაიონია. იგი ძველი, ისტორიული კოლხეთის ნაწილია. ქობულეთის რაიონი იწყება კოლხეთის სამხრეთ – დასავლეთის ჭაობიანი დაბლობით და იშლება ჩოლოქის, ცხრაფონას, აჭყვას, კინტრიშის, კინკიშასა და ჩაქვისწყლის ხეობებში.
რაიონის ეს შესანიშნავი ხეობები უამრავი ნასახლარით, ნაქალაქარით, უძველესი სამაროვნებით, რკინის სადნობი ქურა – სახელოსნოებით, ისტორიული მნიშვნელობის ციხეებით, თაღოვანი ქვის ხიდებით, ეკლესიებითა და სხვა მატერიალური ძეგლებითაა მოფენილი.
ქობულეთის რაიონში, ისე, როგორც ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში და რაიონში უხვად მოიპოვება ქვის ხანის ნამოსახლარები, ისპანის ადრე ბრინჯაოს ხანის მასალები, ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები, უამრავი უძველესი სამაროვნები, შევეცდებით საიტზე მათ შესახებ მოკლე, მაგრამ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია წარმოგიდგინოთ. უმდიდრესი ისტორიული წარსულის გაცნობა დაინტერესებულ პირებს უკეთ დაეხმარება თანამედროვე ქობულეთის უმდიდრესი პოტენციალის უკეთ აღქმაში.
დმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფა:
ქალაქი–1
დაბა–2
სასოფლო საკრებულო–17
დასახლებული პუნქტი–48
მოსახლეობა–90150 კაცი
იძულებითი ადგილმონაცვალი 2173 კაცი
საზღვრები, მოსაზღვრე რაიონები და მათთან საზღვრის სიგრძე:
ოზურგეთის რაიონთან–55კმ.
ხელვაჩაურის რაიონთან–23,8 კმ.
ქედის რაიონთან– 33 კმ
შუახევის რაიონთან– 21, 4 კმ
ზღვისპირა ზოლი–24კმ.
გზები და ხიდები:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის–32კმ, მათ შორის შავი საფარით–32კმ.
2. სახელმწიფო მნიშვნელობის –19კმ, მათ შორის შავი საფარით–19კმ.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის– 240კმ, მათ შორის შავი საფარით–67კმ.
4. ხიდები – სულ – 87, საერთო სიგრძით – 982მ.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე – 72, საერთო სიგრძით – 777მ.
სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე– 10, საერთო სიგრძით– 109მ.
საერთაშორისო დანიშნულების –5, საერთო სიგრძით–96მ.
ისტორიული მნიშვნელობის – თაღოვანი ხიდები მდინარე კინტრიშზე.
მდინარეები და ძირითადი შენაკადები:
1. მდინარე კინტრიში – 45 კმ.
შენკადები: სუკნარი; აბზელა; სამრცხის ღელე; ჩრდილი; მესხიქედის წყალი; საგებურის ღელე; ჩიღლა; გოროზონა; ყვირილა; კინკიშა; სკურდა.
2.მდინარე ჩაქვისწყალი–22,0კმ.
შენკადები: დონისის წყალი; მტირალასა წყალი; ხალას ღელე; მეჩხერი.
3. მდინარე ჩოლოქი– 24,0კმ.
შენაკადები: ოჩხამურის წყალი; ტოგონას წყალი; შავი ღელე.
4. მდინარე დეხვა– 24, 5 კმ.
5. მდინარე აჭყვა–19კმ.
ტბა:
სოფელ ხინოში – „შავი ტბა“–7 მ სიღრმით.
დრონი მეფობენ და არა მეფენი !!!...