#29649965 · 10 Feb 2012, 18:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მმართველ პარტიაში ერთი ლეგიონერი აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა იყო გასაკეთებელი: კახა ბენდუქიძე. შეიძლება იდავო იმაზე, კარგია თუ ცუდია მისი ლიბერალური რეცეპტურა, მაგრამ ცხადია, რომ ის კოჰერენტული და გააზრებულია. პრობლემა იმაში იყო, რომ ბენდუქიძის ლიბერალიზმი პირდაპირ წიანააღმდეგობაში მოდის ნაციონალური მოძრაობის სურვილთან, შეინარჩუნოს ხელისუფლება - ამიტომ მოუწია ბენდუქიძეს ფორმალურად მთავრობის დატოვება, ნაციონალურ მოძრაობას კი ლიბერალიზმის მაგივრად ყველაზე უხეირო საბჭოთა მეთოდებით ამომრჩევლის, პირდაპირ ვთქვათ, მოსყიდვა (იმიტომ რომ არ შეუძლია მისი დაინტერესება). დავამატებ, რომ ამ ჰიბრიდულობას ბევრად აჯობებდა, მთავრობას ბენდუქიძისთვის ბოლომდე დაეჯერებინა - ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ტრანსფორმაციის მტკივნეული, მაგრამ მაინც შესაძლო გზა, ახლანდელი გზა კი ტრანსფორმაციის შემაფერხებელი უფროა.
|