მანქანის ძაგძაგი ნიშნავს დეტონაციას,არის ძრავის მოდელები რომელიც დაბალ ხარისხის ბენზინზეა გათვლილი,ეს ნიშნავს რომ წნევა საწვავის კამერაში სადაც ბენზინი ხვდება გათვლილია გარკვეულ მაჩვენებელზე,თუ დაბალი ხარისხის ბენზინი მიეწოდება მაღალ წნევაზე გათვლილ ძრავებს ხდება დეტონაცია ანუ როცა პორშინი მიიწევს მაღლა და არ მისულა იმ წერტილამდე სანამ უკუსვლა უნდა დაიწყოს ბენზინუ ფეთქდება და პორშინს აწვება ქვევით წნევით,ეს ძრავს აფუჭებს ,ამას ვერანაირი პროგრამა ვერ უშველის გარდა სქელი პრაკლადკისა რომელიც მოცულობას ზრდის საწვავ კამერაში წნევა ეცემა და დაბალი ხარისხის ბენზინი დროზე ადრე არ ფეთქდება,რაც უცრო მაღალია ოქტანობა მით მეტ წნევას უძლებს და თვითნებური აფეთქება არ ხდება,რავი მგონი გასაგებად ავხსენი

მე ამის გამო პრაკლადკის შეცვლა მომიწია რადგან მატორის თავის გასწორება მომიწია დახეხვის გზით და შემცირდა მოცულიბა ,მოვხსენი თავი და დავაყენე უფრო სქელი ვიდრე ეყენა ,ცოტა იმაზე სქელიც კი რაც მე მივუთითე ხელოსანს ვინც ამ პრაკლადკებს აკეთებს იხიმანდრა ჩოთლახმა და 0.8 მილიმეტრით უფრო სქელი გამიკეთა თუმცა ეს ჯობია ამ ეტაპზე დეტონაციას ,ქე დავდივარ წყნარად ორი დღეა,ერთმნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის ბენზინს გტენიან ადეთ ბენზინგასამარ სადგურებზე (მეორე ვარიანტია თქვენი ძრავი უკვე შეკეთებულია და საწვავი კამერა ძალზედ მცირეა დაშვებულ ნორმებზე,თუ მანქანის პირველი მფლობელი ხართ და ძრავი არასდროს შეკეთებულა და მწყობრშია უთხარით რომ ტრაკის თამაშს თავი დაანებონ ან წესიერი კალონკა მოძებნეთ.###### ხარისხის კონტროლის სამსახურებს

თუ როგორ უნდა მიხვდეთ საწვავის კამერა რა მოცულობისაა და იყო თუ არა შეკეთებული აქ მიწერია
ყველაფერი ძრავების შესახებ * * *
დეტონაცია შეიძლება მოხდეს კიდევ რამდენიმე შემთხვევაში მაგალუთად კლაპანებია დასარეგულირებელი,ზედმეტი ჰაერი ხვდება ძრავში ლამდა ზონდი ეუბნება ტვინს რომ ღარიბი ნაერთია მოუმატე საწვავსო და ბევრი საწვავი ,ბევრი ბენზინიც წნევას ზრდის,მწყობრიდან გამოსული ინჟექტორიც,მიზეზები ბევრია ,ამისთვის არსებობს ელმ327 რომ საწვავის კორექციას ყურადღება მიექცეს,7პროცენტამდე პლიუსში დასაშვებია გრძელვადიან კორექციაში, long ft თუ დაგაინტერესებთ ზუსტ დასახელებას მოვძებნი,რუსულად длителная корекция топлива ასე აღინიშნება მგონი
რათქმაუნდა ორიგინალი პროგრამის ქონა ჯობია ელმს რადგან პროგრამირებაც შეიძლება რომ ძრავმა გაწევა არ დაკარგოს,საწვავის მიწოდების რეგულირება,ლამდას მაჩვენებლების არევა კლაპნების გარეშე პორშინს დაადნობს.მაგ დონემდე ჯერ არ მისულვარ ისე ვაპირებ კიდევ გავზარდო საწვავი კამერა და ტურბინა დავაყენო ელექტრო,ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები

მანქანა მომწონს მაგრამ არ გადამიწყვეტია ,იქნება წნევას ვერ გაუძლოს,მე კიდე სამსახურში უნდა ვიარო აუცილებლად ჯერ არ ვარ იმ კონდიციამდე რომ სამსახურის გარეშე შევძლო
* * *
პროფილაკტიკის მიზნით როცა იცი რომ ისეთ რეგიონში ცხოვრობ სადაც ხარუსხი ყველაფრის ქოცურია :)100 ოქტანობის ბენზინს უმატებ სპეც დანამატს რომელიც განკუთვნილია ძრავისთვის და სწრაფად ატარებთ მანქანას რომ თუკი პორშინებზე უხარისხო ბენზინის წვისგან მოზრდილი ნადებია გამოწვათ ,შემოწმება ხარისხიანი კამერებითაა შესაძლებელი,ფერადი კამერები 50 დოლარამდე ღირს რომელიც სვეჩის ხვრელში ეტევა და მშვენივრად ჩანს თუ რა მდგომარეობაშია პორშინის თავები თუ ბევრი ნადები აქვს ესეც დეტონაციას იწვევს .
* * *
და ბოლოს

სალნიკებიდან გაპარული ზეთი ნადებს იკეთებს პორშინებზე ,ნუ მიხვდით ალბათ რომ ესეც დეტონაციას გამოიწვევს ,ასე რომ შევაჯამოთ ბალანსია დასაცავი თუ ძრავი კარგ მდგომარეობაშია მაშინ ბენზინგასამართი სადგურია გამოსაცვლელი და თუ ძრავი ატრაკებს მაშინ ჯერ მიზეზი ძრავშია საპოვნელი
This post has been edited by ქორიონი on 3 Sep 2023, 00:02