თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდია
http://www.minecraft.net/თამაშზე სრული ინფორმაცია აქ არის:
http://www.minecraftwiki.net/wiki/Minecraft_Wikiთამაში წარმოადგენს ძალიან დიდი ზომის სამყაროს, ტერიტორიით დაახლოებით 8-ჯერ დიდს ვიდრე დედამიწაა. ამ სამყაროს ნებისმიერი მეტრი შეგიძლია ფეხით გაიარო. შეგიძლია მთელი წელი იარო და იმდენ მანძილს გაივლი, რამდენსაც რეალურად გაივლიდი. აქ შეგიძლია ნებისმიერი რამე აკეთო, აშენო, ანგრიო, თხარო, ინადირო, სასახლეები, მიწურები ან ლაბირინთები აშენო ან მიწისქვეშა გამოქვაბულების ქსელი შექმნა. ნებისმიერი ნივთი აქ ხელით იქმნება. არასრული სია რეცეპტების აქ არის:
http://www.minecraftwiki.net/wiki/Craftingთვით თამაშის გრაფიკა ცოტა პრიმიტიულია, რადგან თამაში ჯერ კიდევ ბეტაა, მაგრამ არსებობს მრავალი ტექსტურების ნაკრები, რომლებიც ბევრად აუმჯობესებენ მას. ერთ-ერთი საუკეთესო პაკი შეგიძლიათ გადმოიწეროთ, თუ მოძებნით misa221.zip-ს.
თამაშში არის პვპ და პვე-ც.
ეს თამაში, ვერსია 1.7.3 ანუ ბოლო ვერსია, სატესტო რეჟიმში დაყენებულია სერვერზე 94.137.186.133
თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია ითამაშოს. აპთაიმი სადღაც 95%-ია.
სერვერის წესებია:
კლასიკური სურვივალი
პვპ ჩართულია
პვე ჩართულია
ნეზერი ჩარულია
ყველაფრის აშენება შეიძლება
ყველაფრის დანგრევა შეიძლება
ცეცხლი, სანთებელა, ტნტ დაშვებულია
სრული თავისუფლებაა შენებაში და ნგრევაში. თუ გინდათ რომ დაცული იყვეთ, აშენეთ მოშორებულ ადგილას, ტერიტორია დიდია, დედამიწაზე 8-ჯერ დიდი :-)
სერვერზე შემოსვლა სასურველია ოფფ სერვერზე ნაყიდი კლიენტით, თუმცა რადგანაც სერვერი სატესტოა, დაშვებულია დაურეგისტრირებელი (პირატული) კოპიებითაც შემოსვლა, რომლებიც მრავლად მოიპოვება ინტერნეტში. ასეთი კლიენტებით შემოსვლის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ სახელის შეცვლა და უნიკალური სახელით შემოსვლა, თორემ დეფაულთ სახელი დაბლოკილია. სახელის შეცვლის ინსტრუქციაც მრავლადაა ინტერნეტში. რუტრაკერზეც დეტალურად არის დაყენების ინსტრუქციები და კლიენტები.