აჭარა პს.
http://adjaraps.com/2012/01/23/%E1%83%95%E...83%A3%E1%83%A0/ამონარიდი
მიუხედავად ყველაფრისა დადგა დრო როცა აჭარაში მცხოვრები ქართველობა ტრადიციულ ქრისტიანულ სარწმუნოებას აქტიურად უბრუნდება და ეს პროცესი ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რაც საქართველოს ნებისმიერი კუთხის მოსახლეობას შეშურდება. სრულდება საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მოწოდება ”აჭარამ უნდა მოაქციოს საქართველო”. ამ საერთო საქმეში სასულიერო პირებთან ერთად თავისი ქრისტიანული რწმენით ქაურები გამოირჩევიან.
ამ სასურველი პროცესის მომსწრენი ძნელად შევეგუეთ იმას, როცა ამასწინათ ბათუმში ადრეულ წლებში მოქმედი ჯამის ”აზიზიეს” მაგივრად ახალი მუსლიმანური ტაძრის აშენების საკითხი დაისვა, რომლის ინიციატორი ფარულად ორივე ქვეყნის ხელისუფლება გახლდათ. მრევლის სახელით ითხოვდნენ იმ სასულიერო ცენტრის აღდგენას, რომელიც კომუნისტური მმართველობის პირველ წლებშივე დაინგრა.
ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მოძრაობაში ”რესპუბლიკური” პარტიის აჭარის სამხარეო ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე მურმან დუმბაძე გამოირჩეოდა. ბატონი მურმანი საკითხს აყენებდა, რომ მუსლიმანური სასულიერო ტაძრების, მეჩეთების მშენებლობაში ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს, იგი მრევლის გადასაწყვეტი გახლავთ. რაც შეეხება აჭარაში მეჩეთების მშენებლობას, მას ხელი არასდროს შეშლია, რასაც ჩვენს მხარეში 150-ზე მეტი მეჩეთისა და სხვა სასულიერო ობიექტის არსებობაც ადასტურებს.
ბატონი მურმან დუმბაძე ამ აქტიურობისთვის ”რესპუბლიკური” პარტიის რიგებიდან გარიცხეს, რასაც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პოზიცია დაუდეს საფუძვლად. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბათუმში ”აზიზიეს” ჯამის აღდგენა სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა, რომლის წინააღმდეგ სწორედ მურმან დუმბაძემ გაილაშქრა. რესპუბლიკური პარტიის წევრობის 20 წლიანმა სტაჟმა და მისმა აქტიურმა პოზიციამ აჭარის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ვერ უშველა. იგი პარტიიდან მაინც გარიცხეს, ეს მათი ნებაა და ჩვენ არავინ შეგვეკითხებოდა, მაგრამ მურმან დუმბაძის ყველა ნაღვაწზე ქრისტიანული სარწმუნოების ქომაგობაზე წინ სხვა ინტერესები რატომ დააყენეს და არა ის, რაც უფრო ეროვნულ ინტერესებში შედის, რაზეც ადრე გვედავებოდნენ და ნაბიჯებს გვიწუნებდნენ.
უინტერესო ალბათ არ იქნება მკითხველმა იცოდეს, რომ მურმან დუმბაძის მშობლები ქრისტიანულ რელიგიას მოხუცებულობაში ეზიარნენ და მათი ოჯახი ქრისტიანული რელიგიის პროპაგანდის ნიმუშად იქცა, ვისი მაგალითიც მათმა ნათესავებმა და ბევრმა თანასოფლელმა გაიზიარა. მისმა ოჯახმა იზრუნა ახალშენის ეკლესიის რესტავრაციისა და კეთილმოწყობისათვის. ეს ინიციატივა სამაგალითო გახლავთ. მისმა პარტიამ კი ეს ღირსეული ნაბიჯები ასე `დააფასა~. ამას ჩვენთან, ქართულ ენაზე უმადურობა ჰქვია.
მოულოდნელი არც ის ყოფილა, რომ მურმან დუმბაძის პარტიის რიგებიდან დღემდე გაუგებარი მიზეზით გარიცხვის შემდეგ აჭარაში მოღვაწე რესპუბლიკელთა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად პარტიის რიგები დატოვა. მათ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ემსახურე საქართველოს” შექმნეს, რომლის თავმჯდომარეობაც ბატონ მურმანს დააკისრეს.
ყველაზე უმთავრესი მას შემდეგ მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლისა და მისი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მურმან დუმბაძემ და მისმა თანამოაზრეებმა განცხადება გააკეთეს, რომ ყველა შესაძლებლობით მზად არიან ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლონ, მათ ამ საქმეში რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელებთან დაძაბული ურთიერთობა ხელს არ შეუშლიდათ, რადგან ისინი სამომავლოდ ერთი პრობლემის, ქვეყნის ხელისუფლების შეცვლას, ქვეყნის უკეთეს მომავალს უნდა ემსახურონ.
ყოველივე ამის შემდეგ ფაქტის მოწმენი ვხდებით, რომ მურმან დუმბაძეს ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს და მასთან სამომავლო თანამშრომლობის, თუნდაც ადამიანური რესურსების `ქართული ოცნების~ სამსახურში ჩაყენებისათვის ხელი შეუშალეს. ბატონი მურმანი პოლიტიკური პროცესებიდან იზოლირებული აღმოჩნდა. ადამიანი, ვისთვისაც როგორც გამორჩეული ქრისტიანისა და ქვეყნის ერთგულებისათვის მადლობა უნდა ეთქვათ, მისი პოლიტიკური და ორგანიზაციული პროცესებიდან იზოლირება მოახერხეს.
ამ ნაბიჯების ავტორს საქმე არამარტო მურმან დუმბაძესთან, არამედ ყველა იმ აქაურთან აქვს, ვინც მეორეხარისხოვან ქართველობას სამომავლოდ ვეღარ შეეგუება. თუ ამ საკითხს კარგად ჩავუღრმავდებით და მოვლენებს გავაანალიზებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ როგორც სახელისუფლებო, ასევე პარტიული ცენტრალური ხელმძღვანელობა პერიფერიაში, ამ შემთხვევაში აჭარაში მოღვაწე თუნდაც ხელმძღვანელთა დამოუკიდებელ არა თუ მოქმედებას, არამედ დამოუკიდებელ ვერ ეგუება და ასეთ მცდელობას რეაგირების გარეშე არ ტოვებს.
`რესპუბლიკელებმა~ მურმან დუმბაძეს `დაუკრეფავში გადასვლა~ ბრალდებად წაუყენეს, ანუ მათი ნების გარეშე კუთხის ინტერესების დაცვა როგორ გაბედა. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ”დაუკრეფავში” ისინი გადადიან, ვინც ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ზოგიერთი მხარის შერწყმის იდეას სთავაზობენ… ცხადია, მოვლენებზე წინსწრებას სასურველი შედეგი არ მოუტანია, რასაც გათვალისწინება სჭირდება.
ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს, ჩვენ იმისათვის ვიზრუნებთ, რომ ქვეყნის იმედად ქცეულმა ადამიანმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარისადმი მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს, მოვლენები სწორად გააანალიზოს და ამის შემდეგ იზრუნოს მხარეების შერწყმასა თუ შეერთებაზე. ეს ურთულესი თემა გახლავთ, რომელსაც თავის დროზე კომუნისტები შეეთამაშენ, როცა ქუთაისის ოლქი შექმნეს და იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მხარეები გააერთიანეს, რასაც არანაირი შედეგი, გარდა დამატებითი გაუგებრობისა არ მოჰყოლია.
დაბოლოს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით მდგომმა ადამიანებმა, ვისაც იგი ასე მიენდო, უნდა იცოდნენ, რომ ”რესპუბლიკელებისაგან” მოკვეთილი მურმან დუმბაძის გვერდით მდგომ, საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფს შორის ეს ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების მიზი თუ არ გაირკვა და მას რეალური შეფასება არ მიეცა, აჭარაში ”ქართულ ოცნებას~ წარმატება არ უწერია. უფრო მეტიც, თუ ეს პროცესი სამომავლოდაც ასე გაგრძელდა, ამაზე პასუხს არა მარტო მურმან დუმბაძისაგან, პირველ რიგში ”რესპუბლიკური” პარტიის ლიდერებისგანაც მოითხოვს, რომელიც აჭარაში ქრისტიანული რელიგიის მოქცევასა და მისი ხელშემწყობი ადამიანების ნაღვაწის შეუფასებლობას, უმადურობას უკავშირდება. თუ ვინმე ცდილობს აჭარაში უსიტყვო მორჩილება, მაამებლობა დააბრუნოს, ცდება. თუ ვინმე პოლიტიკური სიტუაციის გამრუდებას, მის დაუშვებელი ხერხებით ”პრივატიზაციას” შეეცდება, ესეც საპირისპირო შედეგით, ხელისუფლების სასარგებლოდ დამთავრდება. აჭარაში თავს ძალდატანებით ვერც შეაყვარებ და არც შეგიძულებენ. ფრთხილად ბატონებო, სახიფათო თამაშს თავი დავანებოთ.
ამბები.გე
ნანა დევდარიანი - ”ივანიშვილის გარემოცვა ყოველთვის ეცდება, მასთან ახლოს არავინ მიუშვას” წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/47285-nana-d...l#ixzz1kYLURApt- ლაპარაკია, რომ ბიძინა ივანიშვილს ახალ პარტიაში გაწევრების კანდიდატები - მურმან დუმბაძე და რეზო ამაშუკელი დაუწუნეს. წერილში წერთ: "ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ბიძინა ივანიშვილს ყურში ჩასჩურჩულეს, რომ მე 2003 წლის არჩევნებზე "ფული ვაკეთე". გამოდის, თქვენი კანდიდატურაც დაიწუნეს?
- ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, ენას ძვალი არა აქვს, მაგრამ ამას რომ დაიჯერებ, ესე იგი პოლიტიკურად ძალიან მიამიტი ხარ, თუმცა არც კი ვიცი, დაიჯერა თუ არა ეს ბატონმა ბიძინამ. ვფიქრობ, ივანიშვილს გაუჭირდება ამ ვითარებაში ყოფნა, რადგან მისთვის ამგვარი ცხოვრების წესი უცხოა, ქართულ პოლიტიკაში კი მტკიცედ დამკვიდრებული წესია, ვიღაცამ ვიღაცას გზაზე გადაურბინოს, სხვისი დისკრედიტაციის ხარჯზე დაწინაურდეს და ა.შ. ამას ემატება კიდევ სერიოზული ფაქტორი, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის დიდ ფინანსურ შესაძლებლობებსა და კიდევ არაერთ სხვა რესურსს. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ყოველთვის ეცდება, მასთან ახლოს არავინ მიუშვას. ეს სასახლის კარის ინტრიგებს ჰგავს.
კვირის პალიტრა
http://www.kvirispalitra.ge/politic/11030-...hi-avtoriq.htmlხიდაშელის კომენტარიამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მომავალ პარტიაში ყოფილი რესპუბლიკელის მურმან დუმბაძის წევრობაც განიხილებოდა, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიამ ეს დაბლოკა, ეს თუ შეეფერება ეს სიმართლეს?
- საინტერესოა ვინ ამბობს, ამგვარი რამ ბიძინა ივანიშვილისგან ან ჩვენგან ვინმემ მოისმინა? ვიღაცამ, სადღაც თქვა ან დაწერა, არ ნიშნავს იმას, რომ აბსურდზე და არარსებულ ამბავზე კომენტარი უნდა გავაკეთო.
http://asavali.ge/2012-4/1-20.PM5.pdfმე ბიძინას გასაგონად ვთქვი მწარ სიმართლე-ნანა დევდარიანი ქალბატონო ნანა გისმენთ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილთან უკან მისასვლელ გზებსაც იჭრით თქვენი მკვეთრი განცხადებებით:
ჩემი მიზანი საკუთარი პერსონისთვის ყურადღების მიქცევა კი არ იყო, არამედ ის რომ ბიძინას ეს მტკივნეული საკითხები სცოდნოდა, თუ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფეს, შესაბამისად ვერც სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს ხომ?
ისე მე რათქმა უნდა უკან დაბრუნებას არ ვაპირებ, ეს გამორიცხულია, წეღან მურმან დუმბაძეზე გითხარით და გეკითხებით, პირადი ამბიციების გამო მურმან დუმბაძეს უარს რომ ეტყვი თანამშრომლობაზე საერთო საქმეს ამიტ ხომ აზარალებ?
-----------------
შემოგვიტიეთ ხომ აჭარლებს რესპებო????
This post has been edited by bmwkim687 on 26 Jan 2012, 13:27
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი