სრული სახელ გვარი - ოთარ ვახტანგიჩ მეღვინეთუხუცესი
დაბადების ადგილი- თბილისი
დაიბადა - 1932 წელის 16 იანვარს.
საქმიანობა - მსახიობი
პრემიები და წოდებები 1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
1973 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
1977 წ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (თეატრში გაწერული ღვაწლისთვის)
1979 წ. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
1981 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემია
1981 წ. საბჭოთა კავშირის სახალხო პრემიის ლაურიატი (როლისთვის დათა თუთაშხია)
1992 წ. ტოკიოს VI-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია “მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის” დ. ასტრახანის ფილმში “განვედ ჩემგან”
Изыди! - -
გადმოსაწერი ლინკი 1997 წ. სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია
1998 წ. რუსთაველის სახელმწიფო პრემია
2000 წ. ღირსების ორდენი
2001 წ. რუსეთის თეატრალური სფეროსა და ბიზნეს სამყაროს პრემია “კუმირი” ნომინაციაში «საუკეთესო დრამატული როლი» (სპექტაკლ «ანტიგონეში»)
2001 წ. რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია “თოლია” (როლისთვის სპექტაკლ ანტიგონეში)
2001 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემია
2007 წ. პუშკინის მედალი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Медалью Пушкина награждаются российские граждане и иностранцы за заслуги в области культуры и искусства, просвещения, гуманитарных наук и литературы, за большой вклад в изучение и сохранение культурного наследия, в сближение и взаимообогащение культур наций и народностей, за создание высокохудожественных образов.
ფილმოგრაფია1. მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი - (2008)
2. გაჭედილები (ენკი–ბენკი) - (2003)
3. ანთიმოზ ივერიელი (დავით გარეჯის წინამძღვარი) - (2001)
4. ძვირფასო მ. - (2000)
5. წარსულის აჩრდილები (ქაიხოსრო) - (1996)
6. იავნანა (მოლა) - (1994)
7. თეთრი ბაირაღები (ისიდორე) - (1990)
8. სპირალი (დავით გიორგაძე) - (1990)
9. ტურანდოტი (ხოზრევანი) - (1989)
10. ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) (მთავარი) - (1988)
11. ხარება და გოგია - (1987)
12. ორომტრიალი (დიმიტრი) - (1986)
13. ჭიდაობას რა უნდა (ბაადურ ხერხეულიძე) - (1986)
14. გზა შინისაკენ - (1981)
15. ძმა (ფაღავა) - (1981)
16. გამარჯობა ყველას (ფიროსმანი) - (1980)
17. დათა თუთაშხია (დათა თუთაშხია) - (1978)
18. ნატვრის ხე (ელიოზი) - (1976)
19. მთვარის მოტაცება (არზაყან ზვამბაი) - (1973)
20. მზე შემოდგომისა (ვახტანგი) - (1973)
21. ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (კაცი სათვალეებით) - (1972)
22. მშვიდობით, ინესა ! (ალონსო) - (1972)
23. სამკაული სატრფოსათვის (მაგომედი) - (1971)
24. ცოტნე დადიანი (ცოტნე დადიანი) - (1971)
25. დიდოსტატის მარჯვენა (მეფე გიორგი) - (1970)
26. ტარიელ გოლუა (გაიოზი) - (1968)
27. უსახელო უფლისციხელი - (1968)
28. ვედრება (ჯოყოლა) - (1967)
29. ვინ შეკაზმავს ცხენს (გვადი) - (1963)
30. კეთილი ადამიანები (გიგა) - (1961)
31. ერთი ცის ქვეშ (ბონდო) - (1961)
32. ფატიმა (ჯამბულატი) - (1958)
ანტიგონე 10 წლის წინ
სპექტაკლები მისი მონაწილეობით
მარჯანიშვილის დრამატული თეატრი - ნაზიმ ჰიქმეთი "ლეგენდა სიყვარულზე" ვეზირი, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი?!" გიჟი რევაზი, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი
- ვალერიან კანდელაკი "მაია წყნეთელი"ქარიყლაპია, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- ფრიდრიხ შილერი "მარიამ სტიუარტი" გრაფი ბევერლი, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი
- კიტა ბუაჩიძე “მკაცრი ქალიშვილები” ნაპოლეონ ჭინჭილეიშვილი, რეჟ. თენგიზ კანდინაშვილი
- ვაჟა-ფშაველა “მოკვეთილი" ჩონთა, რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
- უილიამ შექსპირი “რიჩარდ მესამე" ლორდ ლეველი, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი
- მაქსიმ გორკი “ფსკერზე" სატინი, რეჟ. ლილი იოსელიანი
- ალექსანდრე კორნეიჩუკი “ესკადრის დაღუპვა" გაიდაი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- ლეონიდ ლეონოვი "შემოსევა" ფეოდორ ტადანოვი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- ა. ზაკი, ი. კუზნეცოვი “ორი ფერი" ნოდარი, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი
- ბერნარდ შოუ “იულიუს კეისარი და კლეოპატრა" რუფიო, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი
- უილიამ შექსპირი “აურზაური არაფრის გამო" ბენედიქტი, რეჟ. ლილი იოსელიანი
- ს. ბეგიაშვილი “უცნობი" რომეო, რეჟ. ლილი იოსელიანი
- ჯერომ სელინჯერი “თამაში ჭვავის ყანაში" სტრედლეიტერი, რეჟ. იური კაკულია
- კარელ ჩაპეკი “დედა" ონდრა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ჟან ანუი “ჟანა დარკი" ვარვიკი, რეჟ. ლევან მირცხულავა
- ეთერ ციცაგი “ფითრი “ ირაკლი, რეჟ. ლილი იოსელიანი
- ვადიმ კოროსტილევი “მარტოობის დღესასწაული" ფიროსმანი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- სოფოკლე “ოიდიპოს მეფე" ოიდიპოსი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე, თამაზ მესხი
- ლაიოშ მაროტი “ჯორდანო ბრუნო" პაპი კლიმენტი VIII, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- ფრიდრიხ დიურენმატი “რომულუს დიდი" რომულუს ავგუსტუსი, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- ლეო ქიაჩელი “ჰაკი აძბა" უჯუშ ემხა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ლალი როსება “პროვინციული ამბავი" ლეო, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- უილიამ შექსპირი "ოტელო" ოტელო, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ტენესი უილიამსი “იგუანას ღამე" შენონი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- თამაზ გოდერძიშვილი “ილია ვარ!!!" ექიმი იაშვილი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ალექსანდრე აფინოგენოვი “შიში“ ბოროდინი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- გრიგოლ რობაქიძე “გრაალის მცველნი" თავადი გიორგი, რეჟ. დავით ანდღულაძე
- ჯაბა იოსელიანი “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" გიორგი XII, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- უილიამ შექსპირი “ანტონიუსი და კლეოპატრა" ანტონიუსი, რეჟ. ჰილარი ვუდი /ინგლისი/
- ვაჟა-ფშაველა “ბახტრიონი" ქადაგი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- უილიამ შექსპირი “მეფე ლირი" მეფე ლირი, რეჟ. დავით დოიაშვილი
- ანტონ ჩეხოვი "სამი და" რეჟ. დავით დოიაშვილი
- ჟან მარსანი "მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია" ერვე მონტანი, რეჟ. დავით დოიაშვილი
- ჟან ანუი “ანტიგონე" კრეონი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მიხეილ ბულგაკოვი "პილატე" პილატე, რეჟ. თემურ ჩხეიძე
ანტიგონე 10 წლის შემდეგ
რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი- ედუარდ როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი" სირანო, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- ვადიმ კოროსტილევი "ასის წლის შემდეგ" ნიკოლოზ პირველი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- მაქსიმ გორკი "ფსკერზე" სატინი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე, ნუგზარ გაჩავა
- ი. კატონა "ბანკ-ბანი" ბანკ-ბანი, რეჟ. გ. ბერენი
- ნოდარ დუმბაძე "საბრალდებო დასკვნა" ლიმონა, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- ნეილ ვასერმანი, ჯო დერიონი "ლამანჩელი" სერვანტესი, დონ კიხოტი, რეჟ. გია ანთაძე, ნუგზარ გაჩავა
- ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული" ფიროსმანი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
თეატრალური ინსტიტუტი- დავით კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება" ფილიპე, რეჟ. აკაკი დვალიშვილი
- ანტონ ჩეხოვი "ხელის თხოვნა" ივანე ლომოვი
- მაქსიმ გორკი "უკანასკნელნი" იაკობი რეჟ. დოდო ალექსიძე
- ალექსანდრე კორნეიჩუკი "მაკერ დუბროვი" კონდრატ ტოპოლია, რეჟ. აკაკი ხორავა
თბილისის სანიტარული კულტურის თეატრი- ლილი იოსელიანი "ჩვენი ერთი საღამო" გივი, რეჟ. ლილი იოსელიანი
- ვ. აქსიონოვი, ი. სტარავოი "კოლეგები" რეზო თარხნიშვილი, რეჟ. ლილი იოსელიანი
მოსკოვის სამხატვრო თეატრი- ჟან ანუი “ანტიგონე” კრეონი, - სპეც. მიწვევით.

როცა თემა აქვს მიშა მესხს (უმცროს. ვითომ, ან სულაც ძალით მსახიობს) და სხვა უამრავ არასაჭირო ფილმსა თუ "არტისტს" ჩემი აზრით, ოთარ მეღვინეთუხუცესი, იმ უიშვიათესთაგანია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს საკუთარ კუთხეს.
ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი. სცენაზე მისი გენიალური თამაშით აიძულა მაყურებელი, ფეხზე დამდგარიყო, ქედი მოეხარა მის წინაშე და ტაში დაეკრა ისე რომ "ნასპექტაკლევს" ხელები ტკენოდა

.
ეს არის ადამიანი, რომლის ხათრის გამო, ტაშს უკრავენ და ვარსკვლავს უხნიან მის მეუღლეს (გურანდა გაბუნიას)

.
ეს არის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნიდ კარგად იცის მისი საქმე. და დღეს, საქართველოში, თუ ვინმე დარჩა ისეთი, ვინც ღირსეულად იმსახურებს მქუხარე აპლოდისმენტებს, ერთ ერთი უდაოდ ბატონი ოთარია,
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ განყოფილება ისე აქტიური ვეღარ არის რიგი მიზეზების გამო, იმედს ვიტოვებ პირველ გვერდზე არ გაცივდება ეს თემა

.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)