გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის თანახმად "გაუდაბნოება" ნიშნავს მიწის დეგრადაციას არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბჰუმიდურ რაიონებში, გამოწვეულს სხვადასხვა ფაქტორებით, მაშ შორის კლიმატური ცვლილებებით და ადამიანის საქმიანობით.
1994 წლის 17 ივნისს პარიზში მიღებულ იქნა კონვენცია რომელიც ითვალისწინეს გაუდაბნოებასთან ბრძოლას.
ამ კონვენციაზე ხელი მოაწერა 160-ზე მეტმა სახელმწიფომ.
საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 1994 წელს, ხოლო რატიფიკაცია მოახდინა 1999 წლის ივლისს, რითაც ვალდებულებები აიღო შეიმუშავოს გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისაკენ მიმართული სათანადო ღონისძიებები.
სამწუხაროდ საქართველოს მხრიდან ვალდებულებები არ სრულდება ამის ნათელი მაგალითია აღმოსავლეთ საქართველოს გაუდაბნოებული ტერიტორიები. ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორია (ოდესღაც არსებული ქარსაცავი ზოლი აღარ არსებობს, ადგილობრივმა მოსახლეობამ პირწმინდად გაკაფა ტყეც და სავალი გზის ორივე მხარეს არსებული ქარსაცავი ზოლებიც.), შირაქი და ა.შ.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელი ხელისუფლების სიყოჩაღეს.
ასეთ ქვეყანას პრეტენზია არ უნდა ქონდეს ევროკავშირში თუ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ასევე ფრიად საინტერესოა რას აკეთებს საქართველოში არსებული გაეროს წარმომადგენლობა?!

ნუთუ ხელისუფლება მათაც ფულს უხდის პირში წყლის დასაგუბებლად.
კორუფცია, კორუფცია და კორუმპირებული მთავრობა
This post has been edited by millionpixel on 11 Feb 2012, 16:45
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.