Solitaire
Crazy Member
    
ჯგუფი: Members
წერილები: 4329
წევრი No.: 33099
რეგისტრ.: 15-April 07
|
#17018552 · 19 Dec 2009, 13:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შოვინისტური იდეებით გაჟღენთილ ქართველ ერს ხშირად გვჩვევია ნებისმიერი მასშტაბური საქმის/პიროვნებისთვის "საამაყო"-ს ტიტულის მინიჭება. ეს ალბათ პატარა ერის კომპლექსი უფროა, ვიდრე ამ ფაქტების რეალური გაანალიზების შედეგი. ამისთვის სტალინიც კმარა, რომლის მიერ დათესილ ღვ არძლს დღემდე ვიმკით, მაგრამ ხალხს მაინც ეამაყება, იმიტომ რომ სტალინი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი წარმოშობით ქართველი იყო. რა შუაშია სტალინი?? იმ შუაშია, რომ სამწუხაროდ ძალიან გვაწუხებს ნებისმიერი "ჩვენიანის" ან "ჩვენებურის" კერპად ქცევის სინდრომი, ყოველგვარი განსჯისა და რაციონალურად აზროვნების გარეშე.
ამ შემთხვევაში კი 100 000 მოწამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე-13 საუკუნეში მომხდარი ეს ფაქტი რათქმაუნდა, როგორც მოსალოდნელია გაყინული ორთოდოქსული ტრადიციებისმქონე ქვეყნისთვის, დღემდე დიდ სიამაყის საგნად რჩება... როდესაც თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულმა ვიდეო-შარჟებმა მთელი ერი დააყენა ფეხზე და ქვეყანაში ნამდვილი რელიგიური ისტერია დაიწყო, 100 000 მოწამის ხსენების დღეც მოახლოებული იყო... და სწორედ ამ დროს თავგადაკლული მორწმუნეების მხრიდან გაჩნდა დაახლოებით ასეთი პათოსის მქონე კითხვები/მოწოდებები "აი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, 100 000 კაცი შეეწირა ქრისტიანობას, თქვენ კი ამას ებრძვი?"... "ეს სატანისტები ვერაფერს დაგვაკლებენ, 100 000 მოწამის მშობელი ქვეყნის შვილები ვართ!" და.ა.შ (დაახლოებით რა ტექსტებს იტყოდა ტიპიური " ჭეშმარიტი ქართველი მორწმუნე" ისედაც კარგად იცით. რატომღაც არავის გასჩენია კითხვა, იბრძოლეს კი იმ 100 000 ადამიანმა საკუთარი რწმენის, საკუთარი ქვეყნის და უბრალოდ, საკუთარი თავის გადასარჩენად? თუკი პასუხის ძებნას შედარებით რაციონალური გზით გადავწყვეტთ, მარტივია, რომ არა!
ჯერ ვნახოთ,საზოგადოების რა ფენის წარმომადგენლები იყვნენის 100 000 ადამიანი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ: „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა - დიდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. დიდნი და მცირედნი, ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, რომელთაც უმჯობეს ირჩიეს სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე სიცოცხლე"...
ძნელი წარმოსადგენია, და თუ წრმოვიდგენთ, სამარცხვინოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ქვეყნის მმართველი ფენის წარმომადგენლებმა, მდიდართა ფენამ, მხედართმთავრებმა, მეომრებმა და უბრალოდ ჯან-ღონით აღსავსე ახალგაზრდებმა ვერ მოახერხეს მობილიზაცია იმ დონეზე, რომ მტრისთვის თუნდაც მინიმალური წინააღმდეგობა გაეწიათ. მოხუცები, ქალები და ბავშვები რომ გამოვაკლოთ, ხომ რჩება მინიმუმ 50 000 აბსოლუტურად უმაქნისი ფანატიკოსი, რომლებმაც თავი გასწირეს მხოლოდ იმიტომ, რომ "იმ ქვეყნად" დაფასებოდათ ეს საქციელი?
ჩემს აზრს, რომ მათ ეს სწორედ საკუთარი თავისგან იმქვეყნიური გმირის შესაქმნელად გააკეთეს, ნაწილობრივ ადასტურებს ისტორიული წყაროებიც, აი როგორ ამხნევებდნენ ერთმანეთს სასიკვდილოდ განწირული "ქართველი გმირები": "თანა მოქალაქენო, ნუ დააკლებთ თავთა თქუენთა გურგვინისა მისგან, რომელიცა ესერა წინა-გვიძს მოღებად"
საბოლოოდ კი ამ 100 000 ადამიანის საქციელი იგივე წყაროს მიხედვით ასეა შეფასებული: „აჰა, მადლი ქრისტეისი განსაცვიფრებელი, აჰა, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი სამაგალითო, აჰა, ერთობაი ერისა სანატრელი“...
მე მაინტერესებს რომელ ერთობაზეა საუბარი როცა ათასობით მუტრუკმა ერთი ცული არ დაიჭირა ხელში რომ საკუთარი თავი, ოჯახი და ქვეყანა დაეცვა? ამის სანაცვლოდ კი თავად მოუწყვეს ერთს უდიდესი დემოგრაფიული კატასტროფა. მე მაინტერესებს, თუ ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ადამიანები ვინც ბრძოლით დაიცვეს სარწმუნოება და ქვეყანა, მაშინ რატომღა შერაცხეს წმინდანებად ადამიანები, ვინც უბრძოლველად ჩაბარდა მტერს??? მე მაინტერესებს, ხვალ რომ სხვა დამპყრობელი შემოიჭრას და ჩემი თავი უბრძოლველად მივართვა (თუნდაც ქრისტიანობის გამო) და ხელიც კი არ გავანძრიო ჩემი თავის, ოჯახის და ქვეყნის დასაცავად, ამ უმაქნისობის გამო მეც შემრაცხავენ წმინდანად?
თუკი ეს იმ დროს, მე-13 საუკუნეში გმირობად ითვლებოდა, იმის მერე ხომ გავიდა 7 საუკუნე? ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ხდება საზოგადოებაში ამ დღის გადაფასება? ისიც ხომ კარგად ვიცით რომ მსგავსი რამ დღეს აღარ მოხდება, რომ დღეს 100 000 კი არა, 1 000 ადამიანიც აღარ შესწირავს თავს ერთ დღეს სარწმუნოების გამო? მაშინ რატომღა მიგვაჩნია, რომ 100 000 ადამიანის აბსოლუტური უმაქნისობა, ხელის გაუნძრევლობა და საკუთარი ერისთვის დემოგრაფიული კატასტროფის მოწყობა ჩვენი საამაყო ფურცელია ისტორიაში??? და საერთოდ, თუკი დღევანდელი გადასახედიდან შევხედავთ (და თუ ისიც ვიცით რომ ისტორიის შეფასება/გადაფასება ხდება არა იმ კონკრეტულ მომენტში, არამედ წლების და საუკუნეების შემდეგ), მაშინ 100 000 მოწამის დღე უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყე, თუ სირცხვილი???
This post has been edited by Solitaire on 19 Dec 2009, 14:34
|