აუ, ქართველების დანახვაზე რომ ჩუმად არიან, ამ ხალხის არ მესმის,
სახლში ხომ არ მიყვები, უთხარი კარგი გამარჯობა და მორჩა,
უფრო მეტი სირცხვილი არ არის , რომ იმალები ?
თუმცა ზოგჯერ მართლა ჯობია ჩუმად იყო,
მე ამისწინ დამემართა შვედეთში მოვდივარ ჩემთვის ქუჩაში, აი ძალიან უწყინარი სახით
არაფერი განსაკუთრებული ჩაცმული არ ვარ, და ძალიან დაღლილი და მშიერი მოვლასლასებ
და წინ მოდიან და აშკარად მე მიყურებენ ორი ძალიან დაბალი, შავი და მსუქანი გოგო, და ჩაფუთნული
აი ლაითი მუსლიმნები რომ არიან ხოლმე, არც მთლად წესებს რომ იცავენ და მაინც ტონა ტანსაცმელში
და მიყურებენ ძალიან ცუდად და დავიძაბე, მეთქი რამეს ხომ არ ვაშავებ , რა ხდება
და გვერდზე რომ გამიარეს, ერთი ეუბნება მეორეს ჩემზე ქართულად
ამას თავი ძალიან ლამაზი ხომ არ გონიაო ?

აი,ჯერ ქართული რომ გავიგე ისე გამიხარდა
მაგრამ აი, რა შუაში იყო ეს , საერთოდ რამე რატომ უნდა მგონებოდა,ჩემთვის საწყლად მივდიოდი
და მერე გამიხარდა რომ ტელეფონზე არ ვსაუბროდბი ან რამე, ვერ მიხვდენ ქართველი რომ ვიყავი.
და ზოგადად ძალიან სამწუაროა, შენ შენ ქვეყანას რომ აცნობენ უცხოელ მეგობრებს
და გარკვეულ წარმოდგენას უქმნი და ამ დროს ვიღაც ველური გამოვარდება.
თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია.
----------------------------------