ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი ლიტერატურულ -ეკრანული პერსონაჟი გამახსენდა - გრაფი სალინა ვისკონტის "ლეოპარდიდან"... ბერტ ლანკასტერი, ესე იგი.
არა, ეს ხომ მართლა გენიოსი უნდა იყო, სავსებით ბრუტალური გარეგნობის ჰოლივუდელ "მაგარ ბიჭში" რაფინირებული იტალიელი არისტოკრატი დაინახო და არა მხოლოდ დაინახო, არამედ ასეთად აქციო კიდეც
კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჯერემი აირონსმა პროფესორ ჰუმბერტის როლში ("ლოლიტა")...
რამდენიმე ხნის წინ "ჯეინ ეარი" გადავიკითხე (მაქვს ხოლმე ასეთი პერიოდები - ბავშვობის წიგნების წაკითხვა, ამჯერად ორიგინალში

), ამასთან დაკავშირებით რომანის მრავალრიცხოვან ეკრანიზაციებსაც "გადავხედე" და კატასტოფული ჯეინების მთელი წყება აღმოვაჩინე.
როჩესტერს კიდევ გაუმართლა, თუნდაც მხოლოდ ტიმოტი დალტონის სახით, აი ჯეინს კი...
მოდი და მგონი, ლამის 180 სმ სიმაღლის, ქრონიკულად უჟმური გამომეტყველების შარლოტა გინსბურგი "პატარა ელფად" აღიქვი
This post has been edited by sandy on 12 Apr 2012, 10:23