#29698448 · 13 Feb 2012, 18:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, მაინა კიაიმ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც კიაიმ "ქორთიარდ მარიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დემოკრატიისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, "ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში ზოგადად არსებული დადებითი ტრაექტორია შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს და მოდერნიზაციაზე ორიენტირება ფართოდ გავრცელებული შიშის, დაშინების და ფუნდამენტური თავისუფლების თვითნებური შეზღუდვების მიმართულებით წაიყვანოს".გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური თამაშის ველია. აღნიშნულ თემაზე საუბრისას მან "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში გასული წლის დეკემბრის ბოლოს შესული ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკა."2011 წლის გვიან დეკემბერში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რაც გავლენას ახდენს გაერთიანების უფლებებსა და მშვიდობიან შეკრებაზე. მე ვაკვირდებოდი, რომ ცვლილებები, რომელიც გარკვეულ პერიოდში ორაზროვანი და ბუნდოვანი ენით გადმოიცა, მთლიანობაში უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას ახდენს და საგრძნობლად არღვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონს. საერთაშორისო კანონი სახელმწიფოებს ვალდებულს ხდის, რომ პატივი სცენ და დაიცვან ყველა პირის უფლება, თავისუფლად, დამოუკიდებლად მოხდეს მათი პოლიტიკური უპირატესობების გაერთიანება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების 22-ე მუხლის მიხედვით, ხალხს გაერთიანების საშუალება შეუფერხებელი შეზღუდვების გარეშე ეძლევა, მათ შორის - პოლიტიკური მიზნების კუთხითაც", - განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, რომლის შეფასებითაც, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეცვლილი ორგანული კანონი არღვევს გაერთიანების უფლებას და საფრთხეს უქმნის უფლების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო გაერთიანებებს. აღნიშნულ კონტექსტში, მაინა კიაი კონტროლის პალატის მიერ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფინანსური ანგარიშის მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "არსამთავრობო ორგანიზაციებსა და ნებისმიერ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კანდიდატს ან მათი არჩევანის პოლიტიკურ შეხედულებას". "გამიკვირდა ის ფაქტი, რომ კანონი კონტროლის პალატას უფლებას აძლევს, მიიღოს გადაწყვეტილება თავისი აზრის მიხედვით და გადაწყვეტილებებზე მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე. მე მტკიცედ ვაცხადებ, რომ ნებისმიერი მონიტორინგის უწყება კომპანიის ფინანსებზე უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი", - განაცხადა მაინა კიაიმ. საერთო ჯამში, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ცვლილებები კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური ქმედებების გაკონტროლების მიზნით იქნა მიღებული."ისტორია გვასწავლის, რომ მსგავსი სუბიექტური მიზნებისთვის შემდგარი კანონები ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს და ცხოვრების ცვლად გარემოში არამდგრადია", - აღნიშნა მაინა კიაიმ. www.interpressnews.ge
--------------------
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ
|