

უმანგა ოჯახს მიხედავს @ სამ 10-01 2006
http://qaflan.netai.net/Msoflioshi/G1/10_TanaQT.htm
ოლ ბლექსის კაპიტანი ნაკრებიდან წავიდა ტანა უმანგა სიტყვის კაცი გამოდგა: შეპირდა 33 წლის კივი ვაჟკაცი მედიას, ჩემი სანაკრებო კარიერის გაგრძელება-დასრულების გამო გადაწყვეტილებას ნაახალწლევს გამცნობთო და პირობაც შეასრულა - ოლ ბლექსიდან მორჭმული, დიდების მწვერვალზე წავიდა.
დალალა ტანამ განაჩენი სამშაბათს გამოაცხადა. 74-გზის ოლ ბლექი და ნაკრების ბოლო ორი წლის კაპიტანი შარშან, ბრიტანელი ლომების მოსტუმრების შემდეგვე აპირებდა საერთაშორისო კარიერის დასრულებას, მაგრამ კივთა გურუმ, გრემ ჰენრმა ევროპულ ტურნეზე მაინც დაიყოლია. მერე იყო და ბოლო, შოტლანდიის ტესტის წინ გაზეთებმა დაწერეს, უმანგა ოლ ბლექსში ბოლოჯერ თამაშობსო, მაგრამ კაპიტანმა კიდევ თვე-ნახევარი ამკითხავა საზოგადოება.
ტანა რაგბიდან მთლად არ წასულა. ერთ თვეში პირველი ზე 14 გაჩაღდება და პირველი ზე 12-დან შემორჩენილი ერთადერთი ველინგტონელი მშობლიურ ჰარიკენზს ბრძოლაში უნდა გაუძღვეს. მერე ზელანდიის რაგბის კავშირი ნაღდად გაითვალისწინებს უმანგას ღვაწლს, ბებერს კონტრაქტიდან ვადამდე გაათავისუფლებს და ტანაც კოლეგათა მსგავსად საშოვარზე წავა უცხოეთში, სადაც თამაში და მოგზაურობა უფრო შეღავათიანია, ანაზღაურება კი ერთი-ორად მეტი.
ტანამ ბრძანა, რომ ოლ ბლექსს თავს ოჯახის მისახედად ანებებს. მის განცხადებაში წერია, შავი კვართის სატარებლად ბევრი მსხვერპლი გავიღე და ამას ყოველთვის ხალისით ჩავდიოდი, ახლა კი დროა, რომ ჩემიანებს ვალი დავუბრუნოო. და მართლაც, როგორც ყველა მულღაზანზრელს (ველინგტონელი უმანგა ძირით სამოელია), ტანასაც ბევრი ნათესავი ჰყავს: ობოლი დისწულებიც კი მის კმაყოფაზე არიან.
უმანგა 13-კაცა ლიგაში გაიზარდა, 19 წლისამ ზელანდიის ჭაბუკთა ნაკრებში ითამაშა და რაგბში მერეღა გადმოვიდა. ოლ ბლექსში პირველად 24 წლისამ ირაგბა. თავიდან გარემარბად თამაშობდა, 2000 წლის ევროპულ ტურნეზე კი შუამარბად გადაიყვანეს. 2004 წელს, სანაკრებო სეზონის წინ, გურუ ჰენრმა უმანგა კაპიტნად დააწინაურა. ასე შეიქნა ტანა ოლ ბლექსის საუკუნოვან ისტორიაში პირველი უცხო, არა-მაორი და არა-პაკეჰა (თეთრი) ყოჩი.
უმანგა ორი მსოფლიო თასის (1999, 2003) მონაწილეა. პირველზე ოლ ბლექსი ნახევარფინალში სასწაულად გააბითურა საფრანგეთმა. მეორეზე უმანგა პირველსავე მატჩში ისე დაშავდა, რომ მეტად ვეღარც ითამაშა. ჰოდა, ავსტრალიამ მარჯვედ გამოიყენა 13 ნომერზე კივთა სისუსტე და ფავორიტი ზელანდია ნახვარფინალიდან დაითხოვა.
უმანგა ასპარეზზე გამოჩენისთანავე ფრიადი კოლორიტი ხომ იყო და ასაკის მატების კვალად კიდევ უფრო დაღვინდა. მტკივანი მუხლების მიუხედავად, 2005 წელი ტანასა და ოლ ბლექთა ამ თაობისთვის საუკეთესო გამოდგა. უმანგას მეთაურობით კივებმა სამი დიდი გამარჯვება მოიპოვეს: გაათახსირეს ლომები (სურათზე მარცხნივ), სამი ერის ჯილობა აფრიკას ჩამოართვეს (შუაში) და ბრიტული სლემიც შეასრულეს (მარჯვნივ).
ტანა სრულყოფილი ბეკია. დაცვის მწყობრს ალაგებს, თავად შეუმცდრად ბოჭავს და ფეხზე წამომდგარი ბურთს ღლიტავს. შეტევაში ძაან ეხერხება ღრეჩოების მონახვა და კონტაქტში ბურთის სხვისთვის გატანება. არც ფეხით შეცურება დაეწუნება. თუმც სიბერეში სიჩქარე ცოტათი მოაკლდა, ალღოთი და გამოცდილებით მაინც ინაზღაურებს ამ ზადს. ჰოდა, გასაკვირი სულ არაა ის ამბავი, რომ ლონდონის ჰარლიქვინზი უმანგას დასაუნჯებლად ნადირობას ახლავე შეუდგა.
ტანა უმანგაგარემარბი (14) და შუამარბი (13/12)
ნაკრები: ოლ ბლექსი (ახალი ზელანდია); ზე 12/14: ჰარიკენზი; პროვინცია და ქალაქი: ველინგტონი; კლუბი: პეტონე; სკოლა: პარკვეი
სრული სახელი: ჯონათან ფალეფასა; დაიბადა 1973 წლის 27 მაისს ლოუერ ჰათში (ველინგტონი). 187 სანტიმეტრი, 101 კილო. 961-ე ოლ ბლექი, 59-ე კაპიტანი
სამი ერის ჩემპიონი (1997, 1999, 2002, 2003, 2005)
ზე 12-ში: 101 თამაში, 210 ქულა (42 ლელო)
ოლ ბლექსში: 74 ტესტი, 59 გამარჯვება - 14 მარცხი, 1 ფრე; პირადი მონაგარი: 185 ქულა (37 ლელო, 1 საჯარიმო ლელო). კაპიტნად: 21 თამაში, 18 გამარჯვება - 3 მარცხი
ყველა ტესტი
" შევიდა შეცვლაზე; : შინ; - გარეთ; ! მსოფლიო თასზე
1997 ფიჯ 71:5 (ლ; 24 წლისა და 18 დღის), არგ 93:8 (2ლ), არგ 62:10 (ლ) / ავს 30:13, აფრ 35-32, აფრ 55:35 (ლ)
1999 სამ 71:13 (2ლ), სფრ 54:7 (3ლ) / აფრ 28:0, ავს 34:15, აფრ 34-18, ავს 7-28 / ტონ! 45-9, ინგ! 30-16, შტლ! 30-18 (2ლ), სფრ! 31-43, აფრ! 18-22
2000 ტონ 102:0 (2ლ), შტლ 69:20 (2ლ), შტლ 48:14 (2ლ) / ავს 39-35 (ლ), აფრ 25:12, ავს 23:24, აფრ 40-46 (2ლ) / სფრ 39-26, სფრ 33-42, იტა 56-19
2001 სამ 50:6, არგ 67:19 (ლ), სფრ 37:12 / აფრ 12-3, ავს 15:23, აფრ 26:15, ავს 26-29 / ირლ 40-29, შტლ 37-6 (ლ), არგ 24-20
2002 ირლ 15:6, ფიჯ 68:18 / აფრ" 41:20, ავს 14-16, აფრ 30-23 (სლ) / ინგ 28-31, სფრ 20-20 (ლ), უელ 43-17
2003 ინგ 13:15, უელ 55:3 (ლ), სფრ 31:23 / აფრ 52-16, ავს 50-21 (ლ), აფრ 19:11, ავს 21:17 / იტა! 70-7
2004 (დაინიშნა კაპიტნად) ინგ 36:3, ინგ 36:12, არგ 41:7 (ლ), კუნძ 41:26 (ლ) / ავს 16:7, აფრ 23:21, ავს 18-23, აფრ 26-40 / იტა 59-10 (2ლ), სფრ 45-6
2005 ფიჯ 91:0 (2ლ) / ლომ 21:3, ლომ 48:18 (ლ), ლომ 38:19 (2ლ) / აფრ 16-22, ავს 30-13, აფრ 31:27, ავს 34:24 / უელ 41-3, ინგ 23-19 (ლ), შტლ 29-10 (32 წლისა და 183 დღის)
ბობოლათა წინააღმდეგ: აფრ 13-4 (3ლ სლ); ავს 8-6 (2ლ); სფრ 5-2, 1 (4ლ); ინგ 4-2 (ლ); ლომ 3-0 (3ლ); და კიდევ: შტლ 5-0 (7ლ)
:::