წინა თემა ავიდა 100 გვერდზე, ამიტომ ვხსნი ახალს.
ზოგადი ინფორმაცია ყველაზე ღმრა და ამოუცნობ ნიშანზე:თევზები (19.02-20.03)19 თებერვალი – 20 მარტი
ზოდიაქოს 12 ნიშანი.
წყლის 3 ნიშანი
4 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ნეპტუნი.
ბედნიერი რიცხვი: 7 და ყველა, რაც 7-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ორი თევზი, სხვადასხვა მხარეს მცურავი.
ასტროლოგიური ფერები: ზღვის ტალღისფერი, ბაცი ლილისფერი, ლურჯი, ფოლადის ფერი და მოწითალო–იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: საფირონი, მარგალიტი, ამეთვისტო.
თევზი განაგებს ჰოროსკოპების მე-12 სახლს.
♓ - ქალითევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, იმდენად ქალური, რბილი და ნაზი არსებაა, რომ მამაკაცები მას, როგორც ფუტკრები ყვავილს ისე ეტანებიან.
საკმარისია გამოელაპარაკოთ, უმალვე ყოველგვარი დარდი და პრობლემა გავიწყდებათ.
თევზ ქალთან საუბარი უნებლიეთ, შემოდგომის ნესტიან ღამეში, მყუდროდ აგიზგიზებულ ბუხართან გატარებულ საღამოს მოგაგონებთ.
ამ ნაზ არსებას შეუძლია ოსტატურად დაგარწმუნოთ იმაში, რომ არასოდეს, არაფერში დაგავალდებულებთ ან დაგადანაშაულებთ.
თუმცა კარგი იქნებოდა, თუ მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, მიამიტი ბავშვივის გულუბრყვილობით თუ არ დაიჯერებთ.
მიუხედავად თავისი ანგელოზური და ნაზი გარეგნობისა, თევზი ქალი საკმაოდ მაცდური და ძალზე მოუხელთებელი არსებაა და ხასიათიც მარტის ამინდზე უფრო, ცვალებადი და არამდგრადი აქვს.
იგი ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია ნებისმიერ, პატარა წვრილმანზეც კი, საათობით იტიროს და ივიშვიშოს. ამასთან ისეთი საყვედურიანი მზერით შემოგხადავთ, გეგონებათ მის წინაშე ამ წუთას, უსუსური ბაჭია მოკალით.
თევზ ქალებს საერთოდ უყვართ უმწეო, საბრალო ქალის იმიჯის მორგება და ხანდახან ისე ღრმად შედიან როლში, რომ ყოველივე ამის ნიადაგზე, სერიოზული დეპრესიაც კი ემართებათ.
თევზი ქალის უმთავრესი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს ცდილობს, მამაკაცს გაუტოლდეს ან საკუთარი საქციელით, ამ უკანასკნელს თავმოყვარეობა შეულახოს.
ქალი თევზი თაყვანისმცემელს, სიამოვნებით დართავს ნებას მიართვას სავარძელი, ჩააცვას პალტო, მოუკიდოს სიგარეტზე და ა.შ. გარდა ამისა ამ უკანასკნელს სიამოვნებით და მთელი გულის ყურითაც მოუსმენს. სანაცვლოდ კი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მამაკაცმა იზრუნოს მასზე, გაუფრთხილდეს და ყოველგვარი უსიამოვნებისაგან დაიცვას.
იგი სიამოვნებით დაეყრდნობა ასეთ მამაკაცს მხარზე და ეტყვის, მთელი ცხოვრება შენზე ვოცნებობდიო. ამგვარი აღიარება კი, დამეთანხმებით ნებისმიერი კაცის თავმოყვარეობას უსაშველოდ ეამება.
ცოლი თევზი სიამოვნებით დაუთმობს ქმარს პირველობას, მატერიალურ თუ სამეურნეო საკითხებში. მაგრამ თუ მდგომარეობამ აიძულა, მეუღლეს ფინანსური კრიზისის დაძლევაშიც დაეხმარება.
ეს მაინც და მაინც იმას როდი ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად სამუშაოს საძებნელად წავა. არა, უბრალოდ სანამ მეუღლეს საქმეები, არცთუ სახარბიელოდ მისდის, ეცდება მადა რამდენადმე დაიოკოს და ვახშამს შამპანურის ნაცვლად, ვაშლის წვენი მიაყოლოს.
ბავშვები თევზ ქალს მთელი გულით უყვარს, მაგრამ მეუღლის წილ სიყვარულს მათზე არასოდეს გადაიტანს. თუმცა ყველაზე სუსტი, ავადმყოფი და შეუხედავი შვილი, განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით ეყვარება.
მართალია იგი ბავშვებზე გადაყოლილი დედაა და პატარების გამო, თავის გაწირვაც კი შეუძლია, მაგრამ საკუთარი რბილი და დამყოლი ნატურიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შვილების მტკიცე ნებისყოფის და ძლიერი სულის პიროვნებებად გაზრდა შესძლოს.
♓- მამაკაცითევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, შეუძლია ცხოვრებაში ყველაფერიც იყოს და არაფერიც. ყოველივე მის შეუპოვრობასა და შორსმჭვრეტელობაზეა დამოკიდებული.
მამაკაცი თევზი სუსტი და დაუცველი არსება ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ ზოგიერთი მათგანი ხშირად ოცნებებს ეძლევა და ცხოვრებისეულ შანსებს ხელიდან უშვებს.
აქედან გამომდინარე, თუ თევზმა ოცდახუთი წლის ასაკში არ იცის, რომელ ტალღაში აჯობებს ჩაყვინთვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი თავის ჭეშმარიტ ადგილს, ოდესმე მაინც იპოვნის ცხოვრებაში.
მართალია ემოციური კუთხით, მამაკაც თევზთან მისი ცხოვრების მეგზური ქალი, ძალიან ბედნიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ მოგეხსენებათ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებით შორს ვერ წახვალ და თუ პრაქტიკული პიროვნება ხართ, მომავალზე უტოპიურ ოცნებას, თქვენს თაყვანისმცემელ თევზთან განშორება გიჯობთ.
თუმცა თუ თქვენი რჩეული, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა და უნარი შესწევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ეს ტიპი, ნებისმიერი ქალისთვის აღმოჩენაა და თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.
თევზი მამაკაცი, არაჩვეულებრივი სულიერი მეგობარი და თანამოაზრეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ახლობლები ხშირად თავიანთ, ყველაზე უსიამოვნო და სამარცხვინო საიდუმლოებებსაც კი ანდობენ ხოლმე. მაგრამ თევზი მისთვის მინდობილ საიდუმლოს, მით უმეტეს, თუ მას ამის შესახებ სთხოვენ, ყოველთვის საიმედოდ შეინახავს.
მართალია ისეც ხდება, რომ მერკურის გავლენის ქვეშ მოყოლილ თევზებს შორის, ნამდვილი ყბედებიც გვხვდებიან, მაგრამ საერთო ჯამში თევზები, საკმაოდ სიტყვაძუნწი და დინჯი ხალხია.
თევზი მამაკაცები ნაკლებად ეჭვიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ თუ ეჭვიანობენ კიდეც, ამას უცხო თვალი ვერასდროს შეამჩნევს (გაიხსენეთ მათი სამსახიბო ნიჭი). მაგრამ, თუ შამჩნიეთ, რომ თქვენს თევზს, მოწყენილობა და პესიმისტური განწყობა ეუფლება, ეცადეთ ყოველგვარი საქმე გადადოთ და როგორმე გაართოთ იგი.
კარგი იქნება თუ მასთან ერთად, თეატრში ან გამოფენაზე წახვალთ, ეს თევზ მამაკაცს დადებითი ემოციებით დამუხტავს და ხასიათასაც აუცილებლად გამოუკეთებს. თევზი ქმრის ოცნებებს ყოველთვის ყურადღებით მოეკიდეთ, არ დააფრთხოთ და უტაქტოდ არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, თორემ ამას არ გაპატიებთ.
აჯობებს ქმარს ცხოვრებისეული ამოცანებისა და მიზნების მიღწევაში, თქვენი თანადგომითა და ზრუნვით თუ დაეხმარებით. მერწმუნეთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, თევზი მამაკაცი ყველაზე დაბნეული და უთავბოლოა. მაგრამ თქვენ ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც არეულ-დარეულ ჩემოდანს, რომელშიც ყველა ნივთისთვის, საკუთარი ადგილის მიჩენაა აუცილებელი. თუკი თევზ ქმარს ძალების მაქსიმალურ მობილიზებაში დაეხმარებით, იგი მთელი ცხოვრება თქვენი უსაზღვროდ მადლიერი იქნება.
ბავშვებისთვის თევზი-მამა ნამდვილი საჩუქარია, იგი სიამოვნებით ეთამაშება პატარებს ათასგვარ თამაშობებს, ასწავლის თავდაყირა დგომას და ხელზე მკითხაობას. არის უსაზღვროდ თბილი და ლიბერალული მშობელი. მერწმუნეთ, უკეთეს მამას თქვენი შვილებისათვის, მართლაც რომ ვერსად იპოვით.

P.S. მოდერს ვთხოვ დახუროს წინა თემა
This post has been edited by woman_ on 20 Apr 2012, 15:40