დღითი დღე ახალ რაღაცეებს ვაწყდები ინტერნეტში და რადგან ჯერ რემონტი არ დამიწყია (თუმცა 2 კვირაში ალბათ მეშველება), მინდა მაქსიმალურად ავწონო ყველაფერი და დავიზღვიო თავი. მოკლედ, წავაწყდი ასეთ საიტს
http://primehouse.ge/catalogue3.html სადაც იყიდება ტყავის იატაკი (?!) მაინტერესებს ვინმეს თუ აქვს ასეთი რამ და რამდენად გამოსადეგია.
და რაც მთავარია, მაინტერესებს გამოცდილი ხალხის აზრი, რა ჯობია დავაგო სალხში; არსებობს თუ არა ისეთი ლამინატი, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის და ფასები ან საიტი ხომ არ იცით?
წინასწარ მადლობა ყველას!