VI. წმიდა სინოდმა მოისმინა ჭიათურის მთავარეპისკოპოს აბრაამის (გარმელია) ინფორმაცია დეკანოზ ზურაბ ანთაძის ანტიკანონიკურ ქმედებათა შესახებ.
წმიდა სინოდმა დაადგინა: დაინიშნოს სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი), ეპისკოპოს საბას (გიგიბერია) და ეპისკოპოს დიმიტრის (შიოლაშვილი) შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეისწავლოს დეკანოზ ზურაბ ანთაძის საკითხი.----------------------------------------
ბ. ანთაძის მონაზვნების ანტიკანონიკური და ექსტრემისტული ქმედებებიდან ერთ - ერთი უწერია ვეშაპოს აქ:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=43...indpost&p=22776ბ. ანთაძის სახელს უკავშირდება ე.წ. ერთხმიანი ბერძნული გალობის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში...
მიუხედავად იმისა რომ
პატრიარქმა პირადად გააფრთხილა და (მერამდენედ) აუკრძალა მას ეს პროვოკაციები და ექსპერიმენტები, ის კვლავ აგრძელებს და არ ემორჩილება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებებს, კიკეთში აქვს მამათა მონასტერი, როგორც ამბობენ დღემდე ასრულებენ წმ. სინოდის მიერ აკრძალულ ე.წ. ერთხმიან ბერძნულ გალობას
ბ. ანთაძე გახლავთ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის იდეოლოგი და სულიერი მამა..
ბ. ანთაძე მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილის ძმაა, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ანტიკანონიკური ქმედებებიდან გამომდინარე მიტროპოლიტი დანიელი ხშირად საყვედურობს და ამხელს მას....
მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი მონასტერი სადაც ამჟამად მოღვაწეობს, არსად ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალში არაა მოხსენიებული

და რომელ ეპარქიას ეკუთვნის მისი მონასტერი?
This post has been edited by მამა-ჯეMალი on 15 Feb 2012, 17:08