მოდერ, ჯიმი, რად დახურე თემა "ლახმაჩი" ?
ეს საზოგადოება იმდენ ხანს იყო ამ ამაზრზენი არსებების ტერორის ქვეშ, რომ მიმაჩნია მსგავს თემებს არა მარტო საინფორმაციო ან ერთგვარად საღლიცინო, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.
მოგეხსენებათ არჩევნები კარსაა მომდგარი და საზოგადოებრიობას აქვს სრული უფლება იმსჯელოს ამ საკითხებზე, განსაკუთრებით კი იმ კუთხით თუ რომელი პოლიტიკური ძალა რას აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
როგორი იქნება მათი პოლიტიკა ვთქვათ იგივე ამ საზარელი და სისხლიანი ქურდული კასტის მიმართ.
პირადად მე, რომ ვიცოდე რომელიმე ხელისუფლება მათ "პაბლაჟკებს" მისცემს და ისევ ხალხის საჯიჯგნად გამოყრის გარეთ, ბევრ რამეზე დავხუჭავდი თვალს და ხმას ისევ ნაციონალურ მოძრაობას მივცემდი !
დღეს როდესაც ეს ნაძირლები ერთადა ჰყავთ შეყრილი და მათი ცხოველური ბუნებიდან გამომდინარე, ერთმანეთის ჭამა-ხვრა აქვთ დაწყებული (აბა, სხვა აღარავინა ჰყავთ გვერდში შესახრვ-დასაჩაგრი), მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამის ნახვის უფლება აქვს, რათა ის ბოლო ილუზიებიც გაქარწყლდეს ამათ კაიკაცობაზე, რაც ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენუილია.
ესეც ვიდეო წრიპას გაფიჭებისა (შეგახსენებთ ეს ის "წრიპაიაა" მთელი ქუთაისი ხელში რომ ეჭირა და პოლიციან-ჩინოვნიკებიანა ყველანი პირში რომ შესციცინებდნენ ამ არამზადას და რომელმაც ბაგრატის ტაძრის ლამის ეზოში თავის მდარე გემოვნების შესაფერი სახლი ნაგლად რომ წამოჭიმა და კაციშვილმა პასუხი რო ვერ მოსთხოვა )