
მაინტერესებს სხვებიც ხართ ჩემ დღეში?
ორი კვირის წინ ვიყიდე სარეცხი მანქანა ვესტელში, და ვთხოვე იმის გამო რომ ყოველდღე ვმუშაობ 6-მდე და სახლში დღის განმავლობაში არავინაა, საღამოს 7სკენ მოეტანათ მეორე დღეს..
დიდის ამბით გამიფორმეს საათი, შემპირდნენ რომ მომიტანდნენ 7-დან 8ის ნახევრამდე და მოტანამდე 1 საათით ადრე დამირეკავდნენ...
მეორე დღეს 6-ს აკლდა 10 წუთი, მირეკავს ვესტელის მოტანის სერვისი და მაცნობა: თვენს სახლთან ვართ 10 წუთში და სახლში იყავითო. გავოცდი ცოტა არ იყოს, 10 წუთში როგორ უნდა ვიყო სახლში ჯერ ერთი, ზებგერითი თვითმფრინავი არ მემსახურება, მეორეც გაფორმებული მაქვს 7 საათი... პროტესტი რომ გამოვთქვი, ადმინისტრაციასთან გარკვიეო და ტელეფონი დამიკიდა...
დავრეკე ადმინისტრაციაში, ნახევარსაათიანი ტანჯვა-წამების მერე ბოდიში მომიხადეს, მართალი ხარო, ბოლოს როგორც იქნა მომიტანეს.
ახლა მეორე სერია წავიდა მონტაჟზე, აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა მონტაჟის სერვისთან დაკავშირება, ან არ იღებდნენ, ან იღებდნენ და თიშავდნენ. ბოლოს სათაო ოფისში დავრეკეთ, იქ გავაფორმე თხოვნა რომ მეორე დღეს მოსულიყვნენ და დაემონტაჟებინათ, უბრალოდ დილას გადმოგირეკავთ დასტურისთისო.
გუშინ დილას რომ დავრეკე, ტექნიკურის ოფისიდან კი პრეტენზია გამომითქვეს, არ იცოდი რომ წინა დღეს უნდა დაგეჯავშნაო? გეგონება მთელი დღე მე ვაიგნორებდი მაგათ ზარებს და არა პირიქით! დღეს საღამოსთვის დავიბარე და დარეკეს ახლა: სახლში მოდით თქვენს სახლთან მოვედით უკვეო
"სერვისი" ლათინური სიტყვაა და ქართულად "ფეხებზე დაკიდებას" ნიშნავს
god made a man and then rested. god made a woman and then no one rested!
FALESTRA
ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!