თავს უფლებას მივცემ და მოკლედ აგიღწერთ რა და როგორ იყო გუშინ აზერბაიჯანში.
დღეს დილით დავბრუნდით აზერბაიჯანიდან, მაგარი ნერვიულობა გადაგვხდა, არ მეგონა თუ ასეთი იმედგაცრუება გველოდა წინ, არადა თავიდან ძალიან იმედიანად ვიყავით, ჩაგვწერეს კიდეც და მერე მოამბეზე გასულა ჩვენი კომენტარები, საზოგადოებრივზე გუშინდელ მოამბეზე არის ჩანაწერი თამაშამდე 19:17 წუთიდან შეგიძლიათ ნახოთ. ამ ინტერვიუებიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყავით და ნამდვილად არ გვჭირდებოდა პროვოკაციებზე აყოლა.
თითქოს დაძაბულობაც არ იყო თავიდან, ჩვეულებრივად დაგვხვდნენ, 2 ავტობუსით ვიყავით, მშვიდად შევედით, უპრობლემოდ, მაგრამ ბანერების გაშლაზე გვაფერხებდნენ, მაგრამ უეფას დელეგატმა მე რუსეთის წარმომადგენელი არ ვარ უეფას წარმომადგენელი ვარო და ბოლოს დაგვატოვებინეს ბანერი "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"
ერთია რომ ძალიან ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის მხრიდან უსაფრთხოება, მილიცია, ჯარი, სტადიონის უსაფრთხოება რამდენიმე რიგად იდგნენ რომ არც ჩვენ გადავსულიყავით იქით და არც ისინი აქეთ, მაგრამ....
ჩვენ ყველანი გაფრთხილებული ვიყავით და მკაცრად გვქონდა გადაწყვეტილი რომ პროვოკაციებს არ უნდა ავყოლოდით, თავიდან როგორც ვთქვი ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ მეორე ტაიმში დაიწყო რაც დაიწყო, ჯერ გამოფინეს 5-6 პლაკატი რომ მარნეული, რუსთავი, ფონიჭალა დ.ა.შ. თურმე აზერბაიჯანის ტერიტორია ყოფილა, ამ დროს მიუხედავად გაფრთხილებისა ბიჭებმა ემოციები ვეღარ შეიკავეს და გავიწიეთ ყველა იქით მხარეს, მაგრამ ვინ გაგიშვებდა, როგორც ვთქვი 3-4 ზოლად იდგნენ, მაგრამ ამ ძალოვანების მხრიდან აბსოლუტურად ნეიტრალური და თავშეკავებული მოქმედებები იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე რაც გამიკვირდა მაგათგან, რომ ნახეს ასეთი პანიკა და დედის პირპროჭის გინება ატყდა ჩამოახსნევინეს იმ ტრაკიდან დაბადებულებს ტრანსფარანტები. გავიდა დრო და კაცი გაგვიგდეს, ისედაც დაძაბულებს კიდე ეს გვინდოდა? ამ დროს მოხდა რომ ჩვენი დროშა გააძრეს საიდანღაც და დაწვეს,
http://intermedia.ge/vid/419817-%E1%83%90%...83%94%E1%83%A1/არ მახსოვს რომელიღაცამ დაიყვირა ჩვენს დროშას წვავენო, ამის დანახვა იყო და ყველა, უკლებლივ ყველანი მოვწყდით ჩვენს ადგილებს და არაადამიანური ღრიალით გავექანეთ იმ ტრიბუნისკენ, ყველა მზად იყო რომ სისხლი დაენთხია იქ, რომ არ ყოფილიყო აზერბაიჯანის მხრიდან ძალიან ორგანიზებული დაცვა იქ დიდი უბედურება მოხდებოდა, ამას ვამბობ ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რაც იმ წუთებში მოხდა ამის გადმოცემა მართლა მიჭირს სიტყვით, ასეთი რაღაცა მართლა არ მქონდა უკვე წარმოდგენილი, წარმოიდგინეთ რომ ამ მომენტიდან პირველ გოლამდე არაფერი აღარ მახსოვს, ერთი მახსოვს რომ გაათმაგებული ხმით ვღრიალებდით ყველა დინამო დინამო დინამო და გაგვიტანეს გოლი, არასდროს ცხოვრებაში ისე არ მომხვედრია გულზე არც ერთი ჩემი საყვარელი გუნდის კარში გატანილი გოლი როგორც გუშინ, არც დინამო, არც ინტერი, არც საქართველოს ნაკრები, არც იტალიის ნაკრები, მსგავსი არ ყოფილა, ვერ ავღწერ მართლა რა მომივიდა მე და ყველას ვინც იქ იყო.
გამოფინეს ისევ იმ ნაწყლებმა პლაკატები, ატყდა ლანძღვა, გინება, ბოთლების სროლები, სკამების მტვრევა, მერე იყო რომ ყველა თათარს გააჯმევინეს ტრიბუნებიდან, ჩვენ ისევ არ გვიშვებდნენ, დაიცალა სტადიონი და საიდანღაც მარცხენა მხრიდან გამოჩნდნენ 6-7 განდონი თათარი, ატყდა ისევ იგივე, მოაშორეს ტრიბუნებიდან ისინიც, მაგრამ ჯერ ისევ არ გვიშვებენ ჩვენ სტადიონიდან. ბიჭები ტიროდნენ სიმწრისგან, თავჩაქინდრული იჯდნენ და ტიროდნენ, ხო წარმოგიდგენიათ როგორ ვიქნებოდით.
ყველას ერთი სული გვქონდა როდის გაგვიყვანდნენ და როდის მოვშორდებოდით იმ დამპალ სტადიონს, როგორც იქნა ისევ გაძლიერებული დაცვის თანხმებით, კორდონი ქონდათ ავტობუსამდე, მილიციონერებით იყო სავსე იქაურობა, გავედით ვჯდებოდით ავტობუსში, ჯგუფჯგუფად იდგნენ ის განდონები მაგრამ მილიციის ეშინიათ და ვერაფერს ვერ ბედავდნენ.
წამოვედით და 1 კილომეტრით არ ვიყავით სტადიონს გაცილებულები და ატყდა ქვების სროლა, შუშები ჩაილეწა, ტან ბნელოდა და არ ჩანდა საიდან ისროდნენ, ჩასაფრებული იყვნენ ეს სვავები და ორივე მხრიდან ისროდნენ ქვებს, წამოხტნენ ბიჭები ღრიალებდნენ მძღოლს უყვიროდნენ გააჩერე ავტობუსი, მაგრამ იმან რომ მიადგა ფეხი აღარ აუშვია გაზის პედლიდან, თან წარმოიდგინეთ ამ დროს მაგათი კანარეიკის მანქანა მიგვყვებოდა წინ. ეს იყო ბოლო კაპლი, ისტერიკაში იყვნენ ბიჭები რასაც ქვია, აქაც იგივე იყო, რომ გაეჩერებინა მძღოლს ავტობუსი დიდი უბედურება დატრიალდებოდა იქაც, ასეთი გამწარებული ხალხი მძვინვარე მხეცზე უარესია.
მოკლედ დაახლოებით ასე იყო ყველაფერი და არ შემიძლია არ ავღნიშნო გლადიატორების არანორმალური მხარდაჭერა, მე ჯერ ცხოვრებაში მსგავსი არ გადამხდენია თავს, ეს მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი, ყველანაირად ვცდილობდი მხარი ამება და უდიდესი სიამოვნება მივიღე ამით, სულ ეს მინდოდა, მართლა ვერ ავღწერ ამას რამხელა სიამოვნებაა შენს საყვარელ გუნდს რომ ასე მხურვალედ გულშემატკივრობ, თანაც გასვლაზე, მხოლოდ საქართველო საქართველო და სუდია პიდარასტ არ არის ბალეშიკობა, იყო ტექსტები, რომლებსაც გზაში ვიზეპირებდი, სიმღერები (მაგალითად თბილისო, მზის და ვარდების მხარეო და მსგავსები ყველამ ვიცით ისედაც) და მოკლედ რომ არა ის ინციდენტი რაც მერე მოხდა და განსაკუთრებით წაგება, ეს იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღე, რომ არ წაეგოთ მაინც უბედნიერესი და დაუვიწყარი დღე იქნებოდა.
დიდი მადლობა მინდა მოვუხადო გლადიატორებს რომ მიმიღეს, განსაკუთრებით კობას და acdachis ჩემდა საბედნიეროდ კიდევ 1-2 ნაცნობი იყო იქ და მიუხედავად დიდი იმედგაცრუების ეს დღე მაინც არასოდეს არ დამავიწყდება, მაგრამ კარგად არასდროს არ გამახსენდება.
This post has been edited by internazionale on 10 Jul 2015, 13:27