გამარჯობა
მოკლედ ერთჯერადად მჭირდება თქვენთან თანამშრომლობა

მინდა რადიოს სტრიმინგი გაუშვა ინტერნეტში. ანუ ვაკეთებ რადიოს ინტერნეტ მხოლოდ ინტერნეტ მაუწყებლობით. მაქვს ოპტიკა კარგი კომპიუტერი მიქშერი და მიკროფონი. და ასევე რადიოს პროგრამა Jaazler რომელსაც იყენებენ წამყვანი რადიო სადგურები.
მე მინდა ჩემი რადიოს ვებ გვერდზე გამიკეთოთ ფლეერი საიდანაც დატკბებიან მსმენელები რადიოს ჰანგებით.
მოკლედ ორი დავალებაა.
1) სტრიმინგის უზრუნველყოფა. რო ჩემი კომპიუტერიდან დაკრული მუსიკა ინტერნეტში გაეშვეს. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არის უფასო საიტები რომლებსაც აქვთ ეს ფუნქცია მარა 10 კაცზე მეტი ვერ გისმენს მერე ეჭედება.
2) სპეციალურად რადიოსთვის ფლეერის დაწერა. ანუ არ მინდა უკვე არსებული ფლეერების გამოყენება.
პირველი რაც არის ჯერ სტრიმინგი უნდა ვუზრუნველყოთ.
მოკლედ ვისაც შეგიძლიათ ამ საქმის მოგვარება დაწერეთ ან მომწერეთ და დეტალებზე და ანაზღაურებაზე ცალკე შევთანხმდეთ.
პატივისცემით......... კოტე