#29811329 · 20 Feb 2012, 12:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. როგორც ვხვდები აქ შემიძლია პროფესიონალებისგან რჩევის მიღების იმედი უნდა მქონდეს:
ერთი სიტყვით: გასული წლის (2011) ზაფხულში დავრეგისტრირდი ინდმეწარმდ. 31 დეკემბრამდე არანაირი შემოსავალი არ მქონია. მქონდა მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებული ხარჯები ზედნადდებებით და ჩეკებით რა თქმა უნდა - დაახლოებით 250 ლარი. 1 იანვრის შემდეგ პირველი შემოსავალი - ჩარიცხვა მქონდა ანგარიშზე, რომელიც შემდეგ ისევ გადავრიცხე და ამ ერთი ოპერაციიდან დაახლოებით 240 ლარი დამრჩა შემოსავლის სახით.
ჯერ არ გადამიხდია არაფერი გადასახადი.
მირჩიეთ საშემოსავლო 20% როდის და როგორ უნდა გადავიხადო. არ მინდა მერე ვიღაც მომადგეს და ჯარიმა ამკიდოს.
დიდი ამდლობა წინასწარ.
კიდევ ერთი კითხვა. ვიწყებ საკვები პროდუქტების მომზადებას, შეფუთვას და მინი-მარკეტების ქსელში გაყიდვას. საკვებ პროდუქტების მომზადებაზე, დაფასოებასა და უკვე არა ნახევარფაბრიკატის, არამედ მზა საჭმლის სახით მინიმარკეტებში ჩაბარებაზე რამე სახის ლინცეზია ან სერტიფიკატი თუ მჭირდება.
--------------------
ნახე საქართველო
|