krixi1. მაშინ მიდი იამატოში, იყიდე ხიდის ზეთი, თვითონ იციან რომელი მოგცენ.
2. გინდა იამა მოძებნე, გინდა პირდაპირ შეძვერი მანქანის ქვეშ.
3. პირველ რიგში მოუშვი ჩასასხმელი ბოლტი, რადგან ჩამოსაშვები რომ მოუშვა და ეგ ვერა, დაგრჩება მანქანა ზეთ-დაცლილი.

4. მერე მოუშვი ჩამოსაშვები ბოლტი, მანამდე რამე შეუშვირე და ჩამოვა ზეთი, სავარაუდოდ 1 ლიტრი.
5. კარგად გაწმინდე ჩამოსაშვები ბოლტი, ტაოტივით მასა შეიძლება ქონდეს (ეგ ნორმალურია), ერთი სიტყვით გააპრიალე და მოუჭირე.
(მე რომ შენს ადგილას ვიყო, ასევე ვიყიდიდი ინტერნეტში მაგ ბოლტის შაიბას, რომელიც იდეაში ერთჯერადია და ყოველ მოჭერაზე უნდა გამოცვალო
აქ მაგ შაიბას ვერ იშოვი ახალს, როგორც მგონია, აქ ეგ კულტურა არ აქვთ.

)
7. მოჭერით ჯერ ხელით წაიყვანე ბოლტი, სანამ გაგიძნელდება, შეეცადე რეზბა არ გააფუჭო და ბოლოს კლუჩით მოუჭირე.
(მე რომ შენს ადგილას ვიყო, ინტერნეტში ვნახავდი რა ძალით უნდა მოჭერა და დინამომეტრით იმ ძალით მოვუჭერდი).
8. ჩაასხი ზეთი, სავარაუდოდ 1 ლიტრი, როდესაც გადმოსვლას დაიწყებს ჩასასხმელიდან შეეშვი და მოუჭირე ბოლტი.
აქაც იგივე გაგება ვრცელდება შაიბაზე და მოჭერის ძალაზე, რაც ზემოთ დავწერე.
9. სალფეტკით ან ჩვრით კარგად გაწმინდე ნაზეთარები.
10. პატარა გაისეირნე და მომდევნო დღეებში დააკვირდი ხომ არ სველდება სადმე.
11. ეს პუნქტი ვრცელდება ცივლიზებულ ქვეყნებზე, რომელთა სიაშიც ჯერ არ ვართ

ჩამოსული ზეთი წაიღე გადამამუშავებელ პუნქტში. არავითარ შემთხვევაში არ დაღვარო მიწაზე, ან უნიტაზში არ ჩაუშვა.
უცხოეთში პროფილაქტიკები იბარებენ ხოლმე, აქ ეგეთი არაფერი გამიგია.