ზუსტი პასუხისთვის, ზუსტი მონაცემებია საჭირო

რაც ინეტში იძებნება შემიძლია გითხრა რომ, 25 მეტრიანი კაბელით არსებობს ეს დამტენები... ვფიქრობ 50-დეც შესაძლებელია.
სურათზე 12 ამპერიანი დამტენია და ჩვენ თუ რეზერვით გავთვლით, ანუ 16 ამპერზე მაშინ (მინიმუმ 4/მაქსიმუმ 6მმ კვადრატი) 5 წვერიანი კაბელი გჭირდება.
დამიწებას თუ არ ვიყენებთ, 4 წვერიანიც შეიძლება. რაც მეტია კვეთი კაბელის მით ნაკლები დანაკარგი იქნება და სტანდართულთან შედარებით დამუხტვის დრო ნაკლებად გაიზრდება.
►კაბელი სასურველია იყოს რეზინის იზოლაციით. უფრო რბილია და ზამთარში არ შეშდება...
►გადაბმა უნდა გაკეთდეს კარგი პაიკით!
►ყველა წვერი სათითაოდ დაიზოლირდეს ხარისხიანი თერმო კემბრიკით... შემდეგ მთლიანად გადაბმის ადგილიც თერმო კემბრიკით...
►უნდა გამოირიცხოს ნესტის ან წყლის მოხვედრა გადაბმის ადგილებში...
რაც შეეხება Control წვერებს, არა მგონია 50 მეტრამდე მანძილის გაზრდით პრობლემა შეიქმნას.
◄წვერების სწორად მიერთება არ უნდა შეგვეშალოს!!!►►და ბოლოს: იქნებ ჯობდეს საიმედოდ... რკინის კარადის დამონტაჟება სადაც მანქანას აყენებ.
შტეპსელ/დამტენს შიგნით ჩაამონტაჟებ და ჩაკეტავ. ისე საკმაოდ ძვირი ღირს ეს დამტენები... თან გაგება, მეობა, ჯიგრობა სასტავი მომრავლდა...
შენი გადასაწყვეტია რა ჯობია!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by ten10 on 9 Nov 2017, 11:12